Logo

სასარგებლო რჩევები

10 მითი სქოლიოზის შესახებ - რეაბილიტოლოგი ლაშა მილორავა განმარტავს

10 მითი სქოლიოზის შესახებ - რეაბილიტოლოგი ლაშა მილორავა განმარტავს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ხერხემლის გამრუდება, ანუ სქოლიოზი, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომლის გარშემოც უამრავი მითი და მცდარი შეხედულება არსებობს. ალბათ ყველას გვსმენია მითი იმის შესახებ, რომ სქოლიოზს მძიმე ჩანთის ტარება იწვევს, ან ის, რომ პათოლოგია მხოლოდ ბავშვებისთვისაა დამახასიათებელი და გამოსავალი მხოლოდ ქირურგიული ოპერაცია შეიძლება იყოს.

ლაშა მილორავა

რეაბილიტოლოგი ლაშა მილორავა zmna.ge-ს მკითხველისთვის დეტალურად განმარტავს, სად გადის ზღვარი მითებსა და სამედიცინო სინამდვილეს შორის? რეალურად როგორ მოქმედებს ხერხემლის გამრუდება სხვა შინაგან ორგანოებზე და როგორ შეგვიძლია ამ პრობლემის დროული პრევენცია და სწორი მართვა ვარჯიშის, მასაჟისა და ადრეული დიაგნოსტიკის დახმარებით.

10 მითი სქოლიოზის შესახებ

1. სქოლიოზი მხოლოდ ბავშვობის ასაკში ჩნდება

ეს მითია. შემთხვევების უმრავლესობა ბავშვობის ასაკში ჩნდება, თუმცა არსებობს უკვე მოზარდობის ან ზრდასრულობის დროს შეძენილი სქოლიოზიც.

2.სქოლიოზს მძიმე ჩანთის ტარება იწვევს.

ესეც მითია. მხოლოდ მძიმე ჩანთის ტარებას არ შეუძლია სქოლიოზის გამოწვევა, თუმცა უკვე არსებული პრობლემის შემთხვევაში, შესაძლებელია ცალ მხარზე ჩანთის ტარებამ, მის გაუარესებას შეუწყოს ხელი.

სქოლიოზი


3.თუ სქოლიოზი გაქვს, ზურგის ტკივილი აუცილებლად გექნება.
მითია. სქოლიოზიანი პაციენტების ძალიან დიდ ნაწილს, ტკივილი ან რაიმე სხვა ტიპის სიმპტომი საერთოდ არ აქვს ხოლმე მანამდე, სანამ სქოლიოზს განსაკუთრებული გართულება არ მოჰყვება.

4.მასაჟი სქოლიოზს ასწორებს.

ნაწილობრივ მითია. მხოლოდ მასაჟით სქოლიოზის გამოსწორება თითქმის შეუძლებელია. დადებითი შდეგის მისაღებად, მასაჟი აუცილებლად სამკურნალო ვარჯიშებთან ერთად კომბინაციაში უნდა დაინაიშნოს.

5. კორსეტი კუნთებს ადუნებს.

ნაწილობრივ მითია, ნაწილობრივ რეალობაა. კორსეტის მუდმივი გამოყენება, რა თქმა უნდა, ადუნებს კუნთებს, ამიტომ მისი მოხმარება გარკვეული დროის განმავლობაში უნდა მოხდეს და ეს სპეციალისტმა უნდა გადაწყვიტოს.

სქოლიოზი


6. სქოლიოზი მხოლოდ ზურგზე მოქმედებს.

მითია. სქოლიოზი მხოლოდ ზურგზე არ მოქმედებს. ის შეიძლება მოქმედებდეს სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემების ფუნქციონირებაზე და ხელს უშლიდეს მათ მუშაობას.

7. ხერხემლის ოპერაციის გაკეთების შემთხვევაში ვარჯიშები საჭირო აღარ არის.

ეს მითია. ოპერაციის გაკეთებამდეც და გაკეთების შემდეგაც რეაბილიტაციის სწორად დაგეგმვა აუცილებელია. ოპერაციამდე საჭიროა დავიწყოთ ოპერაციისთვის მოსამზადებელი პროცედურები, ხოლო შემდეგ სრულყოფილად გავიაროთ პოსტოპერაციული რეაბილიტაცია.

სქოლიოზი


8. სქოლიოზის შემთვევაში, საბოლოო გამოსავალი მაინც ოპერაციაა.

მითია. სქოლიოზის ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირების შემთხვევაში, ის სრულად ექვემდებარება მკურნალობას.

9. სქოლიოზის შემთხვევაში თავი უნდა ავარიდოთ სპორტს, ცეკვას და მსგავს აქტივობებს.

ნაწილობრივ ესეც მითია. გააჩნია სქოლიოზის ხარისხს. სპორტული აქტივობა იმის გათვალისწინებით უნდა შეირჩეს, თუ რა სიმძიმის არის პრობლემა.

10. თუ ბრტყელი ტერფი გაქვს, აუცილებლად სქოლიოზიც გექნება.

მითია. სქოლიოზიანი პაციენტების უმრავლესობას მართლაც აქვს ტერფის პრობლემებიც, მათ შორის ბრტყელი ტერფი, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის.

ავტორი: ზმნა

07/02/2026

ლაშა მილორავამითებირეაბილიტოლოგისქოლიოზი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024