ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ჰიპერტონია, თანამედროვე ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც ხშირად „ჩუმ მკვლელსაც“ უწოდებენ, რადგან შეიძლება წლების განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და ამ დროს გულს, ტვინსა და სისხლძარღვებს აზიანებდეს.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ცხოვრების წესისა და კვების ცვლილებით, არტერიული წნევის კონტროლი ბევრად მარტივდება. არსებობს პროდუქტებიც, რომლებიც ორგანიზმს სისხლძარღვების დაცვასა და წნევის დარეგულირებაში ეხმარება.
ფიტნეს ინსტრუქტორი და მანუალური თერაპიის სპეციალისტი მამუკა რაშოიანი იმ პროდუქტებს ასახლებს, რომელთა ყოველდღე მიღებაც მაღალი არტერიული წნევის დარეგულირებას უწყობს ხელს.

რა პროდუქტებია სასარგებლო იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მაღალი არტერიული წნევა აწუხებთ?
1.უცხიმო ხაჭო – ამაგრებს გულის კუნთს.ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფართოებას, წარმოადგენს კალციუმის, მაგნიუმის და კალიუმის წყაროს.
2.წითელი ბულგარული წიწაკა – შეიცავს ვიტამინი С-ს რეკორდულ რაოდენობას. ჰიპერტონიკებმა ის აუცილებლად უნდა მიიღონ.
3.ორაგული – ომეგა 3-ის წყაროა, ცხიმოვანი მჟავა და შესანიშნავად ეხმარება ორგანიზმს წნევის დაწევაში.

4.შვრიის ფაფა – აუცილებელია ყოველდღიურად საუზმეზე ჰიპერტონიკების მენიუში. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ შვრია არის სელენის წყარო, მასა აქვს ბევრი ბოჭკო.
5.გოგრის თესლი – ის ავსებს თუთიის დეფიციტს და იცავს მიოკარდიუმისაგან.
6.კაკაო – აუმჯობესებს სისხლძარღვების მდგომარეობას... მაგრამ კაკაო კალორიული სასმელია და დიდი რაოდენობით არ უნდა მიირთვათ.
7.უცხიმო რძე – შეიცავს კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს და ვიტამინებს, ამიტომ აუმჯობესებს ჰიპერტონიკის მდგომარეობას.

8.მწარე შოკოლადი – ამაგრებს გულის კუნთს, წარმოადგენს ანტიოქსიდანტს და 5-10 წუთში ამცირებს წნევასაც, მაგრამ დიდი რაოდენობით არ უნდა მიირთვათ.
9.ნუში – შეიცავს მონოცხიმებს და ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას .ნუშში არის კალიუმი, მაგნიუმი და ვიტამინი Е. ეს ყველაფერი კი ეხმარება თქვენს ორგანიზმს წნევის დაწევაში.

10.მწვანე ჩაი – მისი რეგულარული მიღება შლის ქოლესტერინის საცობებს, შეიცავს ბევრ ანტიოქსიდანტებს, ხელს უშლის დაბერების პროცესს.იაპონელები მხოლოდ მწვანე ჩაის მიირთმევენ, ამიტომ არც იციან რა არის ჰიპერტონია. დღეს, მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანი სვამს მწვანე ჩაის.

ეს იმ სასარგებლო და მეტად საჭირო პროდუქტების ჩამონათვალია, რომელიც დაგეხმარებათ რომ თავი მხნედ და ჯანმრთელად იგრძნოთ, არ შეგაწუხოთ მაღალმა წნევამ და აიცილოთ ინსულტისა და მიოკარდიუმის შეტევები," - გვირჩევს მამუკა რაშოიანი.
05/21/2026