საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
"არანაირი გაფანტული სკლეროზი არ მაქვს, მაქვს გლუტენის აუტანლობა რასაც ცელიაკია ჰქვია, ხალხო. 10 წელი ტყუილში მაცხოვრეს ამ უცოდინრებმა" - ეკა კვალიშავილმა, ფეისბუქზე პირდაპირი ჩართვით, ემოციური და სკანდალური განცხადება გააკეთა.
მომღერალი ამბობს, რომ თურქეთში წავიდა ანალიზების ასაღებად. იქ მიღებული სამედიცინო დასკვნა კი, გამაოგნებელი იყო.
"თურქეთში რომ წავედი, სახლში დავტოვე ამბავი, ერთი თვე არ მელოდეთ, არ ჩამოვალ-მეთქი. გავიკეთე ანალიზები. კარგი ანალიზები მოვიდა. ექიმიც კარგი შემხვდა. სისხლმა ავტოიმუნური ამოაგდო, თუმცა შუამავალმა ქართველმა გოგომ თქვა, გაფანტულ სკლეროზზე ასეთ ანალიზებს არ მიიღებდიო. მოკიდა ხელი ამ ჩემს ანალიზებს და ისე, რომ არ უკითხავს, სტამბულში გადააგზავნა. მოვიდა პასუხი - არანაირი გაფანტული სკლეროზი არ მაქვს. მაქვს გლუტენის აუტანლობა. ცელიაკია ქვია. 10 წელი მაცხოვრეს ტყუილში ამ უცოდინარებმა. აქ არავის არ ვენდობი. დავიტანჯე..." - ამბობდა ეკა კვალიაშვილი ფეისბუქლაივში, რომელიც მოგვიანებით წაშალა.
02/18/2026