Logo

10 წლის ვიყავი, როცა ბაზრობაზე ფეხსაცმელებს ვყიდდი - თათია სულუაშვილი

10 წლის ვიყავი, როცა ბაზრობაზე ფეხსაცმელებს ვყიდდი - თათია სულუაშვილი

10/04/2026

ტექსტის ზომა

კომედი შოუს მსახიობმა თათია სულუაშვილმა ეკა ჩხეიძის „პირველ სტუდიაში“ საკუთარ ბავშვობაზე ისაუბრა და გაიხსენა, რომ 10 წლის ასაკიდან მუშაობს.

"იყო ჩემს ბავშვობაში ცოტა რთული პერიოდიც.

10 წლიდან დავიწყე მუშაობა. ახლა ვამბობ, რომ რთული პერიოდი იყო, ამ გადმოსახედიდან ან ამ თაობის გადმოსახედიდან, მაგრამ მაშინ ჩემთვის ძალიან კარგი წლები იყო და დღემდე ასე მახსენდება.

ჩვენ 4 დედმამიშვილი ვართ და დედას სჭირდებოდა დახმარება, მარტო ვერ უმკლავდებოდა 4 შვილის შენახვას.

დედას ჰქონდა ბაზრობაზე ფეხსაცმლის დახლი და მე გამოვიჩინე ინიციატივა და დედას ვეხმარებოდი ფეხსაცმლის გაყიდვაში.

ბაზრობის ტერიტორია მაშინ ძალიან მოუწესრიგებელი იყო, წვიმის წყალი გროვდებოდა და ჯოხებით ვცდილობდით ცელოფნის სახურავიდან მის გადატანას.

სკოლაში დავდიოდი, გაკვეთილების მერე ბაზრობაზე გავრბოდი, ვმუშაობდი და საღამოს სანთლის შუქზე ვმეცადინეობდი.

ახლა ალბათ ჩემს შვილს რომ ვუთხრა შენ ბაზრობაზე უნდა იმუშაოო, დეპრესია დაემართება. მე მიყვარდა იქაურობა, ის ადამიანებიც მიყვარდა, ვინც იმ პერიოდში ჩემთან ერთად მუშაობდა ბაზრობაზე. ასაკში შესული ადამიანები მუშაობდნენ და ჩემს თვალწინ ვითარდებოდა მათი ცხოვრება. ბევრი მათგანი აღარ არის დღეს ცოცხალი და ყველა მათგანი მახსოვს.

ისეთი პატარა ვიყავი ტანად, რომ დახლს ვერ ვწვდებოდი და ორი დიდი „ბლოკი“ მქონდა ერთმანეთზე დადებული და იმაზე ვიდექი.

ამ წლებს ძალიან კარგად ვიხსენებ. ამ წლებმა ბევრი რამ მასწავლა. ამ ყველაფერს სიყვარულით ვაკეთებდი და ძალიან ბედნიერი ვიყავი,“ - იხსენებს მსახიობი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ბავშვობაბაზრობაგადაცემათათია სულუაშვილიმოგონებამსახიობი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026