Logo

სასარგებლო რჩევები

10 ყველაზე სასარგებლო პროდუქტი

10 ყველაზე სასარგებლო პროდუქტი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

თანამედროვე კვლევები ადასტურებს, რომ სწორად შერჩეული საკვები არა მხოლოდ ენერგიას გვაძლევს, არამედ ამცირებს ქრონიკული დაავადებების რისკსაც.

ჯანმრთელ და ორგანიზმისათვის სასარგებლო საკვებს შეუძლია შეამციროს მაღალი არტერიული წნევის, გულის დაავადებების, ქრონიკული დაავადებების, დიაბეტის და გარკვეული ტიპის სიმსივნის განვითარების რისკი.

არსებობს გარკვეული ტიპის საკვები პროდუქტები, რომლებიც განსაკუთრებული სასარგებლო თვისებებით გამოირჩევიან და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლიათ.

რომელია 10 ყველაზე სასარგებლო პროდუქტი, რომელსაც მეცნიერები განსაკუთრებით აფასებენ?

1. ბროკოლი

ბროკოლი

ბროკოლს სიაში პირველი ადგილი უკავია. ის მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და C ვიტამინით.

არის ბოჭკოს, ვიტამინებისა და ფიტოქიმიკატების წყაროა (მათ შორისაა ინდოლები, თიოციანატები და ნიტრილები, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ზოგიერთი სახის სიმსივნის განვითარების პრევენციას);

2. ცხიმიანი თევზი (მაგ. ორაგული)

თევზი

იგი ცილისა და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების კარგი წყაროა, რაც ხელს უწყობს გულის დაავადებების განვითარების პრევენციას;

3. კაკალი

კაკალი

კაკალი მცენარეული ცილის კარგი წყაროა. ის ასევე შეიცავს მონოუჯერ ცხიმებს, რაც შეიძლება იყოს გულის დაავადების განვითარების რისკის შემცირების ერთ-ერთი ფაქტორი;

4. მოცვი

მოცვი

მაღალბოჭკოვანი კენკროვანი ხილი ბუნებრივად ტკბილია და მისი მდიდარი ფერები ნიშნავს, რომ მასში მაღალია ანტიოქსიდანტების რაოდენობა;

5. ისპანახი

ისპანახი

A ვიტამინის, C ვიტამინის, კალციუმის და ბოჭკოს კარგი წყაროა, მდიდარია ფოლიუმის მჟავით და სხვა სასარგებლო მინერალებით

6. პარკოსნები

პარკოსნები

პარკოსნები ბოჭკოთი, ფოლიუმით და მცენარეული ცილით მდიდარი პროდუქტებია. მათ შეუძლიათ ხელი შეუწყონ გულის დაავადებების განვითარების რისკის შემცირებას, ასევე შაქრის სტაბილურობის დონის შენარჩუნებას.

7. ზეითუნის ზეთი

ზეითუნის ზეთი

ზეითუნის ზეთი E ვიტამინის, პოლიფენოლების და მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავების კარგი წყაროა, რაც ხელს უწყობს გულის დაავადებების განვითარების პრევენციას;

8. იოგურტი

იოგურტი

იოგურტი (ცოცხალი კულტურებით) აუმჯობესებს ნაწლავის მიკრობიომს. იოგურტი, რომელიც დამზადებულია ნატურალური რძისგან და როგორც წესი, ფერმენტირებულია რძემჟავა ბაქტერიების მიერ, არამხოლოდ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, არამედ ზოგადად, ადამიანის ორგანიზმზე დადებით ზეგავლენას ახდენს.

9. ნიორი

ნიორი

ნივრის ექსტრაქტი ხელს უშლის სისხლძარღვებში ათეროსკლეროზული ფოლაქების ჩამოყალიბებას, ამიტომ საუკეთესოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისთვის. მას ასევე იყენებენ გაციებისა და ნაწლავური პრობლემების სამკურნალოდ.

10. შავი შოკოლადი

შავი შოკოლადი

შავი შოკოლადი კაკაოს მაღალი შემცველობით, არტერიებს იცავს. მასში შემავალი ფლავანოიდები სისხლში აზოტის ოქსიდის გამომუშავებას უწყობს ხელს, რაც სისხლძარღვების მოდუნებასა და არტერიული წნევის დაქვეითებას უწყობს ხელს. 70%-იანი შავი შოკოლადი სასარგებლოა თავის ტვინის ჯანმრთელობისთვის. ის თავის ტვინის ნერვულ აქტივობას ასტიმულირებს, ამცირებს სტრესს და აუმჯობესებს განწყობას.

ავტორი: ზმნა

02/14/2026

10 საკვებირჩევებისაკვებისასარგებლო პროდუქტი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024