ყველაფერი ბავშვებზე

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მშობლების უმეტესობა, ბავშვების ეკრანდამოკიდებულებას უშედეგოდ ებრძვის. მედიცინა გაჯეტების გამოყენების ზედოზირებას მკაცრად კრძალავს და მშობლებს ამ საკითხზე ყურადღების გამახვილებისაკენ მოუწოდებს.
როგორ დავეხმაროთ ჩვენს შვილებს ეტაპობრივად შეამცირონ და საბოლოოდ შეზღუდონ ეკრანდამოკიდებულება?
გთავაზობთ ფსიქოლოგი გიორგი ჩოგოვაძის რჩევებს.
პირადი მაგალითი: ნუ გამოიყენებთ ტელეფონს ბავშვის თანდასწრებით ზედმეტად.
„ციფრული დეტოქსის“ ზონები: აკრძალეთ ტელეფონი საძინებელსა და სამზარეულოს მაგიდასთან.

მკაფიო ლიმიტი: განსაზღვრეთ კონკრეტული დრო (მაგ. დღეში 40 წუთი).
გაფრთხილება დასრულებამდე: შეახსენეთ 5-10 წუთით ადრე, სანამ დროს ამოწურავს.
ტაიმერის გამოყენება: ბავშვმა თავად უნდა დაინახოს დროის ათვლა.
ალტერნატიული ჰობი: შესთავაზეთ ხატვა, კითხვა ან სპორტი.
საოჯახო აქტივობა: დაგეგმეთ თამაშები, სადაც ტელეფონი არავის სჭირდება.
ინტერნეტის კონტროლი: გამოიყენეთ Parental Control აპლიკაციები დროის ავტომატური ბლოკირებისთვის.

ტელეფონი - არაა ჯილდო: ნუ გამოიყენებთ ეკრანს კარგი ნიშნის ან ქცევის „მოსასყიდად“.
მოწყენილობის უფლება: მიეცით ბავშვს საშუალება ცოტა მოიწყინოს – ეს კრეატიულობას აღვიძებს.
ძილის წინა რუტინა: დაძინებამდე 1 საათით ადრე ყველა მოწყობილობა გამოირთვება.
თანმიმდევრულობა: წესები უნდა იყოს მუდმივი და არა განწყობის მიხედვით.
02/01/2026