საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
12 წლის წინა გაუჩინარებული ბიჭის მამიდამ, ნინო დადიანიძემ, სახალხოდ პირველი კომენტარი გააკეთა.
გურიკა დადიანიძის მამიდა ამბობს, რომ ტელევიზიებთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ სურს და საზოგადოების აზრიც ნაკლებად აინტერესებს.
ასე უპასუხა ნინო დადიანიძემ პოდკასტი „შენი ამბავი თაიასთან“ წამყვანს თაია გამთენაძეს სატელეფონო საუბრისას.
„საერთოდ არ მაინტერესებს ის საზოგადოება, რომელიც ჩემ მიმართ გამოხატავს აგრესიას. გამოძიება მიმდინარეობს და ეს ყველამ კარგად იცით... და მე საქმე მაქვს გამოძიებასთან. იმ მომენტში რაც იყო საჭირო, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და მე არა ვარ დეტექტივი რომ მე გამოვიძიო.
ძალიან მიხარია, რომ ეხმარებით გამოძიებას... რომ ამბობთ მოტაცებულიო, საიდან იცით, რომ მოტაცებულია?
კი გასაგებია ხმა უნდა ამოვიღოთ, მაგრამ მე რომ გამოვიდე ტელევიზიით და ვისაუბრო არ მინდა, არც საზოგადოებას ვუმტკიცებ მე არაფერს.
რომ დაიკარგა იმ დღიდან 3-4 კვირის განმავლობაში ვეძებდით და რაც საჭირო იყო ვაკეთებდით. უამრავი გადაცემა გაკეთდა, მაგრამ არავინ ყურადღება არ მოგვაქცია და ახლა მე მეკითხებით რატომ? თქვენ რომ შეგიძლიათ ხმაური და ვიღაცას შეუძლია, მე არ შემიძლია. როგორ დაგეხმაროთ, რა უნდა გავაკეთო?
ასე როგორ მელაპარაკებით, ჩემს ძმისშვილზე მელაპარაკებით. კახა გელაშვილამდე ჩემს ძმისშვილზეა საუბარი. მე არ შემიძლია თქვენსავით ჩხუბი. მე თქვენთან ტელევიზიით და ქუჩაში ვერ გამოვალ, არ არის ეს ჩემი სფერო.
ადვოკატს შევხვდები ყოველთვის და ბლოგერებს და ჟურნალისტებს ვერ დაგიწყებთ ლაპარაკს და ქუჩაში სიარულს.
მელაპარაკებით ჩემს ძმისშვილზე,რომ თურმე ვიღაც თაიას ვიღაც საზოგადოებას შესტკივა გული და მე არა?
მე რადგან არ ვხმაურობ ეს არ ნიშნავს, რომ გული არ შემტკივა. მე არ შემიძლია ასე სახალხოდ გამოსვლა, მე მივალ ადვოკატთანაც პროკურორთანაც.
თქვენ აზრზე ხართ, ბავშვი რამდენი ხანი როგორ იყო და ვინ ზრდიდა? ჩემი შვილი იყო. შენ გგონია ჩემთან სტუმრად იყო ეს ბავშვი როგორც დედამისი ლაპარაკობს და ალაპარაკებთ მანდ?
მე არ ვაპირებ ამაზე თქვენთან ლაპარაკს. მე გამოძიებასთან ვლაპარაკობ და სადაც საჭიროა. სამართალში ვინც იქნება ყველას ვესაუბრები და ჟურნალისტებთან და ბლოგერებთან არა მაქვს საქმე,“ - ამბობს გურიკა დადიანიძის მამიდა.
შეგახსენებთ, 17 წლის გურამ დადიანიძე მლეთაში ექსკურსიაზე, მამიდას სახლიდან, სწორედ ნინო დადიანიძის ახლობლებთან და მეზობლებთან ერთად გაემგზავრა. ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი ჰყვება, რომ მისი მული ბიჭის მეგზურების მიმართ პრეტენზიის გამოხატვას უშლიდა და მათ სრულ ნდობას უცხადებდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის დედა დახმარებას ითხოვს
12 წლის გაუჩინარებული ბიჭის ოჯახის ინტერესებს ტარიელ კაკაბაძე დაიცავს
08/04/2026