Logo

საზოგადოება

"13 წლამდე მეგობარი არ მყავდა. არ ვჭამდი, ვწრიპინებდი..." - აუტისტური სპექტრის მქონე ხელოვანის ისტორია

"13 წლამდე მეგობარი არ მყავდა. არ ვჭამდი, ვწრიპინებდი..." - აუტისტური სპექტრის მქონე ხელოვანის ისტორია

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მარიამ კვარაცხელია, რომელსაც სოციალურ ქსელში "ნოემის" სამკაულების ბრენდით ვიცნობთ (მარიამ ტონკო), აუტისტური სპექტრის მქონე ხელოვანია, რომელმაც პოდკასტში - "შენი ამბავი თაიასთან" გულახდილად მოჰყვა თავისი ისტორია.

მარიამ ტონკო: მგონი თითშეფასება არ მაქვს, არც კარგი, არც ცუდი.

სურვილი როგორ მინდა ვიყო? უბრალოდ, მშვიდად და საყვარელ ადამიანებთან ერთად. ამის იქეთ სინამდვილეში, მე მგონი, არანაირი სურვილი არ გამაჩნია. მე საკუთარ წარმატებასაც ვერ ვუყურებ. ჩემი მთავარი დიდი მიზანია, ვიყო მშვიდად. და შემერგოს ეს ცხოვრება. მე ვერ ვარ მშვიდად და ბედნიერი, თუ ჩემ გარშემო არ არის სიმშვიდე.

ყველაფერი პატარა მახარებს. ეს არის მადლიერებიდან ბედნიერება. ვიხსენებ, რაღაც რომ არ მქონდა და ახლა მაქვს, ვადარებ და მადლიერი ვარ.

არ მაქვს უნარი, დავაიგნორო სხვისი უბედურება. ეს ჩემზე მოქმედებს. ცხოვრება რომ გავათანაბრო, იმას, ვისაც არ აქვს ის, რაც მე ორი მაქვს, უნდა მივცე.

მარიამ ტონკო

ერთიან სურათს ვერსდროს ვხედავდი, დეტალებზე ვიყავი ორიენტირებული. შეიძლება ადამიანი მთლიანად ვერ დამემახსოვრებინა, მაგრამ მისი სუნი, ან წამწამი დამემახსოვრებინა. დეტალებით ვხედავდი და ვაწყობდი სამყაროს.

- როგორი ბავშვი იყავი?

- ბავშვებს ვერ ვეთამაშებოდი. არ გავდიოდი ეზოში, არ ჩავდიოდი სათამაშოდ, მაგიდის ქვეშ ვიყავი შემალული. მიჭირდა ადამიანებთან კონტაქტი. სახლიდან გასვლა მიჭირდა. არც სტუმრად უცხო გარემოში შემეძლო წასვლა. სულ ვახატვდი, ვკერავდი, ვძერწავდი.

13 წლამდე მეგობარი არ მყავდა. ვტიროდი, ნეტა ერთი მეგობარი მყავდეს-მეთქი. დედა ექიმი იყო და ფსიქოლოგთან დავყავდი. იცოდნენ, რომ აუტისტური სპექტრი მაქვს. მახსოვს, ზეწოლა დედაჩემზე, რომ ეს ბავშვი თქვენი გაფუჭებულია, გათამამებულია.

ტონკო

მე ნანატრი შვილი ვიყავი. დედამ ასაკში გამაჩინა. პირველი ორი შვილი მკვდარი გააჩინა. გაფუჭებულ ბავშვს მეძახდნენ. ერთი და იგივე ტანსაცმელი უნდა მცმოდა. არ ვჭამდი, ვიყავი შეკეტილი, არ ვლაპარაკობდი, ვწრიპინებდი. სკოლაში იშვიათად დავდიოდი. დედა ამბობდა, ავად არისო. მე ვიწექი და საწოლში მოჰქონდათ ფანქრები, პასტელები და სულ ვხატავდი. ვერ ვიძინებდი და საათობით ვხატავდი. მარიამს არ შია, ვწერდი და ვაგდებდი წერილს. არ ვიცი, რატომ მიჭირდა ხმის ამოღება. მესმოდა შეფასებები - "არ არის ნორმალური", "უცნაურია". თითქოს ამას შეგუებული ვიყავი და ამიტომ არ მომწონდა ადამიანებთან ურთიერთობა.

ტონკო

რიტუალი მქონდა, სათამაშოებს ძილის წინ, ყურში, ერთი და იგივეს ვეუბნებოდი, "მიყვარხარ, არ ინერვიულო ტკბილი ძილი", მერე მეორესაც იგივეს და ასე ყველას...

დედა 14 წლამდე მაბანავებდა. ძალიან დამოკიდებული ვიყავი დედაზე. მას ეგონა, რომ მე მის გარეშე, ვერ გადავრჩებოდი.

დედა რომ გარდაიცვალა 15 წლის ვიყავი. ბოლოს სულ ამას ამბობდა, შენ სხვანაირი ხარ, ეს სამყარო სასტიკია, გამოგიყენებენ, დაიკარგები, ვერ იმუშავებო.

ტონკო

რვა წელი ებრძოდა დაავადებას. მეგობრის ოჯახთან ერთად დასასვენებლად გამიშვეს. ერთხელ საავადმყოფოში მივედი და ვნახე ძალიან გამხდარი და შეერთებული აპარატზე. მანჯღრევდა და მეუბნებოდა, უნდა გადარჩე და იყო ძლიერი. იცოდე, მე აღარ ვიქნებიო და... მე ჩხუბი დავუწყე, არაფერიც არ მოგივა-მეთქი. მაჩხუბა და ენერგია გადმომცა თითქოს. მე შეიძლება ორი კვირა არ მელაპარაკა, ვხატავდი. ვიკეტებოდი. მოკლედ, ძალით გამაბრაზა. ვიჩხუბეთ. ეს იყო ბოლო შეხვედრა... მე გავიქეცი, სამარშუტო ტაქსში ავედი და ავტირდი. პირველად ვიმგზავრე მარტო. ძალიან ცუდად ვიყავი. მერე სადღაც სადარბაზოში ვტიროდი. მეგონა, რომ ისე ვიტირებ და ვილოცებ, ის არ მოხდება, რაც მგონია, რომ უნდა მოხდეს.

ტონკო

რამდენიმე დღის შემდეგ, ღამით - მ ასო ჰქონდა მონაწერი მესიჯად. ვეღარ დაწერა ალბათ... მეორე დილას, სადარბაზოში ხმაური რომ იყო, მეგონა სახლში მოიყვანეს. მოასვენეს და... მე გავიქეცი და სადღაც სადარბაზოში ვიტირე. თვლიდნენ, რომ მამაჩემი იყო ცოდო, რომ მარტო მოუწევდა გოგოს გაზრდა. თითქოს მე მეათე ხარისხოვანი ვიყავი და არ მტკიოდა ეს ყველაფერი. მარტო ვტიროდი, ვცდილობდი არ ენახა ხალხს, რომ ვტირი.

- როგორ გაგრძელდა ცხოვრება?

- სახლში ხშირად მარტო ვიყავი ხოლმე. ვტიროდი, ვტიროდი. დედაჩემი მეცოდებოდა. ღამე მქონდა შეგრძნება, თითქოს დედაჩემი ვარ და წარმოვიდგენდი, რას გრძნობდა ბოლო მომენტში... როგორ მოდის სიკვდილი და ვდარდობდი, მარიამი ჩემი სიკვდილის მერე ვერ გადარჩება-მეთქი. ანუ მისი დარდიდან გამომდინარე, ვდარდობდი საკუთარ თავზე.

გამოვიგონე, რომ საკუთარი თავის დედა მე ვიყავი და დავიწყე ხელძმღვანელობა. კარადაში შევძვრებოდი, ჩემს თავს ვეხუტებოდი და ვტიროდი, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი...

ვიდეო სრულად

ავტორი: ზმნა

05/27/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024