ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ტელეწამყვანი ხატია სიჭინავასა და სპორტსმენი რამაზ ნოძაძის ოჯახი უკვე 15 წელია, საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. პერიოდულად განხილვის თემა ხდება ხატიას განცხადებები, მისი ფოტოები ინსტაგრამზე და ამბები, რომლებსაც სხვადასხვა ტელეარხებისა და სოციალური ქსელების საშუალებით საზოგადოებას თავად უზიარებს.
მეუღლესთან ურთიერთობაზე, 15 წლიან სიყვარულზე, ნდობასა და ეჭვიანობაზე ხატიამ გადაცემა „სარკასტიკაში“ ისაუბრა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისი და რამაზის ურთიერთობა სრულ ნდობასა და ეჭვების არარსებობაზეა და დაფუძნებული.
„ მე იმხელა წარმოდგენა მაქვს ჩემს თავზე, რომ არ მგონია, ჩემზე უკეთესი ჩემმა ქმარმა იპოვოს.
15 წელი ისე ვიცხოვრე, ჩემი ქმრის ტელეფონში ცალი თვალითაც არ გამიხედავს. არც თვითონ არ იხედება ჩემს ტელეფონში. ეს არის 100 %-იანი ნდობა. ეჭვი ისეთი რამეა, ერთხელ თუ გაჩნდა მერე ძალიან ძნელია... დაგინგრევს მთელ ფსიქიკას და ურთიერთობას.
მე არ ვაძლევ საშუალებას არაფერს და არავის, რომ ჩვენი ბალანსი და ურთიერთობა დაარღვიოს...
მარტო თქვენ კი არა, ნახევარ საქართველოს უნდა ჩვენი ურთიერთობის დანგრევა და წიოკი, მაგრამ ამას ვერ ეღირსებით კიდევ ბევრი წელი,“ - თქვა ხატია სიჭინავამ.
02/25/2026