Logo

ასტროლოგია

"შავი არ ჩაიცვათ და ჩაატარეთ "გაცილების რიტუალი" - მზის დაბნელებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები

"შავი არ ჩაიცვათ და ჩაატარეთ "გაცილების რიტუალი" - მზის დაბნელებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ხვალ, 17 თებერვალს მსოფლიოს მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა - მზის დაბნელება ელოდება.
მზის დაბნელება, მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის 29-ე გრადუსზე, საქართველოს დროით დაახლოებით 14:00 სთ-ზე დაიწყება, პიკს აღწევს დაახლოებით 16:00 სთ ზე და 18:30 სთ -ზე დასრულდება.
რას ნიშნავს მზის დაბნელება ასტროლოგიურად და რა ცვლილებების გამოწვევა შეუძლია ამ მოვლენას ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ცხოვრებაში? ამასთან დაკავშირებით გამომწერებს ინფორმაციას ასტროლოგი ქეთი ოდიშელი უზიარებს.

ქეთი ოდიშელი

17 თებერვალს, მზის დაბნელებით იხსნება დაბნელებების დერეფანი, რომელსაც მთვარის დაბნელება ხურავს, 3 მარტს. ეს დერეფანი ქმნის ფონს მომდევნო, მინიმუმ 6 თვიანი პერიოდისთვის.

მსგავსი მზის დაბნელება გავიარეთ 2008 წლის 7 თებერვალს. გადახედეთ მითითებული წლის დასაწყისს, რა ხდებოდა მნიშვნელოვანი თქვენს ცხოვრებაში? სწორედ მსგავს თემებში განვითარდება ცვლილებები ახლაც.

არსებობს მზის დაბნელების სამი ტიპი:

1- სრული

2- ნაწილობრივი (მათ შორის ბეჭდისებური)

3- ჰიბრიდული.

მზის დაბნელება

„ ცეცხლოვანი ბეჭდის“ სახე დაბნელებას აქვს მაშინ, როდესაც მთვარე გადის დედამიწასა და მზეს შორის, როდესაც ის იმყოფება აპოგეაში (პლანეტიდან მაქსიმალური დაშორება). შედეგად მთვარე ჩანს მზეზე უფრო პატარა და ქმნის თავის გარშემო ბეჭდის ეფექტს.

მზის დაბნელება, როგორ წესი ემთხვევა ხოლმე ახალმთვარეობას, ამჯერად ეს ახალმთვარეობა მერწყულის ზოდიაქოს ნიშანშია, ანუ სიმბოლურად მიმდინარე ფონის შეფასებას ვახდენთ ამ სიმბოლოს ხასიათით, მისი მმართველით სატურნით (ძველი ასტროლოგია) ურანი (თანამედროვე ასტროლოგია) , მმართველის პოზიციითა და სხვა პლანეტებთან ურთიერთქმედებით.

ზოგადად დაბნელების ფონი ინდივიდუალურია თითოეული ადამიანისთვის, პროგნოზი დამოკიდებულია ინდივიდის რუკაზე, შეიძლება იყოს მომგებიანი, სასიკეთო ან პირიქითაც, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, მიმდინარე ასტრონომიული პროცესების შედეგად, არასასურველი ფაქტორები აისახება ნებისმიერ ჩვენგანზე, ამიტომ მსგავს პერიოდებში სასურველია თავი შევიკავოთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისგან, სამედიცინო ქირურგიული ან ინვაზიური მანიპულაციებისგან და მშვიდ, ჩვენთვის ჰარმონიულ გარემოში გავატაროთ მეტი დრო.

მზის დაბნელების გავლენა, მთვარის დაბნელებისგან განსხვავებით ნახევარი წლიდან რამდენიმე წლამდე გასტანს.

მზის დაბნელება

მერწყული ეს არის ნიშანი, რომელსაც შეაქვს ქაოსი და პროგრესი ნებისმიერ მყარ, მოძველებულ, სისტემაში, ცვლის სისტემის სტრუქტურას ძირეულად, გარდაქმნის და განაახლებს ყველაზე რადიკალური, არასტანდარტული გზებით. გადარჩება მხოლოდ ის სისტემა, რომელსაც აქვს გარდაქმნის მზაობა.

მერწყულის ბოლო გრადუსი ეს არის სცენარების მკვეთრი ცვლილების, გადატვირთვის გრადუსი, რომელსაც სიახლე შეაქვს საკომუნიკაციო, საინფორმაციო სფეროში, მოულოდნელობების სახით, კონკრეტული ადამიანებისთვის შეიძლება იყოს მიზეზი ფრუსტრაციისა და დიდი იმედგაცრუებისა, ეს განსაკუთრებით ეხება საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცნობად სახეებს. ნებისმიერ შემთხვევაში სულ მცირე ცვლილებაც კი პროგრესის მაუწყებელია.

განსაკუთრებით ამ ტრანსფორმაციული დაბნელების თემატიკა შეეხება ადამიანებს, რომლებიც დაბადებული არიან (ან პირად რუკაში აქვთ გავლენა) ფიქსირებული ჯვრის ნიშნების - 25 დან 30 გრადუსამდე (კურო, ლომი, მორიელი, მერწყული) და მუტაბელური (ტყუპები, ქალწული, მშილდოსანი და თევზები) ჯვრის წარმომადგენლებს, დასაწყისიდან - 5 გრადუსამდე. დამატებით კი, თუ დაბადებული ხართ: 1954, 1972, 1990, 2008 წლებში, მაშინ აუცილებლად გირჩევდით პროგნოზის გაკეთებას, რადგან მიმდინარე პერიოდი საფუძველს უყრის თქვენს 18 წლიან ციკლს.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ემოციები და წარსული გამოცდილება. დაბნელება წამოწევს ყველაფერს, რასაც ვმალავდით – შესაძლოა, ძველი წყენები, დაუმთავრებელი ამბები, დაუსრულებელი კონფლიქტები ამოტივტივდეს. ეს იმისთვის ხდება, რომ საბოლოოდ გავუშვათ ჩვენი ცხოვრებიდან გასაშვები თემები, თუმცა ამავე დროს საშუალება გვაქვს კორექცია მოვახდინოთ ძველ საკითხებში.

ენერგიის სწორად მართვა. ამ დროს სხეული განსაკუთრებულად მგრძნობიარე ხდება, ამიტომ სწორი კვება, ძილი და დასვენება ძალიან მნიშვნელოვანია.

ინტუიცია და ემოციური გამოვლინება მძაფრდება. ხშირად დაბნელების პერიოდში ჩვენ ვიღებთ მნიშვნელოვან მინიშნებებს, კარგია დღიურის წარმოება, ლოცვა, მედიტაცია, რომ უკეთ გავიგოთ, რა გზას გიჩვენებს, და რა მინიშნებებს გაძლევს სამყარო.

მზის დაბნელება

პრაქტიკა დაბნელების პერიოდში.

სასურველია ამ დღეს არ ჩავიცვათ შავი ფერის სამოსი...

ჩაატარე "გაცილების რიტუალი" : დაწერე ფურცელზე ყველაფერი, რისი გაშვებაც გინდა შენი ცხოვრებიდან (მიუღებელი სიტუაციები, ტოქსიკური ადამიანები, შიშები და ბლოკები). შემდეგ ეს ფურცელი დაწვი ან დააქუცმაცე და ჰაერის სტიქიას ან წყალს გაატანე, ამ დროს წარმოიდგინე, როგორ ქრება ეს ყველაფერი შენი ცხოვრებიდან.

ახალი მიზნების გაწერა: დაწერე რას ისურვებდი ახალ ეტაპზე, რა გინდა, რომ გაჩნდეს შენს ცხოვრებაში. დააფიქსირე ეს სურვილები გეგმებად და კარგი იქნება თუ კონკრეტულ ვადებს მიუთითებ," - გვირჩევს ასტროლოგი.

ავტორი: ზმნა

02/16/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024