ასტროლოგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ხვალ, 17 თებერვალს, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით ახალი წელი დგება.
„4 თებერვალს, ახალი წელი მზის კალენდრის მიხედვით დადგა, ამ დღეს შეიცვალა მნიშვნელოვანი ენერგიები, შემოვიდა ცეცხლოვანი ცხენის წელი და შემოიტანა თავისი ენერგეტიკა.
ხვალ, ახლი წელი მთვარის კალენდრის მიხედვით დგება. ეს დღესასწაული, ცვალებადი თარიღია და მზებუდობიდან, ანუ 21 დეკემბრიდან მეორე ახალმთვარეობას ემთხვევა.
ამ წლის 17 თებერვალს, ერთად გვაქვს როგორც ახალმთვარეობა, ასევე მზის დაბნელება. ასე რომ, ეს დღე, საკმაოდ დიდი ენერგეტიკის მატარებელი დღეა,“ - ამბობს ფენშუისა და აღმოსავლური ასტროლოგიის სპეციალისტი ეკა კვარაცხელია.

ეკა კვარაცხელია zmna.ge-ს მკითხველებისათვის დეტალურად აღწერს, როგორ ხვდებიან ახალ წელს ჩინეთში და რა რიტუალების ჩატარებაა სასურველი იმისათვის, რომ წელი წარმატებული იყოს.
„ამ დღეს მთელ ჩინეთში წყდება მუშაობა და იწყება სადღესასწაულო მიგრაციები.

სტუმრად ძირითადად მიდიან იმ ადამიანის სახლში, ვინც გვარში უხუცესად ითვლება და მთელი სანათესავო იქ იკრიბება.
ამ დღისთვის ამზადებენ სპეციალური კერძებს. განსაკუთრებით პოპულარულია პელმენების მომზადება. ამბობენ, რომ რაც მეტი პელმენი იქნება მაგიდაზე, მით მეტი ბარაქა იქნება ოჯახში.

საახალწლო სუფრაზე ყველა კერძი რაღაცას ნიშნავს. ზოგო კერძი ჯანმრთელობასთან ასოცირდება, ზოგი სიმდიდრესთან, ზოგო შვილების კეთილდღეობასთან....
სანამ ახალი წელი შემოვა, წერენ ფურცელზე წინა წლის მოვლენებს - კარგსაც და ცუდსაც, მადლობას უხდიან სამყაროს ყველაფრისთვის და მერე ამ ფურცლებს წვავენ.

ნიშანდობლივია, რომ ამ წელს, ახალი წელი 12 საათზე კი არა, 16-დან 18 საათამდე აღინიშნება.
ამას თავისი მიზეზი აქვს. 12 საათი ჩინურ კალენდარში ვირთხის საათია. ცხენს ძალიან არ უყვარს ვირთხა და ამიტომ ეს ღამის 12 საათი, თავისი ენერგეტიკით უპირისპირდება წლის მბრძანებელს.

აქედან გადმომდინარე გადაწყდა, რომ ახლი წელს უნდა შეხვდეთ შუადღის 4-დან 6 საათამდე და მერე ღამით - 21-დან 23 საათამდე. სწორედ ამ საათებში უნდა ჩატარდეს წარმატების მომტანი რიტუალები.
17 თებერვალს 21:00-23:00 დროის შუალედში მაგიდაზე დადგით ხილის ლანგარი (5 სახეობის ხილი თითო ცალი), მწვანილი, შვრიის ან სხვა ტკბილეულის ორცხობილა, 5 პატარა ჭიქით მწვანე ჩაი, თხილეული და დაანთეთ 1 ცალი წითელი, ყვითელი, მწვანე ან ოქროსფერი სანთელი. დაწერეთ სურვილი და დაწვით.

მაგიდაზე დადებული არცერთი პროდუქტის მირთმევა ოჯახში არ შეიძლება. იგი უნდა გასცეთ. თხილეული და ტკბილი ორცხობილა შეგიძლიათ ჩიტებს დაუყაროთ. ჩაიც დაასხით მიწაზე.
2 მარტამდე სახლში ჩხუბი და კონფლიქტი არ შეიძლება.
ახალი წლის დადგომამდე, ანუ 16 თებერვალს დაალაგეთ სახლი, გადაყარეთ გამოუსადეგარი ნივთები (უნდა გადაყაროთ 5 ნივთი მაინც) და მიეცით შესაძლებლობა ახალ ენერგიებს შემობრძანებას," - გვირჩევს ეკა კვარაცხელია.
02/16/2026