
10/11/2026
მსახიობი და ტელეწამყვანი ოლგა ბაბლუანი დედა პირველად სულ პატარა, 17 წლის ასაკში გახდა.
იხსენებს, რომ ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებით მამას ძალიან აწყენინა. იმას, რომ შეცდომა დაუშვა, გადაწყვეტილების მიღებიდან ძალიან მალე მიხვდა.
"საკმაოდ მკაცრად გვზრდიდნენ. მამას არ უყვარდა გარეთ რომ გავდიოდით. ერთადერთ ადგილი, სადაც გვიშვებდნენ, ეკლესია იყო...
რადგან არსად არ გვიშვებდნენ, როგორც კი კარი დარჩათ ღია, ეგრევე გავიპარე.
როგორც კი გაიღო კარი, 16-17 წლის ბავშვებმა დიდი შესაძლებლობები დავინახეთ და მეგობრებთან ერთად გადავწყვიტეთ - მოდი გავიპაროთ!
ვისაც შეყვარებული ჰყავდა, ერთმანეთს დავაძალეთ - მოდი შენც გამოიპარე ბარემო და რამდენიმე ერთად გავიპარეთ.
მახსოვს ჩემს მეგობარს გავუარე სკოლაში მანქანით, ტანსაცმელი მომცა და გავიპარეთ ბორჯომში.
მამამ ძალიან ინერვიულა და ძალიან ეწყინა. ჩემთვის არაფერი უთქვამს, მაგრამ ეწყინა. თითქოს პირველად დამინახა, მისთვის მოულოდნელი იყო...
მერე უკვე 7 თვის შემდეგ რომ მოვბრუნდი სახლში და ვთქვი, რომ ეს დიდი შეცდომა იყო, მამამ თქვა, რომ ბედნიერებაა რომ სახლში გვეყოლება ჩვენ ლიკუნა.
და გაჩნდა ლიკუნა, რომელიც გაიზარდა ჩვენს ოჯახში, როგორც მეხუთე შვილი," - იხსენებს ოლგა ბაბლუანი.

ლიკუნა ბაბლუანი ახლა ფრანგ მეუღლესთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობს, დროის დიდ ნაწილს საქართველოში ატარებს. პროფესიით კომუნიკაციების სპეციალისტი და მეწარმეა.
ოლგა ბაბლუანის მეორე შვილი ანასტასია ლეგრანი ბაბლუანი კი მოდელია და მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში უკვე დიდი წარმატებებით მოღვაწეობს.
გააზიარე სტატია