Logo

"17 წლის დაკარგული ბავშვის მამიდა იქცევა ისე, თითქოს არაფერი მომხდარა" - ტარიელ კაკაბაძე

"17 წლის დაკარგული ბავშვის მამიდა იქცევა ისე, თითქოს არაფერი მომხდარა" - ტარიელ კაკაბაძე

08/05/2026

ტექსტის ზომა

12 წლის წინ დაკარგული ბიჭს, გურამ დადიანიძის მამიდამ, ნინო დადიანიძემ, ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან საუბარზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ადვოკატი ავრცელებს.

ნინო დადიანიძის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების მიუხედავად, რომ მზად იყო ადვოკატთან, პროკურორთან და ნებისმიერ სამართლის წარმომადგენელთან საუბრისთვის, დღეს მან ადვოკატს შეხვედრაზე უარი უთხრა.

"მთელი საქართველო შეძრულია გურამ დადიანიძის საქმით. 17 წლის ბიჭი დაიკარგა და 12 წელია არაფერი გარკვეულა.

რამდენიმე დღეა დავიწყე ამ საქმეზე მუშაობა და ყოველდღე ახალ-ახალ “სიურპრიზს” ვაწყდები.

დღეს უნდა შევხვედროდი გურამის მამიდას. მასთან მაქვს მნიშვნელოვანი კითხვები.

ამ დილით განაცხადა, რომ უარს ამბობს ჩემთან შეხვედრაზე.

წარმოიდგინეთ - მამიდა ამბობს უარს ადვოკატთან თანამშრომლობაზე. 17 წლის დაკარგული ბავშვის მამიდა იქცევა ისე, თითქოს არაფერი მომხდარა.

მინდა აღნიშნული ქალბატონის გასაგონად განვაცხადო- ამ საქმეზე ადრე თუ გვიან მაინც გაირკვევა სიმართლე.

ბავშვების, გამომძიებლისა და სხვათა “გმირობის” თემას ცოტა ხანში მივუბრუნდები და საზოგადოება გაიგებს ყველაფერს.

ძალიან ძალიან დიდ შეცდომას უშვებს ყველა, ვინც ხელს უშლის გურამის დაკარგვის თაობაზე სიმართლის დადგენას.

P.S. საერთოდ არ მაინტერესებს ვისი ინტერესია, რომ ეს საქმე მიიჩქმალოს. არასდროს არავისი შემშინებია და ეს მგონი უკვე უნდა იცოდეთ.

დაგველოდეთ," - წერს ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ:

12 წლის წინ გაუჩინრებული ბიჭის მამიდის პირველი კომენტარი

"მეწყერი რომ გაიწმინდოს, ვიპოვი ჩემს შვილს, თვითონ გურიკამ მითხრა, მიპოვიო"

12 წლის გაუჩინარებული ბიჭის ოჯახის ინტერესებს ტარიელ კაკაბაძე დაიცავს

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026