Logo

17 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნიკა კაპანაძეა

17 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნიკა კაპანაძეა

07/23/2026

ტექსტის ზომა

გუშინ, ღამით ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ნიკა კაპანაძე დააკავეს. ახალგაზრდა კაცი სპეცრაზმმა, ბრალდებულის დედის კუთვნილ სასტუმროში დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, კაპანაძემ სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია და ამ წინააღმდეგობისას დაიჭრა.


რაც შეეხება მკვლელობის ფაქტს, ადგილობრივების ინფორმაციით, ნიკოლოზ კაპანაძე, სასტუმროსთან ახლოს ახალგაზრდების ხმამაღალმა სიცილმა გააღიზიანა.
ახალგაზრდა კაცმა მათი მისამართით დაახლოებით 10-ჯერ გაისროლა.

გასროლის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა. 17 და 18 წლის ახალგაზრდები და გამვლელი ქალბატონი, რომელიც ტაქსით გადაადგილდებოდა.


დაჭრილი ახალგაზრდებიდან ერთ-ერთი, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი, გვიან ღამით კლინიკაში გარდაიცვალა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

მკვლელობანიკა კაპანაძესროლახორავას ქუჩაზე
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026