Logo

"როცა შემმოსეს 20 წლის ვიყავი და სახელიც პატრიარქმა მიწოდა..." - დედა სიდონია

"როცა შემმოსეს 20 წლის ვიყავი და სახელიც პატრიარქმა მიწოდა..." - დედა სიდონია

03/19/2026

ტექსტის ზომა


აქართველოს პატრიარქი და მასთან ურთიერთობის პირველი დღეები გაიხსენა ტვ პირველი ეთერში დედა სიდონიამ.
"17 წლის ვიყავი, როცა პატრიარქი გავიცანი, 20 წლის ვიყავი, როცა შემმოსეს და სახელიც მან მიწოდა.
როცა შემმოსეს, მახსოვს პატრიარქი როგორ გვიყურებდა ყველას, ისეთი გაღიმებული და დამჯერებელი მზერა ჰქონდა, მივხვდი, რომ ჩემს არჩევანს ენდობოდა... მან თავისი მზერით საფუძველშივე ძალიან დიდი ძალა მომცა და ჩემს თავში რწმენა განმიმტკიცა.
პატრიარქი ხშირად ჩამოდიოდა სამთავროს მონასტერში. პირველი ნაბიჯები იყო მონაზვნობის და მონაზვნებს გვერდით გვედგა ძალიან. გვეუბნებოდა, ისეთი განათლება უნდა გქონდეთ, ისე უნდა განვითარდეთ, რომ არწივის სიმაღლეზე შეგეძლოთ ფრენაო.
თუ კი ოდესმე რაიმე პრობლემა მქონდა, ყოველთვის მივდიოდი უწმინდესთან და ვიცოდი, რომ იქიდან პრობლემების გარეშე წამოვიდოდი," - იხსენებს დედა სიდონია.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

დედა სიდონიამოგონებაპატრიარქი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026