Logo

სასარგებლო რჩევები

მოემზადე სკოლისთვის მიჰაუსთან ერთად - ყველაფერი ერთ სივრცეში

მოემზადე სკოლისთვის მიჰაუსთან ერთად - ყველაფერი ერთ სივრცეში

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-


სექტემბრის მოახლოებასთან ერთად, ოჯახების უმეტესობაში, ნაცნობი პროცესი - სასკოლო სამზადისი იწყება.

ახალი სასწავლო წლისთვის საჭირო ნივთების სია ზოგჯერ იმაზე გრძელი აღმოჩნდება ხოლმე, ვიდრე თავიდან გვგონია.

ამიტომ Back to School სეზონზე, ერთ-ერთი მთავარი კომფორტი არჩევანის ერთ სივრცეში გაკეთებაა.

სარემონტო და სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტ „მიჰაუსში“, სასკოლო მიმართულება აერთიანებს ჩანთებს, ზურგჩანთებსა და სხვადასხვა ტიპის საკანცელარიო ნივთებს, რაც მშობლებს საშუალებას აძლევს, ახალი სასწავლო წლისთვის მზადება მარტივად დაგეგმონ.

ყველაფერი იწყება სწორი ჩანთით

ბავშვის სასკოლო ნივთებიდან ჩანთა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენია. ჩანთა ყოველდღიურად გამოიყენება და ამიტომაც მის არჩევას განსაკუთრებული დაკვირვება სჭირდება.

ჩანთა

ჩანთის არჩევისას, ყურადღება მხოლოდ მის დიზაინზე არ უნდა შევაჩეროთ. მნიშვნელოვანია ჩანთის ზომა ბავშვის ასაკს შეესაბამებოდეს, ჰქონდეს კომფორტული და რეგულირებადი სამხრეები, ნივთების მოსახერხებლად ჩასალაგებელი განყოფილებები და თავად ჩანთა ზედმეტად მძიმე არ იყოს.

პატარებისთვის ჩანთა მხოლოდ პრაქტიკული ნივთი არ არის. ის მათი სტილისა და ინტერესების ნაწილია. ამიტომ კარგი გადაწყვეტილება იქნება, თუ არჩევანში თავად ბავშვიც მიიღებს მონაწილეობას.

ჩანთა

სასურველია მშობელმა ყურადღება ფუნქციურობას მიაქციოს, ფერი და დიზაინი კი პატარა მფლობელმა შეარჩიოს.

სასკოლო ნივთების არჩევისას უნივერსალური ფორმულა არ არსებობს. პირველკლასელისა და მოზარდის საჭიროებები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

პატარა ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩანთის კომფორტი, სიმსუბუქე და ნივთების მარტივად ორგანიზების შესაძლებლობა. უფროსი ასაკის მოსწავლეები კი ხშირად უპირატესობას სადა და უნივერსალურ ზურგჩანთას ანიჭებენ, რომელსაც სკოლის გარდა სხვა აქტივობებისთვისაც გამოიყენებენ.

„მიჰაუსის“ ასორტიმენტში წარმოდგენილია როგორც სასკოლო ჩანთები და ზურგჩანთები, ისე დაწყებითი კლასებისთვის განკუთვნილი რამდენიმე ნაწილისგან შემდგარი ნაკრებები. არჩევანში გვხვდება სხვადასხვა ფერისა და დიზაინის მოდელები. ასევე დიდია ლანჩისთვის განკუთვნილი ჩანთების არჩევანიც.

საკანცელარიო ნივთები


საკანცელარიო ნივთები - პატარა დეტალების დიდი სია

სკოლისთვის მზადებისას, ხშირად ისეთი წვრილმანების ყიდვა გვავიწყდება, რომლებიც აუცილებლად საჭიროა.

ამიტომ საკანცელარიო ნივთების ყიდვისას, წინასწარ შედგენილი სია საუკეთესო დამხმარეა.

რვეული, კალამი, ფანქარი, საშლელი, სათლელი, სახატავი ნივთები, ბლოკნოტი - ამ ნივთების საჭიროებები ბავშვის ასაკისა და კლასის მიხედვით იცვლება.

დაწყებითი კლასის მოსწავლეს შესაძლოა მეტი სახატავი და შემოქმედებითი ნივთი დასჭირდეს, უფროსკლასელისთვის კი პრიორიტეტული რვეულები, ბლოკნოტები და ყოველდღიური ჩანაწერებისთვის საჭირო აქსესუარები იყოს.

„მიჰაუსის“ საკანცელარიო კატეგორიაში მარტივად იპოვით მყარყდიან, ხაზებიან ბლოკნოტებს, სახატავ წიგნებს, სტიკერებსა და სასკოლო ნაკრებებს...

ნაკრები

აქ ერთი მარტივი პრინციპიც გამოგადგებათ - თავიდან შეიძინეთ ის ნივთები, რომლებიც ბავშვს ყოველდღიურად აუცილებლად დასჭირდება, ხოლო დამატებითი აქსესუარები მოგვიანებით, მასწავლებლის მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ შეავსეთ.

ასე როგორც ზედმეტ ხარჯს, ისე არასაჭირო ნივთების დაგროვებას აიცილებთ თავიდან.

სია

როგორ გავამარტივოთ Back to School სამზადისი?

ყველაზე მარტივი მეთოდი რამდენიმე ეტაპად მოქმედებაა.

ჯერ შეადგინეთ სია და გადაამოწმეთ, რა დარჩა გამოსაყენებელი გასული სასწავლო წლიდან.

შემდეგ შეარჩიეთ მთავარი ნივთები: სასკოლო ჩანთა, რვეულები და ძირითადი საკანცელარიო ნივთები.

ბოლოს კი დაამატეთ ის დეტალები, რომლებიც ბავშვის ყოველდღიურობას უფრო კომფორტულსა და სასიამოვნოს გახდის.

სკოლა

ასეთი მიდგომა განსაკუთრებით სასარგებლო მაშინაა, როდესაც არჩევანის გაკეთება ერთ სივრცეშია შესაძლებელი. ასეთი მიდგომისას, დროის დაზოგვასთან ერთად, სიაში შეძენილი და შესაძენი ნივთების კონტროლიც მარტივია.

ახალი სასწავლო წელი ბავშვისთვის ახალი ეტაპის დასაწყისია და მისი მოლოდინი ხშირად სწორედ სასკოლო ნივთების შერჩევიდან იწყება.

ახალი ჩანთა, პირველი სუფთა რვეული, ფანქრები და კალმები ის პატარა დეტალებია, რომლებიც სექტემბრის განწყობას ქმნის.

ამიტომ Back to School სამზადისი აუცილებელი საქმეების დამღლელ მარათონად არ უნდა გადაიქცეს.

მიჰაუსი

წინასწარ შედგენილი სია, სწორად შერჩეული ნივთები და ყველაფრის ერთ სივრცეში მოძიების შესაძლებლობა პროცესს ბევრად უფრო მარტივს ხდის.

„მიჰაუსში“ კი ახალი სასწავლო წლისთვის მზადება, სწორედ ამ პრინციპით შეგიძლიათ.

ავტორი: ზმნა

08/19/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024