Logo

საზოგადოება

"2 ოქტომბერს დაბადების დღე მაქვს. გიგა ჩემი ტორტისთვის იყო წასული... დამაგვიანდა..." - ეკა კუპატაძე შვილის თავდასხმის დღეს იხსენებს

"2 ოქტომბერს დაბადების დღე მაქვს. გიგა ჩემი ტორტისთვის იყო წასული... დამაგვიანდა..." - ეკა კუპატაძე შვილის თავდასხმის დღეს იხსენებს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ეკა კუპატაძე საზოგადოებამ 21-ე საუკუნის რკინის ქალად აღიარა. შვილის მკვლელობის სრულყოფილად გამოძიების მოთხოვნით ამაღლებულ ხმას, შედეგი გამოაქვს. დამნაშავეებს ბრალი დაუძიმდათ.

დღეს უკვე, ეს ძლიერი ქალი, სხვასაც უწვდის დახმარების ხელს. აი, რას წერს ის სოციალურ ქსელში:

"თუკი თქვენ ხართ ძალადობის მსხვერპლი, ან იცით, რომ სხვაზე ძალადობენ, დამიკავშირდით

გ პ ი რ დ ე ბ ი თ! დაგიცავთ ისე, როგორც ჩემს გიგას!!! ანონიმურობა იქნება გარანტირებული!!!

არ შეგეშინდეს!!! შენი გამბედაობა დაიცავს სხვას, შენ დაგიცავ მე!" - წერს ეკა კუპატაძე ფეისბუქზე.

***

28 წლის გიგა ავალიანს ორი არასრულწლოვანი, პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში, სასწავლო ცენტრიდან გამოსვლის შემდეგ აედევნა. ისინი ახალგაზრდა მასწავლებელს სახლამდე გაჰყვნენ და სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი კი ამ სცენას ტელეფონით იღებდა.

აღმოჩნდა, რომ გიგა იმ დღეს სასწავლო ცენტრიდან შედარებით ადრე გამოვიდა, რომ იუბილარი დედისთვის საჩუქარი და ტორტი ეყიდა... თავდასხმა ამ დროს მოხდა!

"ნანუკას შოუში" ეკა კუპატაძე ჰყვება.

ეკა კუპატაძე: ჩვენ ოჯახში ერთი ძალიან ცუდი ტრადიცია გვაქვს. დაბადების დღეს საჩუქრებს (ტორტთან ერთად) ღამით ვჩუქნით.

მე დაბადების დღე 2 ოქტომბერს მაქვს. ვფიქრობ, გიგა მაგიტომ წავიდა ადრე სასწავლო ცენტრიდან. ჩემი ტორტისთვის წავიდა...

ჩვენმა ტრადიციამ დამღუპა.

გიგა იმ დღეს იმ გზით წასულა, რომლითაც იშვიათად დავდიოდით. პარკის გადაჭრით 70 მეტრს იგებ. ესე იგი, გიგას ეჩქარებოდა. სად ეჩქარებოდა? საჩუქრის პარკი რომ სახლში მიეტანა და მერე გასულიყო ტორტზე.

მე იმ დღეს სახლში დამაგვიანდა. და ვერ მივუსწარი...

ტელეფონს რომ დავხედე, დრო 11:48 ეწერა. მაშინ გამახსენდა, რომ ჩემი დაბადების დღე იყო და გავიფიქრე, რომ გიგა შესაძლოა ტორტზეა წასული-მეთქი.

სახლში მისულმა ზარი დავრეკე. შუქი არ ჩანდა "გლაზოკში". დავურეკე. ზარის ხმა ვერ გავიგონე. გიგა ხმას არასდროს უთიშავდა ტელეფონს. უცებ მიპასუხა მის ტელეფონზე გოგონამ - გიგა ავალიანის დედა ხართ? მე სიურპრიზი მეგონა. მითხრა, გიგა ჩვენთან არის, არ ინერვიულოთ, ტანსაცმელი სველი აქვს, წამოუღეთ. ქუჩაში იპოვეს უგონო მდგომარეობაშიო... 7 წუთში კლინიკაში ვიყავი...

გიგა ავალიანი

ჭკვიანი მოწესრიგებული შვილი გავუშვი სახლში. ყველაზე ცუდ სიზმარში ვერ წარმოვიდგენდი, რომ გიგა მომიკვდებოდა და მე ცოცხალი დავრჩებოდი. სულ მიკვირდა ყველა იმ შვილმკვადრი დედის, ღამეს რომ ლოგინში ათევდნენ. კაპლებს გვერდიდან არ ვიცილებ, უნდა გადავრჩე იმისთვის, რომ ეს არავის ვაპატიო. 35 კილო რომ დავრჩი, არავის არ უნდა ვაპატიო...

ავტორი: ზმნა

02/12/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024