Logo

კულტურა

2025 წლის 5 საუკეთესო ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ - კინოკრიტიკოსი ლიზა ალფაიძე გვირჩევს

2025 წლის 5 საუკეთესო ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ - კინოკრიტიკოსი ლიზა ალფაიძე გვირჩევს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

კინოკრიტიკოსი ლიზა ალფაიძე 2025 წელს გადაღებულ იმ ხუთ ფილმს ასახელებს, რომელთა ნახვაც მაყურებელს დიდ სიამოვნებას ჰპირდება. კინოკრიტიკოსი ამბობს, რომ დრო, რომელსაც ამ ფილმების ნახვისას დახარჯავთ, დაკარგული არ იქნება და მოკლედ აღწერს იმ მიზეზებს, რომელთა გამოც ამ ფილმების ნახვა ღირს.

  1. რიჩარდ ლინკ ლეიტერის ფილმი „ახალი ტალღა“

ახალი ტალღა

ფილმი მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ იღებდა გოდარი ფილმს „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.“

ფილმში ძალიან რეალისტურად არის გაცოცხლებული 60-იანი წლები და საინტერესოდაა ნაჩვენები, როგორ ხდება კინოს გადაღება, განსაკუთრებით ისეთი კინოსი, რომელიც მომავალში კინოს აღქმას სამუდამოდ ცვლის.

2. ალექსანდრე კობერიძის ფილმი „ხმელი ფოთოლი“

ხმელი ფოთოლი

მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორის სხვა ნამუშევრებს მაყურებელი კარგად იცნობს, ფილმი რაღაც სრულიად ახალია, განსხვავებული. რეჟისორი დაუბრუნდა „სონი ერიქსონს,“ რომლითაც პირველი ფილმი აქვს გადაღებული და ამ ძალიან "გაბლარული" გამოსახულებით ვიღებთ სიზმრიდან გამოღვიძების მსგავს საოცარ გამოცდილებას.

ფილმი არის მამაზე, რომელიც ეძებს დაკარგულ შვილს და მოგზაურობს საქართველოს სხვადასხვა სტადიონებზე.
ცალკე აღსანიშნავია მუსიკა, რომელიც რეჟისორის ძმას ეკუთვნის...

და მიუხედავად იმისა, რომ ფილმი დაახლოებით სამ საათნახევარი გრძელდება, მოწყენა გამორიცხულია. ყველას გირჩევთ ნახვას.

3. რაიან ჯონსონის სერია „მოიმარჯვეთ დანების“სერიიდან ახალი ფილმი „გაიღვიძე მიცვალებულო“

გაიღვიძე მიცვალებულო

ფილმი დეტექტიური ჟანრისაა და ახალ ეპარქიაში პადრეს ჩასვლის ისტორიას ასახავს, მაგრამ დეტექტივი არასტანდარტულადაა გადაღებული.

ძალიან განსხვავებულია თხრობის სტილი, კამერის მუშაობა, ფერი... ეს ყველაფერი არასტანდარტულია დეტექტივისთვის.

წინა ნაწილებისგანაც ძალიან განსხვავდება. და აღსანიშნავია, რომ ფილმში არაჩვეულებრივი მსახიობები თამაშობენ.

4.პოლ ტომას ანდერსონის „ბრძოლა ბრძოლის შემდეგ“

ბრძოლა ბრძოლის შემდეგ

ფილმში ლეონარდო დი კაპრიო და კიდევ არაერთი შესანიშნავი მსახიობი თამაშობს. ბენისიო დელ ტოროს მიერ ამ ფილმში შესრულებული როლი, ჩემი აზრით, თავისი ცხოვრების საუკეთესო როლია.

ფილმი გვიყვება რევოლუციაზე და რევოლუციონერებზე, რომლებიც არიან ზედმეტად ხმაურიანები და ამ ხმაურის გამო რაღაცები არ გამოსდით... მეორე მხრივ ფილმი ჰყვება ჩუმ რევოლუციაზე, რომელიც შეიძლება მამა-შვილის უბრალო ურთიერთობით ხდებოდეს.

ფილმი ოსკარის რამდენიმე ნომინაციაშია წარდგენილი და ობიექტურად აქვს რამდენიმე მათგანის მოგების შანსი.

5. ჯოშ სეფდის „მარტი სუპრიმი"

მარტი სუპრიმი


ფილმი ამერიკულ ოცნებაზეა და ამერიკული ოცნების მსხვრევაზე. მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ხდება.

ფილმში ტიმოტი შალამე თამაშობს მაგიდის ჩოგბურთის მოთამაშეს, რომელიც ცდილობს არც ისე პოპულარული მაგიდის ჩოგბურთის თამაშით გახდეს პოპულარული.

მთავარი გმირი სრულიად ნაძირალა პერსონაჟია, მაგრამ იმდენად საინტერესო ისტორია აქვს, რომ მაინც გულშემატკივრობ.

ფილმი არის უსწრაფესი. მონტაჟი "პინგ-პონგის" რიტმს ჰგავს, მაგრამ მიუხედავად ამისა ფილმი ძალიან კარგია და ეს ფილმი მაგალითია იმისა, რომ რეჟისორი შეიძლება მიჰყვებოდეს ტენდენციას, მაგრამ მაყურებელს მაინც ხიბლავდეს.

ავტორი: ზმნა

02/23/2026

კინოკინოკრიტიკოსირჩევებისაუკეთესო
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024