დღის ამბავი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
Givemesport-მა დაასახელა UFC-ის მებრძოლები, რომელთაც 2025 წელს ყველაზე დიდი შემოსავალი ჰქონდათ. ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ 20-ეული შეადგინა, სიაში კი - ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი არიან. "ელ მატადორმა“ 2025 წელს, გამოცემის ინფორმაციით, 3 540 000 აშშ დოლარი აიღო და ის მეექვსე ადგილს იკავებს, მერაბ დვალიშვილი კი მეორე ადგილზეა - მან 6 824 000 აშშ დოლარი გამოიმუშავა, - წერს კრისტალსპორტი.

ილია თოფურიას გულშემატკივრებს კიდევ ერთი გავრცელებული ინფორმაცია გაახარებთ. მან ერთმანეთზე შეზრდილი ტყუპი გოგონების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ოპერაციის ხარჯები სრულად დაფარა. კეთილშობილი ქართველი სპორტსმენის ამ საოცარმა საქციელმა, ის მსოფლიოს სხვა კუთხით გააცნო.
"ზმნამ", ცოტა ხნის წინ, ინგა ბენდელიანი-თოფურიას ინტერვიუ შემოგთავაზათ, სადაც დედა მისი ჩემპიონი ვაჟის თვისებებზე საუბრობს. გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს.
"მენტალურად ძლიერია, მაგრამ სენტიმენტები ეძალება როცა ვიღაც ენატრება, როცა ნახავს, რომ ვინმეს უჭირს. ამბობს, ჩემი ისტორიით მინდა ბევრს მოტივაცია მივცეო.

ძალიან სამართლიანი, კეთილსინდისიერი და საოცრად მშრომელი ადამიანია. მე ახლა მას ვახასიათებ, როგორც დამკვირვებელი, რომელიც წლებია მოჰყვება და არა, როგორც დედა. მე რომ ჩემში დედას არ ვბლოკავდე, მე მის ბრძოლებს ვერ ვუყურებდი.
ილია პირად კონტროლზე მყავს და რჩევებს მუდმივად ვაძლევ, რადგან არ მინდა საზოგადოების თვალში შეიცვალოს და ვეუბნები, შინაგანად ყოველთვის იყავი იმ დევნილი ქალის შვილი, რომელმაც ჭუბერზე საშინელი დღეები ფეხშიშველმა და მშიერმა გადმოიარა-მეთქი. არ დაგავიწყდეს, რომ დედაშენი დევნილია და საკუთარ ქვეყანაში დევნილის სტატუსი აქვს-მეთქი" - ინგა ბენდელიანი-თოფურიას ინტერვიუს სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე.
01/09/2026