კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მიუხედავად იმისა, რომ 2026 წელი ჯერ არ დასრულებულა, ავტორიტეტულმა პლატფორმა Metacritic-მა უკვე გამოავლინა ის ფილმები, რომლებმაც ამ ეტაპზე კრიტიკოსების მხრიდან ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღეს.
Metacritic რეიტინგს სხვადასხვა გავლენიანი გამოცემისა და პროფესიონალი კინოკრიტიკოსის შეფასებების შეჯამებული, შეწონილი საშუალო ქულის, Metascore-ის მიხედვით ადგენს.
ამ დროისთვის, 2026 წლის საუკეთესო ფილმების ხუთეული ასე გამოიყურება:
პირველ ადგილზეა ფილმი "ლურჯი ყანჩა" (Blue Heron), რომელსაც 95 ქულა აქვს მინიჭებული. ეს მაჩვენებელი მას 2026 წლის ყველაზე მაღალი შეფასების მქონე ფილმად აქცევს ამ ეტაპზე.

"ლუჯი ყანჩა" სოფი რომვარის რეჟისორობით გადაღებული დრამაა, რომელიც უნგრულ-კანადური ოჯახის ამბავს ჰყვება და ვანკუვერის კუნძულზე ახალ ცხოვრებასთან შეგუების პროცესს ასახავს.
მეორე და მესამე პოზიციებზე არიან ფილმები "თესლი"(Seeds) და "დაცემის ხმა" (Sound of Falling) — ორივე ფილმს 90 ქულა აქვს.

"თესლი" ბრიტანი შაინის დოკუმენტური ფილმია შავკანიან ფერმერულ ოჯახებსა და ამერიკის სამხრეთში მიწის ფლობის, მემკვიდრეობისა და იდენტობის მნიშვნელობაზე.

მაშა შილინსკის დრამა "დაცემის ხმა", რამდენიმე ეპოქაში მცხოვრები ოთხი ქალის ისტორიას აერთიანებს და გერმანიის ერთ ფერმაში დაგროვილ საიდუმლოებებსა და ტრავმებს იკვლევს.
თითქმის იგივე ნიშნულზეა "მაგელანი" (Magellan) , რომელმაც ასევე კრიტიკოსების ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა.

"მაგელანი" - ლავ დიაზის ისტორიული სათავგადასავლო დრამაა ფერდინანდ მაგელანის შესახებ. ფილმი მოგზაურის ოკეანური ექსპედიციის, ძალაუფლებისა და კოლონიური ამბიციების მძიმე მხარეს აჩვენებს.

ხუთეულს ასრულებს "პომპეუსი: ღრუბლების ქვეშ" (Pompei: Below the Clouds), რომლის Metascore 87-ს შეადგენს.
"პომპეუსი: ღრუბლების ქვეშ" ჯანფრანკო როზის დოკუმენტური ფილმია ნეაპოლსა და ვეზუვის ირგვლივ ცხოვრებაზე, სადაც ყოველდღიურობა მუდმივი ვულკანური საფრთხის ფონზე მიმდინარეობს.
ასე გამოიყურება სია იმ ფილმების სია, რომლებმაც 2026 წლის დასაწყისში კინოკრიტიკოსების ყურადღების მიქცევა შეძლეს.
04/13/2026