Logo

2026 წლის მთავარი ფერი დასახელდა

2026 წლის მთავარი ფერი დასახელდა

12/08/2025

ტექსტის ზომა


Pantone Color Institute-მა, რომელიც ფერის, ტენდენციების პროგნოზირებისა და ბრენდ კონსულტაციის წამყვან ავტორიტეტად ითვლება, ყოველწლიური ტრადიციის მიხედვით, 2026 წლის მთავარი ფერი დაასახელა.

ეს თეთრის ელფერი 11-4201 გახდა, სახელწოდებით Cloud dancer (ღრუბლების მოცეკვავე).

Pantone-მ ფერი აღწერა, როგორც „ტალღოვანი, დაბალანსებული თეთრი, რომელიც სიმშვიდის განცდითაა გაჟღენთილი“.

Pantone წლის ფერს 2000 წლიდან ასახელებს. ეს არც თუ ისე მარტივი ამოცანაა. ინსტიტუტის სპეციალისტები ყოველი წლის გაზაფხულიდან იწყებენ კვლევას, რომელიც თითქმის 9 თვის განმავლობაში გრძელდება. ფერს საიდუმლო შეხვედრებზე არჩევენ, რომლებიც ევროპის რომელიმე დედაქალაქში წელიწადში ორჯერ იმართება. ორდღიანი პრეზენტაციებისა და დისკუსიების შემდეგ, მომდევნო წლისთვის ერთი ფერი შეირჩევა, რომელსაც შემდეგ მოდის დიზაინერები, ფლორისტები და მომხმარებელზე ორიენტირებული სხვა კომპანიები, პროდუქტების შექმნის დროს ითვალისწინებენ.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Pantoneგამოკითხვათეთრიწლის ფერი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026