Logo

ბიზნეს ამბები

2026 წლის ყველაზე საიმედო საავტომობილო ბრენდები მსოფლიოში - ვინ ლიდერობს და რატომ?

2026 წლის ყველაზე საიმედო საავტომობილო ბრენდები მსოფლიოში - ვინ ლიდერობს და რატომ?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ Consumer Reports-მა 2026 წლისთვის ავტომობილების საიმედოობის ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.

კვლევა დაახლოებით 380 000 ავტომობილის მფლობელის გამოკითხვას ეყრდნობა და ასახავს ბრენდების პროგნოზირებულ საიმედოობას სხვადასხვა ტექნიკური მახასიათებლისა და ექსპლუატაციის გამოცდილების მიხედვით.

შეფასება 0-დან 100 ქულამდე სკალაზე ხდება და ძრავის, ტრანსმისიის, ელექტრონიკის, ჰიბრიდული სისტემების, მულტიმედიისა და სხვა კომპონენტების ტექნიკურ თავისებურებებს ითვალისწინებს.

ავტომობილები

2026 წლის ტოპ-10 ყველაზე საიმედო ბრენდი და მათი შეფასების ქულები ასე გამოიყურება

  1. Toyota – 66 ქულა
  2. Subaru – 63 ქულა
  3. Lexus – 60 ქულა
  4. Honda – 59 ქულა
  5. BMW – 58 ქულა
  6. Nissan – 57 ქულა
  7. Acura – 54 ქულა
  8. Buick – 51 ქულა
  9. Tesla – 50 ქულა
  10. Kia – 49 ქულა

სპეციალისტების შეფასებით, რეიტინგის მთავარი ტენდენცია, იაპონური ბრენდების აშკარა უპირატესობაა.

ტოპ 10-ში ექვსი პოზიცია იაპონურ კომპანიებს ეკუთვნით. განსაკუთრებით გამორჩეულია Toyota, რომელიც უკვე წლებია ინარჩუნებს ლიდერის სტატუსს.

ტოიოტა

მისი წარმატების მიზეზად ექსპერტები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ:

  • კონსერვატიულ ინჟინერიას (ნაკლები რადიკალური ექსპერიმენტები);
  • გამოცდილი ტექნოლოგიების გამოყენებას;
  • ჰიბრიდული სისტემების დახვეწილობას;
  • დაბალ ხარჯიან მოვლა-პატრონობას.

Lexus, როგორც Toyota-ს პრემიუმ ბრენდი, ასევე მაღალი ხარისხის ასამბლეითა და ხანგრძლივი რესურსით გამოირჩევა.

bmw

გერმანული BMW მეხუთე ადგილზეა და წარმოადგენს ერთადერთ ევროპულ ბრენდს ტოპ 5-ში. ეს მნიშვნელოვანი სიგნალია, რადგან პრემიუმ სეგმენტში საიმედოობა ხშირად სუსტ წერტილად მიიჩნეოდა.

ამერიკული ბრენდებიდან სიაში მოხვდნენ Buick და Tesla.

ტესლა

განსაკუთრებით საინტერესოა Tesla-ს წინსვლა.როგორც ჩანს, ელექტრომობილების სფეროში ტექნოლოგიური გაუმჯობესება და პროგრამული განახლებების ოპტიმიზაცია, საიმედოობაზე პოზიტიურად აისახა.

Consumer Reports-ის შეფასების სისტემის ეს მეთოდოლოგია იმით გამოირჩევა, რომ რეალურ გამოცდილებას, მძღოლების მიერ დაფიქსირებულ აზრსა და სერვისის ისტორიას ეფუძნება.

ეს რეიტინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეორადი ავტომობილის ბაზარზე, სადაც ტექნიკური გამძლეობა გადამწყვეტ როლს თამაშობს.

გამოკითხვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბოლო წლებში არსებული ავტომობილების ტექნოლოგიური განვითარებისა და ციფრული მართვის წილის ზრდის ფონზე, საიმედოობა კვლავ მთავარ კრიტერიუმად რჩება. და რომ სტაბილური, კარგად გამოცდილი ინჟინერია ისევ იმარჯვებს აგრესიულ ინოვაციებზე.

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

02/24/2026

ავტომობილებიგამოკითხვარეიტინგისაიმედო
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024