Logo

23 წლის პოპულარული ინფლუენსერი, მოულოდნელად, მონაზვნად აღიკვეცა

23 წლის პოპულარული ინფლუენსერი, მოულოდნელად, მონაზვნად აღიკვეცა

04/23/2026

ტექსტის ზომა

23 წლის ელენ მაზლოუ საბერძნეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინფლუენსერი და ტიკ-ტოკერია, 480 000 გამომწერით. ის ვიდეობლოგებით რვა წლის განმავლობაში ესაუბრებოდა თავის გამომწერებს - ყოველდღიურ ცხოვრებაზე, სილამაზეზე, მოდასა და მოგზაურობაზე.

ეს ყველაფერი უკვე წარსულად იქცა. ტიკ-ტოკერი გოგონას გადაწყვეტილებამ, საბერძნეთი შოკში ჩააგდო. მან, სრულიად მოულოდნელად, Instagram-ზე მონაზვნად აღკვეცის ფოტო და ვიდეო მასალა განათავსა. მართლმადიდებლური წეს-ჩვეულების თანახმად, დადო აღთქმა და დღეიდან, მონაზვნობაში მყოფი ელენის სახელია „იპომონი“, რაც ბერძნულად ნიშნავს „მოთმინებას“.

ელენ მაზლოუ

ვიდეოში მან ახსნა, რომ ეს გადაწყვეტილება ხანგრძლივი და ღრმა სულიერი ძიების შემდეგ მიიღო. თქვა, რომ იგრძნო საჭიროება, დაეტოვებინა ის პოპულარობა და საჯაროობა, რაც TikTok-მა მოუტანა, რათა სრულად მიეძღვნა თავი ქრისტესთვის, რწმენისთვის და შინაგანი სიმშვიდე ეპოვა.

მის TikTok პროფილზე ახლა მხოლოდ სულიერ გაღვიძებასა და მართლმადიდებლურ რწმენაზეა ვიდეოები. აღწერაში ღმერთისა და იესო ქრისტეს სიყვარულზე წერს.

ელენ მაზლოუ

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026