Logo

ჩვენი ისტორია

27 აგვისტო სვანეთის ისტორიაში - ხალდეს დაცემიდან 150 წელი გავიდა

27 აგვისტო სვანეთის ისტორიაში - ხალდეს დაცემიდან 150 წელი გავიდა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

1876 წლის 27 აგვისტოს რუსეთის იმპერიის ჯარმა სვანეთის სოფელი ხალდე აიღო.

ამ მოვლენით დასრულდა 1875–1876 წლების სვანეთის აჯანყების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდი.

ხალდე

აჯანყების მიზეზი რუსეთის იმპერიის მიერ სვანეთში გატარებული პოლიტიკა გახდა.

1875 წელს მოსახლეობაში განსაკუთრებით დიდი უკმაყოფილება გამოიწვია მიწების აღწერა-გაზომვამ და ახალი გადასახადების შემოღების საფრთხემ.

იმავე წლის ივნისში სვანეთის სხვადასხვა თემიდან დაახლოებით 2 000 ბრძოლისუნარიანი მამაკაცი სოფელ ლალხორში შეიკრიბა და ხელისუფლების გადაწყვეტილებების წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედება გადაწყვიტა.

ხალდე

დაძაბულობა საბოლოოდ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 1876 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო ძალებმა ხალდეს ალყა შემოარტყეს.

25–26 აგვისტოს ბრძოლები განსაკუთრებით გამწვავდა, 27 აგვისტოს კი სამხედრო ხელმძღვანელობამ სოფლის ალყის კიდევ უფრო შევიწროება და კოშკების განადგურება გადაწყვიტა.

ხალდეს აღების შემდეგ სოფლის სისტემატური ნგრევა დაიწყო. სამხედრო ანგარიშების მიხედვით, 1 სექტემბრისთვის ხალდეს 11-ვე კოშკი და თითქმის ყველა სხვა ნაგებობა საძირკვლიანად იყო დანგრეული.

ხალდე


აჯანყებულთა ნაწილი დააპატიმრეს, ნაწილმა კი მთებს შეაფარა თავი. ხალდეს აჯანყება საქართველოს XIX საუკუნის ისტორიის ერთ-ერთ გამორჩეულ ეპიზოდად დარჩა.

მცირე მთიანი სოფლის წინააღმდეგობა რუსეთის იმპერიული ხელისუფლების პოლიტიკისა და სამხედრო ძალის მიმართ.

წყარო: ისტორიკოს გერონტი გასვიანის ნაშრომი „დასავლეთ საქართველოს მთიანეთის ისტორიის საკითხები"

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

08/27/2026

27 აგვისტოაჯანყებაისტორიასვანეთიხალდე
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024