Logo

ასტროლოგია

27 წლიანი პაუზის შემდეგ, მზის სრულ დაბნელებას კვლავ ვიხილავთ

27 წლიანი პაუზის შემდეგ, მზის სრულ დაბნელებას კვლავ ვიხილავთ

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-


მზის სრული დაბნელება, უკანასკნელად ევროპაში გასული საუკუნის მიწურულს მოხდა. 1999 წლის აგვისტოში, მთვარემ მზე სრულად დაფარა და კონტინენტის ნაწილში ცა მთლიანად დაბნელდა.


ოცდაშვიდი წლის შემდეგ, ეს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ასტრონომიული მოვლენა კვლავ ბრუნდება და სრული დაბნელების „ეპიცენტრში“ ამჯერად ესპანეთი იქნება.


2026 წლის მზის სრული დაბნელება ჩრდილოეთ რუსეთში დაიწყება, ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანესა და აღმოსავლეთ გრენლანდიას გადაკვეთს, პიკს ისლანდიასთან მიაღწევს და ჩრდილოეთ ესპანეთში დასრულდება. მთვარის მიერ მზის სრულად დაბნელების ხილვა ესპანეთის ქალაქებიდან 1 წუთისა და 50 წამის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. ჩრდილოეთ ამერიკის, დასავლეთ აფრიკისა და ევროპის სხვა ნაწილებში ამ მოვლენაზე დაკვირვება მხოლოდ ნაწილობრივი დაბნელების სახით იქნება შესაძლებელი. საბერძნეთში ის გამოჩნდება ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში, თუმცა დაფარვის ხარისხი იმდენად მცირე იქნება, რომ პრაქტიკულად შეუმჩნეველი დარჩება.


მეცნიერები ამბობენ, რომ ამ გასაოცარ მოვლენაზე დაკვირვება, უნიკალურ სამეცნიერო შესაძლებლობებს იძლევა.

„სრული დაბნელების დროს, ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ მზის გარე ატმოსფეროს - მზის გვირგვინს. ამ დროს, ჩვენ ვსწავლობთ მის შემადგენლობას, რომელიც მზის აქტივობის მიხედვით იცვლება და მონაცემებს სხვა დაბნელებებს ვადარებთ, რათა უკეთ გავიგოთ მიმდინარე პროცესები“, - განმარტავენ ასტროფიზიკოსები.

ავტორი: ზმნა

02/16/2026