Logo

ასტროლოგია

28 აგვისტოს მთვარის დაბნელება - ზოდიაქოს ყველა ნიშნის გაფრთხილება

28 აგვისტოს მთვარის დაბნელება - ზოდიაქოს ყველა ნიშნის გაფრთხილება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მთვარის დაბნელება - ანუ "პეგასის საათი" - როგორ მოქმედებს ზოდიაქოს ყველა ნიშანზე, რა უნდა ვიცოდეთ და რას ველოდოთ - დეტალურად ასტროლოგ ნინა ხომერიკის მიმოხვილვაში.

ნინა ხომერიკი:

2026 წლის 28 აგვისტოს, საქართველოს დროთ 08:41 წუთზე (GMT დროით 04:41), მოხდება მთვარის დაბნელება თევზების ზოდიაქოს ნიშანის მე- 5° გრ-ზე, რომელიც ზოდიაქალური წრის უმაღლეს ნიშანში მდებარეობს და მისი სახელწოდებაა „პეგასი და გააკეთებს ოპოზიციას ქალწულის მზესთან. ასტროლოგიურად ეს დაბნელება განსაკუთრებით ძლიერად ეხება 0–10°-ზე მდებარე ცვალებადი ნიშნების — თევზების, ქალწულის, ტყუპებისა და მშვილდოსნის ნიშნებს და მათ, ვისაც პირად რუკაში მნიშვნელოვანი პლანეტებით აქვს დატვირთული.

ამ წერტილში დაბნელებას „პეგასის საათი” ეწოდება და ის ხსნის მოკლევადიან ციურ დერეფანს, რომლის ექოც ხანგრძლივად გაყვება სამყაროს. დაბნელების დროს, მთვარე იდგება ბნელი და ფიქსირებული ვარსკვლავის, „ფომალჰაუტის“ გავლენის სფეროში, რომელიც სამეფო ვარსკვლავური ცის მცველების ოთხეულის ერთ-ერთი წარმომადგენელია, ხოლო უმაღლეს ზოდიაქოს ნიშანს, სადაც ეს დაბნელება მოხდება, „ფრთიანი ცხენი“ ანუ „პეგასი“ ეწოდება და ის არის სუფთა, დაუოკებელი აზროვნებისა და ფრთებ შესხმული გიჟური იდეების სიმბოლო, რომელსაც გრავიტაციული ძალებისა და ფიზიკის კანონების გადალახვა შეუძლია. თუმცა, ამ ფრენას ერთი მკაცრი მაყურებელი ჰყავს, კაშკაშა და მომხიბვლელი ძალის მქონე ვარსკვლავის სახით, რომელსაც შეუძლია აზრების მატერიალიზაცია და გიჟური იდეების, დიდებად და გრანდიოზულ წარმატებად გარდაქმნა, მაგრამ ამ ყველაფერს საკმაოდ მაღალი ფასი აქვს.

ვარსკვლავ “ფომალჰაუტ“-ის ბნელი შუქი, აზრების აბსოლუტურ სიწმინდეს მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მწვერვალზე ასვლის ნაცვლად, შესაძლებელია დედამიწაზე მწარე ვარდნა და კატასტროფები განიცადოთ, რაც იმ ქარიშხლების გამოძახილია, რომელიც კოლექტიური არაცნობიერის ბნელ სიღრმეებში მძვინვარებს. ეს დაბნელება, წყლის ზოდიაქოს ნიშან თევზებში ნათელს მოჰფენს ყველაფერს, რაც დიდი ხანია პრობლემური, მტკივნეული, საიდუმლო და დამალულია.

დაბნელება შექმნის არსებული ენერგიების დისბალანსის პიკს, რაც აგრეთვე მოიტანს ამინდის მკვეთრი გაუარესებას, ძლიერ შტორმებს, ჭექა-ქუხილს, ქარიშხლებს და ა.შ.

მთვარის დაბნელება თევზების ზოდიაქოს ნიშანში და მისი შეერთება ფამალგაუტთან საიდუმლო ალიანსების, კულისებში თამაშების, ინფორმაციული ბუშტების გამოაშკარავების და საიდუმლო შეთანხმებების დაშლის დროა. თევზების ზოდიაქო ჩვენი პლანეტის თხევადი რესურსების სიმბოლოა, ამიტომ ეს არის საზღვაო მარშრუტებისა და თხევადი ენერგორესურსებისთვის ბრძოლის, დაპირისპირების, სამედიცინო ან ფარმაცევტული კორპორაციების გარშემო სკანდალებისა და გამოაშკარავების პერიოდი, ასევე მოსალოდნელია სხვადასხვა ქვეყნების ციფრულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ახალი კანონებისა და რეგულაციების შემოღებაც. თევზების სექტორი, არის რწმენისა და რელიგიის სიმბოლო და ვინაიდან დაბნელება ქმნის დისბალანსის პიკს, ამ პერიოდს შესაძლებელია წამოიჭრას რელიგიური საკითხებიც, ხოლო თევზებისა და ოკეანეების მმართველი ნეპტუნი, რომელიც ამჟამად დგას ცეცხლოვანი ვერძის ზოდიაქოს ნიშანში, შექმნის სწრაფად გავრცელებადი ხანძრების გაჩენის საშიშროებას.

მზის დაბნელებისგან განსხვავებით, მთვარის დაბნელება გვაძლევს მოქმედების მოტივაციას. მზის დაბნელება არის გარეგანი მოვლენა, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენზე და გვცვლის, ხოლო მთვარის დაბნელება საპირისპირო პროცესია, როდესაც ჩვენი შინაგანი მდგომარეობა ქმნის გარკვეულ მოვლენებს ან ახდენს მათზე გავლენას, მაშინაც კი, თუ მათ შორის აშკარა კავშირი არ ჩანს. უნივერსალურ ასტროლოგიაში, მე 12-ე სახლი დავიწყებას გულისხმობს და ის ფაქტიც, რომ თევზებს გაორებული ბუნება აქვთ და მისი სიმბოლოც ორი საპირისპირო მიმართულებით მოცურავე თევზია, მასაც ისევე, როგორც დავიწყებას, მონეტასავით ორი მხარე აქვს: ერთის მხრივ სასჯელია, ხოლო მეორეს მხრივ განკურნება, რადგან მეხსიერება ზოგჯერ მძიმე ტვირთია და ალბათ ყველა ადამიანს აქვს წარსულში ისეთი ეპიზოდი, რომლის დავიწყება და მეხსიერებიდან წაშლა სურს.

თევზების სექტორი, აგრეთვე საიდუმლოებებისა და დამალული ინფორმაციის სივრცეა, სადაც ამ დაბნელების პერიოდში მოხდება ორი, ერთი შეხედვით, ურთიერთსაწინააღმდეგო პროცესი. პირველი პროცესი არსებითად აღწერს თევზების ნიშნის არსს, რომელიც არის გაშვება, დავიწყება და ეს დაბნელება ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია, რაღაცასთან სიმბოლური ან რეალური განშორებისთვის, ხოლო მეორე პროცესი, პირდაპირ ეწინააღმდეგება პირველს, ისევე, როგორც თავად თევზები, რომლებიც დიამეტრალურად საპირისპირო მიმართულებით დაცურავენ. მეორე პროცესი არის, მახსოვრობიდან იმის ამოღება და დავიწყებასთან დაკავშირებული, რაც დრომ და ისტორიამ, თითქოს სამუდამოდ დამალა. შესაძლებელია თევზებში მთვარის დაბნელების დროს, თქვენს ინფორმაციულ ველში მოულოდნელად გაჩნდეს ისეთი კონცეფცია, რომელიც თითქოს მხოლოდ წარსულს ეკუთვნის და მათ, ვისაც სურს თავის დაღწევა: ავადმყოფობისგან, რაიმე კონკრეტული სირთულეებისგან, პრობლემებისგან, ცუდი ჩვევებისგან ან დამოკიდებულებისგან ეს დაბნელება შესანიშნავი პერიოდია,

ამისათვის 28 აგვისტოს, დილით, ხმამაღლა მოუყევით საკუთარ თავს თქვენი განზრახვების, გეგმების, სურვილების შესახებ, რისგან გსურთ განთავისუფლდეთ და მოემზადეთ იმისთვის, რომ სამყარო თქვენს განზრახვებს სრულიად განსხვავებული გზით განახორციელებს, ვიდრე თქვენ წარმოგედგინათ. ეს სექტორი, აგრეთვე მიგრაციისა და ემიგრაციის მაჩვენებელია, ამიტომ ამ მიმართულებითაც მოსალოდნელია ახალი საკანონმდებლო წესების შემოღება, რომელიც დაარეგულირებს ამ პროცესებს და მათთვის, ვისთვისაც ეს თემები აქტუალურია, დაბნელების პერიოდში გაგიჩენთ კითხვას: სად გსურთ განაგრძოთ ცხოვრება და სად ხედავთ საკუთარ თავს.

ამ დაბნელების პერიოდში, ყველასთვის არსებობს 4 უსაფრთხოების ოქროს წესი: პირველი ეს არის - გულწრფელობა საკუთარი თავის წინაშე; დაარქვით ყველაფერს რეალური სახელი და ნუ ეცდებით მოიტყუოთ თავი, რომ თითქოს ვერ ვხვდებით იმას, რაც აშკარაა. მეორე წესი - უშვებთ თქვენი ცხოვრებიდან იმას, რაც უკან გქაჩავთ და არ გაძლევთ ფრენის შესაძლებლობას. მესამე წესი - (+/-) 3 დღე დაბნელებიდან ძალიან ძლიერად იმუშავებს ინტუიცია, მოუსმინეთ და დაიმახსოვრეთ წინასწარმეტყველური სიზმრები, ან ყური დაუგდეთ სამყაროს სხვა მინიშნებებს, განმარტოვდით და უსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. მეოთხე წესი - თავი აარიდეთ თვითშეცოდებას, მსხვერპლის პოზიციას, რეალობისგან თავის დაღწევის მცდელობასა და თავისმართლებას.

  • ვერძი:

თქვენთვის, ეს დაბნელება ხდება ასტროლოგიურ მე-12-ე სახლში და პირველ რიგში ეხება დასრულებას, შინაგან გათავისუფლებას, დასვენებასა და ფარული საკითხების გამოვლენას. ეს შეიძლება იყოს პერიოდი, როცა მიხვდებით, რომ რაღაცას ძალით ვეღარ ჩაებღაუჭებით.

სიყვარული და ურთიერთობები:

პირად ურთიერთობებში გამოიკვეთება ისეთი მხარეები, რომელსაც აქამდე თვალს არიდებდით, ძველი წყენები ან დაუმთავრებელი ემოციური საკითხები საბოლოოდ დასრულდება. ზედაპირზე ამოვა ფარული გრძნობები, ურთიერთობაში მყოფ ვერძს დასჭირდება მეტი გულწრფელობა და ნაკლები კონტროლი. მარტოხელა ვერძის ცხოვრებაში კი შესაძლოა მოხდეს ადამიანის ან ემოციის წარსულიდან დაბრუნება, თუმცა, არა აუცილებლად ურთიერთობის აღსადგენად, არამედ საბოლოოდ გასარკვევად.

სამსახური და კარიერა:

ამ დაბნელების ენერგია, პირდაპირი მნიშვნელობით არ მოგიტანთ კარიერულ ბიძგს, ის უფრო მეტად დაგანახებთ თქვენი გადაღლისა და ენერგიის არასწორი ხარჯვის ხარისხს. ის ვერძები, ვისაც საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობა აქვთ აღებული, გაუჩნდებათ სურვილი, შეცვალონ ეს მოცემულობა.
კარგი პერიოდია: ძველი სამუშაო რეჟიმის გადასახედად, არასაჭირო ვალდებულებების მოსაშორებლად, დაუმთავრებელი სამუშაო საკითხების დასასრულებლად და შინაგანად ახალი ეტაპისთვის მოსამზადებლად.

ფინანსები:

გამოიჩინეთ გაურკვეველ ხარჯებთან დაკავშირებით სიფრთხილე. თევზების ენერგია, ზოგჯერ ქმნის „არაუშავს, მერე მოვაგვარებ“ დამოკიდებულებას. დაბნელების პერიოდში, განსაკუთრებით სასარგებლოა ფინანსების მოწესრიგება და იმ ხარჯების რესტრუქტურიზაცია, რომლებიც შეუმჩნევლად გროვდება.

ემოციური მდგომარეობა:

თქვენთვის შესაძლოა ეს იყოს საკმაოდ ინტუიციური და ემოციური პერიოდი. ჩვეულებრივ ვერძს სწრაფად მოქმედება სურს, მაგრამ ამ დაბნელების მთავარი გაკვეთილი გულისხმობს გაჩერებას, საკუთარ თავის მოსმენას და შემდეგ მოქმედებას.
შეძლებთ გააცნობიეროთ ძველი შიშები, სიზმრები და ინტუიციური მინიშნებები, გაჩნდეს მარტო ყოფნის სურვილი, იგრძნოთ დაღლილობა ან წარსულთან ასოცირებული ემოციების დასრულება.

რას უნდა მოერიდოთ:

28 აგვისტოს გარშემო, რამდენიმე დღით, განსაკუთრებით მოერიდეთ: ემოციურ ნიადაგზე ურთიერთობის გაწყვეტას, დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს, ზედმეტ დაპირებებს, სხვისი პრობლემების საკუთარ თავზე აღებას და გადაღლილობის იგნორირებას.
ეს დაბნელება თქვენთვის ასტროლოგიურად უკავშირდება თქვენს ყოველდღიურ რეჟიმს, შინაგან სამყაროს, პრაქტიკული ვალდებულებებისგან გათავისუფლებასა და დასვენების აუცილებლობას.

ამ პერიოდის მთავარი გზავნილი:

ეს დაბნელება დაგანახებთ, რისი დასრულებაა საჭირო იმისათვის, რომ სექტემბრიდან ახალი ენერგიით დაიწყოთ მოქმედება, ეს უფრო გათავისუფლებისა და მომზადების ეტაპია, ვიდრე დაუყოვნებლივ ახლის დასაწყისის.

  • კურო:

თქვენთვის, ეს დაბნელება, ხდება ასტროლოგიურ მე- 11-ე სახლში და მისი მთავარი თემაა მეგობრები, გეგმები და მომავლის მიმართულება
კუროსთვის ეს დაბნელება, შეიძლება გახდეს სოციალური წრის, მეგობრობისა და სამომავლო გეგმების გადახედვის პერიოდი. რაღაც, რაც დიდი ხნის განმავლობაში გქონდათ დაგეგმილი, შეიძლება დასრულდეს, შეიცვალოს ან სრულიად ახალი მიმართულება მიიღოს.

სიყვარული და ურთიერთობები:

შესაძლებელია მეგობრობა გადაიზარდოს უფრო სერიოზულ გრძნობებში და მიხვდეთ, ვინ არის თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი ადამიანი და ვინ უბრალოდ ჩვევის გამო არსებობს თქვენს ცხოვრებაში. იმ კუროებს, ვისაც უკვე აქვთ ურთიერთობები, გაუჩნდებათ სურვილი, კონკრეტულად განსაზღვრონ პარტნიორთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები, რაც ბუნებრივად გამოიწვევს ისეთი ძველი მეგობრობის ან კავშირების დასრულებას, რომელიც აღარ შეესაბამება თქვენს ღირებულებებს.

კარიერა და ფული

ეს დაბნელება, გიბიძგებთ დაფიქრდეთ არა მხოლოდ დღევანდელი შემოსავლების რაოდენობაზე, არამედ განსაზღვრავთ მომავლის გეგმებს, რამაც შესაძლოა მოგიტანოთ: ახალი პროფესიული მიზნების ჩამოყალიბება, ახალი გუნდის ან კოლექტივის გამოჩენა, მეგობრების ან ნაცნობების წრიდან საინტერესო შემოთავაზების მიღება, ისეთი პროექტის დასრულება, რომელიც ახალ შესაძლებლობას გიხსნით მომავალში და ფინანსური მიზნების შეცვლა.
განსაკუთრებით სასარგებლო იქნება თქვენთვის, გადახედოთ და დაასრულოთ ისეთი პროექტები, რომლებიც მხოლოდ გართმევთ ენერგიას და არ იძლევა რეალურ შედეგებს. ნუ გაგიკვირდებათ, რომ ზოგი მიზანი, რომელიც ადრე ძალიან მნიშვნელოვანი გეგონათ, შეიძლება აღარ მოგინდეთ, რაც სულაც არ გულისმობს მარცხს, პირიქით, ამ პერიოდს თქვენი პრიორიტეტების ცვლა მოაქვს.
თევზები–ქალწულის ღერძი აერთიანებს ოცნებასა და პრაქტიკულობას, სურვილსა და რეალურ გეგმას. ამიტომ თქვენთვის მთავარი ამოცანა იქნება: განსაზღვროთ, რომელი ოცნება ღირს რეალურად განხორციელებლად და რომელი არა.

რას უნდა მოერიდოთ:

28 აგვისტოს (+/-2 დღე) სასურველია არ იჩქაროთ: მეგობართან კონფლიქტში შესვლა, ემოციებიდან გამომდინარე რომელიმე ჯგუფის დატოვება, დიდი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება, ძველი გეგმების ჯიუტად გაგრძელება მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე ბევრი დრო დაახარჯეთ ამ ყველაფერს. დაბნელების პერიოდში, ასევე შესაძლებელია მოულოდნელად ინფორმაციის მიღება ან გეგმების ცვლილება, რასაც ამ დაბნელების პერიოდში მერკურისა და ურანს შორის არსებული უარყოფითი ასპექტი მეტად გაუსვამს ხაზს.

ამ პერიოდის მთავარი გზავნილი:

ახალი ადამიანების გამოჩენა და ახალი მომავლის დაგეგმვა. შესაძლებელია, რომ მეგობრობა, ნაცნობობა ან ჯგუფური პროექტში ჩართულობა გახდეს უფრო დიდი შესაძლებლობების კარის გამღები, ამ დაბნელების შემდეგ ჩამოყალიბდებით, ვისთან ერთად გსურთ წინ სიარული და რომელი ძველი მიზანი უნდა დატოვოთ უკან და გახსოვდეთ: არ ჩაეჭიდოთ ძველ გეგმებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ძველია და ნაცნობია, აირჩიე ისეთი მომავალი, რომელიც დღეს ნამდვილად გინდათ.

  • ტყუპები:

თქვენთვის ეს დაბნელება ხდება ასტროლოგიურ მე- 10-ე სახლში და ამიტომ განსაკუთრებით შეეხება კარიერას, პროფესიულ მიმართულებას, სტატუსსა და ბალანსის მოძებნას პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის. ეს პერიოდი მოგიტანთ კარიერულ გარდატეხებს, რაც შეიძლება გამოვლინდეს: ერთი სამუშაო ეტაპის ან პროექტის დასრულდებით, შეგეცვლებათ დამოკიდებულება კარიერის მიმართ, გამოიკვეთება, ნამდვილად გსურთ თუ არა არსებული სამსახურის გაგრძელება, შესაძლოა მიიღოთ ახალი თანამდებობა, პასუხისმგებლობა ან შეთავაზება, ზოგიერთი ტყუპი კი ძველ, პროფესიულ მიმარულებებს ჩაანაცვლებს ახლით. დაბნელება ხშირად გამოკვეთავს ხოლმე ისეთ რაღაცეებს, რასაც უკვე დიდი ხნის უკან ჩაეყარა საფუძველი, ამ ხნის განმავლობაში, მომწიფების და მოლოდინის ეტაპზე იყო და ამ პერიოდში შეძლებთ მიიღოთ მოულოდნელი შედეგები.

სიყვარული და ურთიერთობები:

ეს დაბნელება ურთიერთობებში რომანტიული განწყობების ნაცვლად უფრო მეტად გააგიჩენთ კითხვას: გაქვთ თუ არა დრო და ენერგია პირადი ცხოვრებისთვის, რის ფონზეც შედგება საუბარი პარტნიორთან, სამსახურსა და ურთიერთობას შორის ბალანსის აღსადგენად, ურთიერთობებში დაგროვილი დაძაბულობის გამოსავლენად, ახალი ეტაპის დასაწყებად ან თუ დიდი ხანია არსებობს დაძაბულობა და პრობლემები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. ის ტყუპები, ვინც ჯერ კიდევ თავიანთი მეორე ნახევრის ძიებაში არიან, შეძლებენ იპოვონ საინტერესო ადამიანი პროფესიულ ან საზოგადოებრივ გარემოში.

სამსახური და კარიერა:

ეს თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა, შესაძლოა კარიერული მიმართულების შეცვლა, პროექტის დასრულება ან ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც თქვენს პროფესიულ მომავალს განსაზღვრავს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არ აიღოთ ზედმეტი პასუხისმგებლობა მხოლოდ იმისთვის, რომ სხვების მოლოდინები გაამართლოთ. 28 აგვისტოს, დაბნელებას თან ახლავს მერკურისა და ურანის ნეგატიური ასპექტი, რაც ასტროლოგიურად მოულოდნელ ამბებს, ახალ ინფორმაციას ან გეგმების სწრაფ ცვლილებას უკავშირდება.

ფინანსები:

ამ დაბნელებას მოაქვს ფინანსური ცვლილებების პერიოდი, რაც გულისხმობს: პროფესიული შემოსავლების ცვლილებას, ახალი შემოსავლის წყაროს მოძებნას, ძველი ფინანსური ვალდებულების დასრულებას და კარიერული ცვლილების გამო შემოსავლების დროებით არასტაბილურობას. სასურველია თავი შეიკავოთ ემოციური გადაწყვეტილებებისა და დიდი ხარჯებისგან.

ემოციური მდგომარეობა:

გაგიჩნდებათ განცდა, რომ ძველი ცხოვრების სტილი, უკვე აღარ შეესაბამება თქვენ შინაგან სურვილებს. მთავარი კითხვა, რომელზეც მოგიწევთ პასუხის გაცემა, გულისხმობს, რა გსურთ რეალურად აკეთოთ, რადგან ქალწული–თევზების ღერძი აპირისპირებს საქმესა და დასვენებას, კონტროლსა და ნდობას, ლოგიკასა და ინტუიციას.

რას უნდა მოერიდოთ:

სამსახურიდან წამოსვლის იმპულსურ გადაწყვეტილებებს, უფროსთან ან კოლეგებთან მკვეთრ დაპირისპირებას, ზედმეტად სწრაფად დაპირებების გაცემას, ერთდროულად, ძალიან ბევრი საქმის საკუთარ თავზე აღებას და ემოციურ ფონზე ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებას.
თქვენთვის ყველაზე ძლიერი პერიოდი: 23 აგვისტოდან სექტემბრის პირველ რიცხვებამდე აქტიურია, თუმცა, მოვლენების განვითარება შესაძლოა მომდევნო რამდენიმე თვე გაგრძელდეს.

ამ პერიოდის მთავარი გზავნილი:

28 აგვისტოს დაბნელება გიბიძგებთ, დაასრულოთ ის პროფესიული ან ცხოვრებისეული ეტაპი, სადაც საკუთრი თავი უკვე ამოწურეთ და შექმნათ უფრო დაბალანსებული ცხოვრების რეჟიმი. კარიერაში ცვლილება შეიძლება თავდაპირველად გაურკვევლობას იწვევდეს, მაგრამ საბოლოოდ უფრო შესაფერისი მიმართულებისკენ გიბიძგებთ.

  • კირჩხიბი:

28 აგვისტოს მთვარის დაბნელება თევზების მე- 5°გრ-ზე მოხდება და შექმნის ქალწულის მზესთან ოპოზიციას, რაც განსაკუთრებით ემოციური პერიოდია კირჩხიბისთვის და შესაძლოა საკმაოდ ემოციურად გამოვლინდეს. თქვენთვის ეს დაბნელება ხდება ასტროლოგიურ მე -9-ე სახლში და გიბიძგებთ, საკუთარი შეხედულებების ცვლილებებისა და ჰორიზონტების გაფართოვებისკენ. შეიძლება შეგეცვალოთ ცხოვრებისეული პრიორიტეტები, დასრულდეს განათლებასთან, მოგზაურობასთან ან უცხოეთთან დაკავშირებული გარკვეული ეტაპი.

სიყვარული, ოჯახი:

პირად ურთიერთობებში გაგიჩნდებათ, უფრო გულწრფელად საუბრის სურვილი მომავალზე. ზოგიერთი თქვენგანი, შეძლებს შეხვდეს მისთვის მნიშვნელოვან ადამიანს მოგზაურობის, სწავლის ან უცხოეთთან დაკავშირებული გარემოს მეშვეობით, ასევე შეძლებთ გაარკვიოთ ურთიერთობებში, რამდენად ერთანაირად ხედავთ და გეგმავთ საერთო მომავალს, მოსალოდნელია თავი გაგახსენოთ ძველმა წყენებმა ან გაუთქმელმა ემოციებმა, რაც საბოლოოდ მათგან გათავისუფლების შესაძლებლობას მოგცემთ. თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შინაგანი სიმშვიდე და ამ დაბნელებამ შეიძლება დაგანახოთ, რომ ძველი შეხედულებები ან ოჯახური ურთიერთობები საჭიროებს ცვლილებებს.

კარიერა და ფინანსები:

შესაძლოა დასრულდეს პროფესიული მიმართულების ან სწავლის გარკვეული ეტაპი. კარგი პერიოდია იმ კირჩხიბებისთვის, ვინც ახალი ცოდნის, კვალიფიკაციის ან პროფესიის არჩევისთვის ემზადება, ასევე მნიშვნელოვან განვითარებას მიიღებს უცხოეთთან, დისტანციურ საქმიანობასთან, სამართლებრივ ან განათლებასთან დაკავშირებული საკითხებიც. ისეთი ფინანსური გადაწყვეტილებები, რომელიც მხოლოდ ემოციაზე ან დაპირებაზეა დაფუძნებული, თქვენგან აუცილებელად სიფრთხილის გამოჩენას მოითხოვს. ამ დაბნელებას შეუძლია ახალი მიმართულებებისკენ გაგიხსნათ მომავალი — რაც სწავლას, მოგზაურობებს, ახალ ადამიანებს ან იდეებს და მომავალში მნიშვნელოვან შესაძლებლობებს გულისხმობს.

რას უნდა მოერიდოთ:

არ მიიღოთ ემოციების ფონზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. დაბნელების პერიოდში განცდები ხშირად ძლიერდება, ამიტომ სასურველია საბოლოო გადაწყვეტილებამდე, რამდენიმე დღე ან კვირა მისცეთ საკუთარ თავს. განსაკუთრებით ძლიერი იქნება ეს დაბნელება იმ კირჩხიბებისთვის, ვისთანაც ნატალურ რუკაში, — თევზების, ქალწულის, ტყუპებისა და მშვილდოსნის 0–10°-ზე ჰყავს პლანეტები.

  • ლომი:

თქვენთვის ეს დაბნელება ხდება ასტროლოგიურ მე -8-ე სახლში და პირველ რიგში ეხება საერთო ფინანსებს, ვალდებულებებს, ნდობას, ინტიმურობას და ძველი ემოციური ტვირთებისგან გათავისუფლებას.

სიყვარული და ურთიერთობები:

ურთიერთობაში შეიძლება გამოიკვეთოს ის, რასაც აქამდე თავს არიდებდით. გიგაჩნდებათ სურვილი გულწრფელად ესაუბროთ თქვენს პარტნიორს, ფინანსურ ან ემოციურ საკითხებზე და შეძლებთ დაასრულოთ ძველი წყენები, ეჭვები ან უნდობლობა. მარტოხელა ლომებს, შესაძლოა გაუჩნდეთ ძლიერი, მაგრამ ამავდროულად ემოციურად რთული მიზიდულობა სხვა ადამიანის მიმართ, აგრეთვე მოსალოდნელია არსებული ურთიერთობები გადავიდეს უფრო ღრმა და სერიოზულ ეტაპზე, ან პირიქით დასრულდეს ის კავშირი, რომელსაც საფუძველი უკვე გამოცლილი აქვს.

ფინანსები:

ამ დაბნელების პერიოდში თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური იქნება: ბანკის სესხი ან სხვა ფინანსური ვალდებულებები, პარტნიორის ფინანსები, საერთო ბიზნესი, გადასახადები და ვალები, მემკვიდრეობა ან სხვა საერთო ქონება და ინვესტიციები. ამ პერიოდის დადებითი მხარე მდგომარეობს იმაში, რომ: შესაძლებთ ისეთი ფინანსურ საკითხებში გარკვავას ან დასრულებას, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. არ არის კარგი პერიოდი ემოციური გადაწყვეტილების ფონზე გარისკოთ დიდი ფინანსებით. დაბნელების პერიოდში (+/-) რამოდენი დღე, მოულოდნელად მოსულმა ინფორმაციამ ან უეცარმა ცვლილებებმა, შესაძლოა თქვენი თავდაპირველი გეგმები შეცვალოს. აუცილებელია გვახსოვდეთ, რომ ამ დაბნელებას თან ახლავს მერკური-ურანის კვადრატი, რომელსაც ასევე უკავშირებენ მოულოდნელ ინფორმაციასა და გეგმების შეცვლის შესაძლებლობას. ყველა შემთხვევაში, ნებისმიერი ახალი ინფორმაცია ან გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა გადააწმოთ, აწონ-დაწონოთ და შემდეგ იმოქმედოთ.

სამსახური და კარიერა:

ლომისთვის ეს დაბნელება პირდაპირ კარიერაზე აქცენტებს არ აკეთებს, მაგრამ თქვენი ფინანსური გადაწყვეტილებები გავლენას იქონიებს თქვენს საქმეზე. შესაძლებელია: შეიცვალოს შემოსავლის წყარო, დასრულდეს ერთი ფინანსური შეთანხმება და დაიწყოს ახალი თანამშრომლობა, გამოიკვეთოს, ვისი ნდობა შეიძლება და ვისი არა, საჭირო გახდეს სამუშაოსა და პირადი ფინანსების უკეთ გამიჯვნა. თქვენი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს პერიოდი ლომს სთხოვს, გაუშვათ ის, რასაც უკვე ვეღარ აკონტროლებთ და მოულოდნელად გააცნობიეროთ, რა აღარ გინდათ იყოს თქვენს ცხოვრებაში, რაც შეიძლება ეხებოდეს ადამიანს, ფინანსურ ვალდებულებას, დამოკიდებულებას, ძველ წყენებს ან ურთიერთობის ისეთ ფორმას, რომელიც გართმევთ ენერგიას.

რას უნდა მოერიდოთ:

ეჭვიანობას, კონტროლის სურვილს, ფინანსურ რისკებს, სხვისი საიდუმლოს გამჟღავნებას, ემოციურ დაპირისპირებას და ძლიერი ემოციის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას.
განსაკუთრებით ძლიერად შეიძლება იგრძნონ ეს დაბნელება იმ ლომებმა, რომლებსაც ნატალურ რუკაში თევზების, ქალწულის, ტყუპებისა და მშვილდოსნის 0–10°-ზე ჰყავს პლანეტები.
28 აგვისტოს დაბნელება გეუბნებათ, გათავისუფლდეთ ძველისგან და შექმნათ უფრო ჯანსაღი ფინანსური და ემოციური კავშირები. ეს შეიძლება იყოს პერიოდი, როდესაც რაღაც დასრულდება, გაირკვევა ან გამოვლინდება, რათა სექტემბრიდან უფრო თავისუფალი და სტაბილური მიმართულებით დაიხაზოს თქვენს ცხოვრებაში.

  • ქალწული:

ეს ძალიან მნიშვნელოვანი დაბნელებაა თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის, რადგან ხდება თევზები-ქალწულის ღერძზე და ააქტიურებს თქვენს მე -7-ე ასტრო ველს, რომელიც გულისხმობს პირად თუ საქმიან პარტნიორულ ურთიერთობებს, მის ხასიათს და საერთო მიზნებს.

სიყვარული და ურთიერთობები:

თქვენთვის ამ პერიოდის მთავარი თემა იქნება პარტნიორობა და ურთიერთობის რეალური მდგომარეობა. ასედ დროს, ურთიერთობაში შეიძლება მნიშვნელოვანი რამ გამოიკვეთოს ან დასრულდეს. პარტნიორისგან მოითხოვოთ მეტ გულწრფელობასა და სიცხადეს. არსებული ურთიერთობები შეიძლება გადავიდეს უფრო სერიოზულ ეტაპზე, მარგამ თუ ურთიერთობაში დიდი ხანია არსებობს გაურკვევლობა, ეს დაბნელება ნათელს მოფენს თქვენს კითხვებს.
მარტოხელა ქალწულებს ელოდებათ მნიშვნელოვან ადამიანთან შეხვედრა, რომელიც ჩვეულებრივზე უფრო ძლიერ ემოციებს მოგიტანთ, ასევე მოსალოდნელია დადგეს გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობა ბიზნეს-პარტნიორობებშიც. მათ ვისაც ASC ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში აქვთ, ეს დაბნელება მე-7 სახლში ხვდება, რაც ქორწინების, პარტნიორობისა და კონტრაქტების სფეროს გულისხმობს.

სამსახური და პარტნიორობა:

მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს: ახალი თანამშრომლობა; ხელშეკრულების გაფორმება ან დასრულება; საქმიან პარტნიორთან თანამშრომლობის პირობების შეცვლა ან ისეთი ადამიანის გამოჩენა, რომელიც გავლენას მოახდენს თქვენს პროფესიულ განვითარებაზე. ამ პერიოდის მთავარი კითხვა გულისხმობს ჩამოყალიბდეთ და აირჩიოთ ნამდვილი პარტნიორი და გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან ისეთი ადამიანები, ვისაც ვეღარ ხედავთ საერთო მომავლის გზაზე.

ფინანსები:

განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს საერთო ფინანსები და პარტნიორული ვალდებულებები. შესაძლოა დასრულდეს ან შეიცვალოს: საერთო ფინანსური შეთანხმება; ვალი ან კრედიტი; ბიზნეს-პარტნიორობა ან ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. დაბნელების პერიოდში, ასევე მოსალოდნელია, უეცრად ახალი ინფორმაციის მიღება, ამიტომ დიდი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებამდე აუცილებელია ყველა დეტალის გადამოწმება.

ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, თქვენ ხშირად გჭირდებათ ყველაფერი გააანალიზოთ და აკონტროლოთ, მაგრამ თევზების დაბნელება საპირისპიროს გასწავლით, რაც გულისხმობს ნდობას, ინტუიციის მოსმენას და თქვენი ცხოვრებიდან ისეთი რაღაცეების მოშორებას და გაშვებას, რასაც ვეღარ აკონტროლებთ. აქედან გამომდინარე შეიძლება მიხვდეთ, რომ წლების განმავლობაში: ზედმეტად ბევრს ითმენდით; სხვის პრობლემებს საკუთარ თავზე იღებდით; ურთიერთობაში თქვენი სურვილები უკანა პლანზე იყო ან პირიქით — ზედმეტი კონტროლი ხელს უშლიდა ურთიერთობებს განვითარებაში.

რას უნდა მოერიდოთ:

27 დან – 30 აგვისტოს პერიოდში ნუ იჩქარებთ საბოლოო დასკვნების გამოტანას, რადგან სავსემთვარეობა და დაბნელება თევზების ზოდიაქოს ნიშანში, გააორმაგებს ემოციებს, ხოლო 28 აგვისტოს, მერკურსა - ურანს შორის კვადრატი, რომელიც ასევე დაბნელებების ღერძს შეეხება და ქალწული-ტყუპების შორის შეიქმნება, გააძლიერებს მოულოდნელი ინფორმაციისა და გეგმების ცვლილების თემასაც.

ამ პერიოდის მთავარი გზავნილი თქვენთვის გულისხმობს, დატოვოთ ურთიერთობაში ის, რაც რეალურია, ორმხრივია და გულწრფელია. 28 აგვისტოს დაბნელება, ქალწულისთვის შეიძლება გახდეს ურთიერთობის, ქორწინების ან საქმიანი პარტნიორობის მნიშვნელოვანი შემობრუნების წერტილი. ძველი კავშირის დასრულებამ შეიძლება გაუხსნას გზა, უფრო ჯანსაღ და თანასწორ კავშირს, განსაკუთრებით ძლიერი იქნება ეს პერიოდი იმ ქალწულებისთვის, ვისაც მზე, მთვარე, ასცენდენტი ან სხვა მნიშვნელოვანი პლანეტები ქალწულის ან თევზების 0–10° გრ-ში უდგას.

  • სასწორი:

ეს დაბნელება თქვენს ასტროლოგიურ მე- 6-ე სახლში ხვდება და განსაკუთრებით ეხება სამსახურს, ყოველდღიურ რეჟიმს, რუტინას, ჯანმრთელობას, ვალდებულებებსა და ცხოვრების წესის გადახედვას.

სამსახური და კარიერა:

სასწორისთვის სამსახური ერთ-ერთი მთავარი თემაა და ამ დაბნელებამ შესაძლოა მოგიტანოთ სამუშაოს გარკვეული ეტაპის დასრულება ან პირობების ცვლილება. თქვენს ცხოვრებაში შეიძლება გაჩნდეს ახალი გრაფიკი, მოვალეობები, პასუხისმგებლობები, ასევე ერთ დღეს შეიძლება მიხვდეთ, რომ არსებული სამსახური გართმევთ ძალიან დიდ ენერგიას, რაც ზოგიერთ სასწორში გააჩენს სურვილს, შექმნას უკეთესი ბალანსი სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის. კოლეგებთან ურთიერთობაში შეიძლება გამოიკვეთოს, ვისთან თანამშრომლობა ღირს და ვისთან აღარ.

სიყვარული და პირადი ცხოვრება:

ეს დაბნელება პირდაპირ არ ხდება პარტნიორულ სექტორს, მაგრამ ყოველდღიური ცხოვრება მაინც მოახდენს გავლენას ურთიერთობებზე და გაგიჩნდებათ კითხვა, არსებული პარტნიორობა გღლით თუ გიმარტივებთ ცხოვრებას, შესაძლოა საჭირო გახდეს პასუხისმგებლობების გადანაწილება ურთიერთობაში; ნათლად გამოჩნდება ვინ რამხელა რესურსს დებს პირადში; შესაძლოა მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ აღარ გსურთ ისეთ რეალობაში ყოფნა, სადაც მხოლოდ თქვენ, თავად ცდილობთ ყველაფრის დაბალანსებას და ზოგადად მშვენიერი პერიოდია, არსებულ ურთიერთობებში სამართლიანად დააორგანიზიროთ ყოველდღიური ცხოვრება.

ფინანსები

ცვლილებები დაკავშირებული იქნება სამსახურთან და შემოსავლის წყაროსთან. მოსალოდნელია: სამუშაოსგან მიღებული შემოსავლების ცვლილება; დამატებითი საქმიანობის დაწყება; ახალი სამუშაო შეთავაზება; ხარჯების გადახედვა და ყოველდღიურ საჭიროებებზე ზედმეტი ხარჯების შემცირება.
28 აგვისტოსთან (+/-) რამოდენიმე დღის განმავლობაში, შესაძლებელია მოულოდნელად მიიღოთ ახალი ინფორმაცია ან დაუგეგმავად მოგიწიოთ არსებული გეგმების ცვლილება, ამიტომ, ყველა ფინანსურ და სამუშაო შეთანხმებებში აუცილებელი და სასარგებლო იქნება დეტალების გადამოწმება.

ჯანმრთელობა და ენერგია:

ეს დაბნელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობისთვის, ამ პერიოდში შეიძლება ორგანიზმმა მიგანიშნოთ, რომ ძველი რეჟიმი აღარ მუშაობს და აუცილებელია: ძილის რეჟიმის დარეგულირება; ყოველდღიური დატვირთვის გადახედვა; დასვენება; კვებისა და ჩვევების მოწესრიგება და გადაღლის გამომწვევი ფაქტორების შემცირება, თუმცა ეს არ ნიშნავს აუცილებლად ჯანმრთელობის პრობლემას, ეს პერიოდი უფრო მეტად რეჟიმის შეცვლისა და საკუთარ თავზე ზრუნვის აუცილებლობას უსვამს ხაზს.

რაზე უნდა იყოს სასწორი ყურადღებით,

ამ პერიოდში ნუ ეცდებით იყოთ ყველასათვის სასიამოვნო და კომფორტული, თქვენი მთავარი ამოცანაა, გაიმიჯნოს თქვენი და სხვისი პასუხიმგებლობები ერთმანეთისგან, ზედმეტი მოვალეობების საკუთარ თავზე აღებამ შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოლოგიური გადაღლა და ასევე, ნუ მიიღებთ სამსახურის დატოვების ან სხვა რადიკალურ გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი ემოციური დღის საფუძველზე.

ამ პერიოდის მთავარი გზავნილი თქვენთვის გულისხმობს იმ ყოველდღიური ცხოვრების ცვლილებას, რომელიც გართმევთ ენერგიას, ამ პერიოდს შეუძლია თავიდან დაალაგოს თქვენი სამსახური, რეჟიმი, პასუხისმგებლობები და ცხოვრების წესები, რაღაცეების დასრულება აუცილებლად არ ნიშნავს უარყოფითს, პირიქით, შეიძლება გამოათავისუფლოთ ადგილი უფრო ბედნიერი ცხოვრებისათვის.

  • მორიელი:

ეს დაბნელება თქვენს ასტროლოგიურ მე- 5-ე სახლში ხვდება და აქტიურებს სიყვარულს, რომანტიკას, შვილებს, შემოქმედებას, სიამოვნებასა და თვითგამოხატვას.

მთავარი თემა - სიყვარული:

ამ დაბნელებას შეუძლია მოგიტანოთ სასიყვარულო ურთიერთობის მნიშვნელოვანი შემობრუნება, მაგალითად: გაჩნდეს ახალი, ძლიერი გრძნობა ან მოულოდნელი მიზიდულობა; არსებულ ურთიერთობაში შეიძლება დადგეს გადაწყვეტილების მიღების მომენტი, რაც ურთიერთობის გაღრმავებას ან ძველი ეტაპის დასრულებას გულისხმობს; შესაძლოა გამოჩნდეს ადამიანი წარსულიდან; აშკარა გახდეს დაფარული გრძნობები; თუ უკვე დიდი ხანია ურთიერთობაში გაქვთ გაურკვევლობა, 28 აგვისტოსთან (+/-) რამოდენიმე დღის განმავლობაში, შეძლებთ მიიღოთ პასუხები. გარდა ამისა, შესაძლებელია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდეს დაოჯახებული მორიელებისთვის შვილებთან დაკავშირებული საკითხები, რაც შეიძლება გულისხმობდეს: შვილთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან სიახლეებს; ბავშვის ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას; შვილთან ურთიერთობაში გარკვეული საკითხის დასრულება ან გარკვევა და მათთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებების მიღებას.

კარიერა და შემოქმედება:

მორიელებისთვის, რომლებიც მუშაობენ შემოქმედებით სფეროში, ეს ძალიან საინტერესო პერიოდია, რადგან ამ პერიოდმა შეიძლება მოგიტანოთ: დიდი პროექტის დასრულება; თქვენი ნამუშევრების უფრო ფართო აუდიტორიისათვის წარდგენა; ახალი შემოქმედებითი იდეების გაჩენა; საკუთარი პროდუქტის, ბიზნესის ან პროექტის შექმნა; მოულოდნელად მიღებული ყურადღება ან აღიარება, რადგან მე-5 სახლში დაბნელება კრეატიულობას, ნიჭსა და ახალ იდეებს უკავშირდება.

ფინანსები:

ფინანსური საკითხები შეიძლება დაკავშირებული იყოს კრეატიულ საქმიანობასთან, ჰობის მონეტიზაციასთან ან საკუთარი პროექტიდან მიღებულ შემოსავალთან, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ ხარჯებსა და რისკიან ინვესტიციებს. დაბნელების დროს შეიძლება გაძლიერდეს ემოციები და იმპულსური გახდეს გადაწყვეტილებები, რაც უმჯობესი იქნება არ მიიღოთ. ამ პერიოდმა შეიძლება მოგიტანოთ ერთ-ერთი მთავარი შინაგანი გარდატეხა და ჩამოგაყალიბოთ თქვენს სურვილებში, გაერკვეთ რა განიჭებთ ნამდვილ ბედნიერებას, ასევე აღმოაჩენთ, რომ წარსულში, ძალიან ბევრ ენერგიას უთმობდით იმას, რაც სხვებს სურდათ, ახლა კი მოინდომებთ შექმნათ ისეთი ცხოვრება, რომელიც თქვენს გულს გაახარებს.

რას უნდა მოერიდოთ:

ეჭვიანობასა და ზედმეტ კონტროლს; სასიყვარულო ურთიერთობაში ულტიმატუმებს; იმპულსურ დაშორებას; დიდი ფინანსური რისკების აღებას და ძველი წყენის გამო გადაწყვეტილებების მიღებას. დაბნელების დროს შეიძლება გაზვიადდეს ემოციები, ამიტომ საჭიროა ცოტა დრო მისცეთ სიტუაციას, საბოლოო დასკვნის გაკეთებამდე.

ამ პერიოდის მთავარი გზავნილი თქვენთვის გულისხმობს, გააკეთოთ ის არევანი, რაც გაცოცხლებთ. ასეთ დროს შესაძლებელია დასრულდეს, რაღაც მნიშვნელოვანი და დაიწყოს ახალი ეტაპი სიყვარულში, შვილებთან დაკავშირებულ საკითხში ან შემოქმედებით საქმიანობაში. განსაკუთრებით ძლიერად შეიძლება იგრძნონ ეს დაბნელება იმ მორიელებმა, რომლებსაც მზე, მთვარე ან სხვა მნიშვნელოვანი პლანეტებით აქტიური აქვთ 0–10° გრ-მდე მორიელის, კუროს, ლომის ან მერწყულის ნიშნები.

  • მშვილდოსანი:

მთვარის ეს დაბნელება საკმაოდ ძლიერი, გარდამტეხი და მნიშვნელოვანი პერიოდია ცვალებადი ნიშნებისთვის, როგორიცაა: მშვილდოსნი, ტყუპები, ქალწული და თევზები, განსაკუთრებით თუ ნატალურ რუკაში დაახლოებით 0–10°-ზე გაქვთ მზის, მთვარის, ASC-ს ან სხვა მნიშვნელოვანი პლანეტების განლაგება. ეს პერიოდის ააქტიურებს სახლისა და ოჯახის სფეროს, საპირისპიროდ კი კარიერისა და საზოგადოებრივი სტატუსის თემებს. ის ხვდება ასტროლოგიურ მე-4 -ე სახლში და შეიძლება მოგიწიოთ მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება, ბალანსის შექმნა ოჯახისა და პირადი ცხოვრებისა თუ კარიერულ მიზნებს შორის.

სახლი და ოჯახი:

ამ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი თემებია: საცხოვრებელთან დაკავშირებული ცვლილებები; რემონტის, გადასვლის ან უძრავი ქონების საკითხის დასრულება; ოჯახში მნიშვნელოვანი ამბების გარკვევა; მშობლებთან ან ოჯახის წევრებთან დაკავშირებული ძველი საკითხების დასრულება; სახლის ატმოსფეროს ცვლილება და უფრო მშვიდი გარემოს შექმნა. ზოგიერთი თქვენთაგანისთვის, ეს შეიძლება იყოს ერთი ცხოვრების ერთი ეტაპის დასასრული და ახალი ოჯახური ეტაპის დასაწყისი.

კარიერა:

მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება ეხება კარიერას, რასაც შეუძლია მოგიტანოთ: ძველი პროფესიული მიმართულებების დასრულება; შეიცვალოთ თანამდებობა ან სამუშაო პირობები; გაჩნდეს ახალი პასუხისმგებლობა; მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც განსაზღვრავს მომავალ კარიერულ მიმართულებებს და გააცნობიეროთ, რომ კარიერული წარმატების გამო ზედმეტად დაზარალდა თქვენი პირადი ცხოვრება. თქვენი მთავარი ამოცანაა ბალანსის შენარჩუნება ორივე საკითხში და არა ერთ-ერთი სფეროს სრულად შეწირვა.

სიყვარული და ოჯახური ურთიერთობები:

ურთიერთობაში შეიძლება გაჩნდეს საუბარი ერთად ცხოვრებაზე, საცხოვრებელზე, ქორწინებაზე ან ოჯახის შექმნაზე. თუ თქვენი პირადი მყარ საფუძველზე დგას, შესაძლებელია მისი უფრო სერიოზულ ეტაპზე გადაყვანა, მაგრამ თუ დიდი ხანია არსებობს დაძაბულობა, დაბნელებამ შეიძლება გამოაჩინოს ის, რაც აქამდე არ ითქმებოდა. მარტოხელა მშვილდოსნები, ოჯახურ გარემოში ან ახლო ნაცნობების წრის დახმარებით შეძლებენ ახალი, მნიშვნელოვანი ადამიანის გაცნობას.

ფინანსები:

ფინანსებში განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ უძრავ ქონებას, საცხოვრებელსა და ოჯახურ ხარჯებს. შესაძლოა: დიდი ხარჯის დასრულება; ქონებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება; სახლისთვის მნიშვნელოვანი შენაძენების გაკეთება და ოჯახის წევრთან ფინანსური საკითხების გარკვევა. გაითვალისწინეთ, დაბნელების დღეებში ემოციური გადაწყვეტილებით დიდი თანხების დახარჯვა არ არის სასურველი. აუცილებელია პირველ რიგში გადაამოწმოთ ყველა პირობა და დოკუმენტი.

ემოციური მდგომარეობა:

მშვილდოსანი ჩვეულებრივ წინ იყურება, მაგრამ ეს დაბნელება მოითხოვს, შეხედოთ აგრეთვე წარსულსა და საკუთარ ფესვებს. ამ პერიოდში შეიძლება გააცნობიეროთ: წარსულიდან, რომელი შეცდომა აღარ გინდათ გაიმეოროთ; სად არ გრძნობთ შინაგან სიმშვიდეს; რა გაკავშირებთ წარსულთან; რა უნდა დასრულდეს, რომ შეძლოთ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება.

რას უნდა მოერიდოთ:

ამ პერიოდში განსაკუთრებით მოერიდეთ: ოჯახურ კამათში იმპულსური რეაქციების გამოვლენას; სამსახურის გამო ოჯახის უგულებელყოფას; საცხოვრებლის ან კარიერულ ნაწილში, ემოციური ან ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას და ძველი წყენის ხელახლა გაღვივებას.

ამ პერიოდის მთავარი გზავნილი თქვენთვის გულისხმობს, შექმნათ ისეთი ცხოვრება, სადაც წარმატებასთან ერთად, გექნებათ შინაგანი სიმშვიდეც. ეს დაბნელება შეიძლება გახდეს სახლის, ოჯახის, საცხოვრებლისა და კარიერის მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი ან ძველი ეტაპის დასასრული. რაც 28 აგვისტოს პერიოდში გამოვლინდება.

  • თხის რქა:

ეს დაბნელება თქვენს ასტროლოგიურ მე -3-ე სახლში ხვდება და განსაკუთრებით ააქტიურებს კომუნიკაციების, საბუთების, მოლაპარაკებების, სწავლის, გადაადგილებისა და ახლო გარემოცვის თემებს. ამ პერიოდში, შეიძლება მიიღოთ ისეთი ინფორმაცია, რომელიც შეცვლის თქვენს გეგმებს. შეიძლება შედგეს ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი; გაიგოთ დიდი ხნის დამალული ან გაურკვეველი ინფორმაცია; დასრულდეს მნიშვნელოვანი მოლაპარაკება ან ხელშეკრულება; მიიღოთ პასუხი, რომელსაც დიდი ხანია ელოდებით ან შეიცვალოს დამოკიდებულება კონკრეტული ადამიანის ან სიტუაციის მიმართ. ამ პერიოდის გზავნილია თქვათ ის, რაც დიდი ხნის უკან უნდა გეთქვათ.

სიყვარული:

სიყვარულში მთავარი იქნება გულწრფელი კომუნიკაცია. თუ ურთიერთობაში ხართ: შეიძლება შედგეს ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი პარტნიორთან; გაირკვეს ურთიერთობის მომავალი; თქვათ ის, რასაც აქამდე მალავდით; დასრულდეს არსებული გაუგებრობა ან პირიქით, ნათელი გახდეს, რომ ურთიერთობას ცვლილება სჭირდება. თუ ჯერ კიდევ მეორე ნახევრის ძიებაში ხართ, შესაძლებელია მიიღოთ მოულოდნელი შეტყობინება, ზარი ან შედგეს ახალი ნაცნობობა, რომელიც შემდეგ უფრო მნიშვნელოვან ურთიერთობაში გადაიზრდება.

სამსახური და კარიერა:

კარიერულად ამ დაბნელებამ შეიძლება მოიტანოს ახალი ინფორმაცია ან შეთანხმება. ახალი კონტრაქტის; მნიშვნელოვანი საქმიანი მოლაპარაკების; ახალი სამუშაოს შეთავაზების; საბუთების გაფორმების; სწავლის ან კვალიფიკაციის ამაღლების; მოკლე მივლინების ან სამუშაოსთან დაკავშირებული გადაადგილების სახით. აგრეთვე, ამ პერიოდში თქვენთვის შესაძლებელია მნიშვნელოვანი გახდეს წერილობითი სამუშაოც.

ფინანსები:

ფინანსებში ყურადღება მიაქციეთ საბუთებსა და შეთანხმებებს. შეიძლება დასრულდეს არსებული ფინანსური მოლაპარაკება ან გამოჩნდეს ახალი შემოსავლის შესაძლებლობა, რომელიც დაკავშირებული იქნება კომუნიკაციებთან, ვაჭრობასთან, სწავლებასთან, ონლაინ საქმიანობასთან ან გადაადგილებასთან. აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ დაბნელების დღეებში ხელშეკრულებას ხელი მხოლოდ მას შემდეგ უნდა მოაწეროთ, რაც ყველა დეტალს ყურადღებით გადაამოწმებთ, რადგან ემოციებმა და არასრულმა ინფორმაციამ შეიძლება გაართულოს სიტუაციის შეფასება.

ახლო გარემოცვა: მე-3 სახლის თემებში შედის და-ძმა, მეზობლები და ყოველდღიური ურთიერთობები, ამიტომ მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ამბავი სწორედ ამ ადამიანებისგან გაიგოთ. შესაძლებელია: და-ძმას შორის ურთიერთობების გარკვევა; ძველი კონფლიქტების დასრულება; მნიშვნელოვანი სიახლეების მიღება ახლობლისგან; გარემოს ან საცხოვრებელი უბნის შეცვლის გადაწყვეტილება. ასევე აქტიურდება მოკლე მგზავრობები, გადაადგილებები და ყოველდღიური მარშრუტებიც. შესაძლოა დაგეგმოთ და განახორციელოთ მოულოდნელი მოკლე მოგზაურობა, ან შეიცვალოს თქვენი ყოველდღიური გადაადგილების რეჟიმი.

რას უნდა ერიდოთ: ამ პერიოდში განსაკუთრებით გამოიჩინეთ სიფრთხილე: დაუფიქრებლად ნათქვამ სიტყვებთან; კამათთან; ჭორების გავრცელებასთან; დაუმოწმებელი ინფორმაციის დაჯერებასთან; ნაჩქარევად ხელმოწერილ დოკუმენტებთან და ემოციურ შეტყობინებებთან დაკავშირებით. ყველაფერი, რასაც გაიგებთ, მაშინვე საბოლოო სიმართლედ ნუ მიიღებთ და აუცილებლად გადაამოწმეთ.

ამ პერიოდში სწორი ნათქვამი სიტყვა, შეიძლება მთელი სიტუაციის შეცვლის მიზეზი გახდეს. 28 აგვისტოს დაბნელებამ შეიძლება მოგიტანოთ მნიშვნელოვანი ამბავი, საუბარი, გადაწყვეტილება ან ხელშეკრულება, რომელიც მომდევნო თვეებში ახალ მიმართულებას მისცემთ.

განსაკუთრებით ძლიერად იგრძნობენ ამ დაბნელებას ის თხის რქები, ვისაც ნატალურ რუკაში დაახლოებით 0–10°-ზე აქვთ მზე, მთვარე, ASC ან სხვა მნიშვნელოვანი წერტილები და პლანეტები ტყუპებში, ქალწულში, მშვილდოსანში ან თევზების ზოდიაქოში. თქვენთვის, ამ პერიოდის ყველაზე ძლიერი სამი სიტყვაა: საუბარი, გადაწყვეტილება და ახალი მიმართულება.

მერწყული:

ეს მთვარის დაბნელება ხდება თქვენს ასტროლოგიურ მე-2-ე სახლში და განსაკუთრებით ძლიერად ააქტიურებს ფინანსების, შემოსავლის, პირადი ღირებულებებისა და თვითშეფასების თემებს. მისი მთავარი თემაა ფინანსები და შეიძლება ამ საკითხში მოიტანოს კულმინაცია ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

მოსალოდნელია: შემოსავლის წყაროს ცვლილება; ახალი სამუშაოს ან დამატებითი შემოსავლის გამოჩენა; ძველი ფინანსური საკითხების დასრულება; ხელფასის, ანაზღაურების ან საკუთარი შრომის ფასის გაზრდა; ასევე, ხარჯების შემცირების აუცილებლობა და გამოჩნდება ისეთი შესაძლებლობები, რომელიც მომავალში გაზრდის თქვენს ფინანსურ სტაბილურობას.

სიყვარული და ურთიერთობები:

ფინანსური თემები აგრეთვე აისახება ურთიერთობებშიც, რაც გულისხმობს: პარტნიორთან ფულზე, ხარჯებზე ან საერთო მომავალზე მნიშვნელოვან საუბარს; გამოიკვეთება ურთიერთობაში, რამდენად თანაბრად ინაწილებთ პასუხისმგებლობას; უფრო ადვილი გახდება დაინახოთ, თუ ვინმე ბოროტად იყენებს თქვენს სიკეთეს ან სხვა რესურსებს. მარტოხელა მერწყულების ცხოვრებაში გამოჩნდება ახალი ადამიანი, მაგრამ ამ პერიოდში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მიზიდულობა, არამედ ღირებულებების თანხვედრაც. თქვენთვის, აგვისტოს დაბნელებების სერია პარტნიორობასა და ფინანსურ საკითხებს ერთმანეთთან დააკავშირებს.

სამსახური და კარიერა: ამ დაბნელებამ შეიძლება პირდაპირ კარიერული ცვლილებები არ მოგიტანოთ, მაგრამ ძალიან მკაფიოდ დააყენებს, თქვენი შემოსავლისა და პროფესიული ღირებულების საკითხებს და მიხვდებით, რომ თქვენი შრომა სათანადოდ არ ფასდება; საჭიროა მეტი ანაზღაურების მოთხოვნა; შეგიძლიათ შემოსავლის წყაროდ აქციოთ დამატებითი საქმიანობა, დროა პროფესიული უნარები უფრო ძვირად „შეფუთოთ“ და მიხვდეთ, რომ არსებული სამსახური ფინანსურად აღარ გაკმაყოფილებთ. ერთი სიტყვით ეს პერიოდი ახალი მიმართულების ან ფინანსური საკითხის გარკვევას გულისხმობს. მე-2 სახლი მხოლოდ ფულს არ ეხება. ის ასევე უკავშირდება თვითღირებულებასაც და შეძლებთ გააცნობიეროთ, რომ უფრო მეტი შეგიძლიათ, ვიდრე აქამდე გეგონათ და გაანალიზებთ, რომ საკუთარ თავს ძალიან დაბალ ფასად აფასებდით.

ეს დაბნელება ხელს შეუწყობს გათავისუფლდეთ ისეთი ძველი შეხედულებებისგან, როგორიცაა:

„არ შემიძლია“, „არ მეკუთვნის“, „საკმარისად კარგი არ ვარ“.რას უნდა მიაქციოთ ყურადღება:ამ პერიოდში განსაკუთრებით მოერიდეთ: ემოციურ ფონზე გაკეთებულ საყიდლებს; სწრაფ ფინანსურ ინვესტიციებს; დაუფიქრებელ ონლაინ-გადახდებს; საეჭვო შეთავაზებებს; სხვისთვის დიდი თანხების სესხებას და ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელსაც საფუძვლად უდევს პანიკა.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ონლაინ ტრანზაქციებს.ყველაზე დადებით შემთხვევაში, ეს დაბნელება შეიძლება გახდეს ფინანსური დამოუკიდებლობის ახალი ეტაპის დასაწყისი. თუ ბოლო პერიოდში ფიქრობდით: საკუთარი საქმის დაწყებას; დამატებითი შემოსავლის შექმნას; ხელფასის ზრდის მოთხოვნას; საკუთარი ნიჭის მონეტიზაციას ან პროფესიული მიმართულების შეცვლას, 28 აგვისტოს პერიოდში მიიღებთ ინფორმაციას ან შესაძლებლობას, რომელიც ამ პროცესებს დააჩქარებს.

გახსოვდეთ, თქვენი ფასი იმაზე მეტია, ვიდრე თქვენი შემოსავალი და მოვიდა დრო ფინანსურადაც გამოჩნდეს, თქვენი რეალური ღირებულება. ამიტომ, მთვარის დაბნელება მერწყულისთვის შეიძლება იყოს ფულის, შემოსავლისა და თვითშეფასების გარდამტეხი მომენტი, როდესაც მოხდება ძველი ეტაპის დასრულება, და უფრო სტაბილური და დამოუკიდებელი მიმართულების ათვლის აღება.

თევზები:

თევზებისთვის 2026 წლის 28 აგვისტოს მთვარის დაბნელება განსაკუთრებით ძლიერი მოვლენაა, რადგან დაბნელება უშუალოდ თქვენს ნიშანში ხდება და აქტიურებს ასტროლოგიურ 1-ელ სახლს. ეს ნაწილობრივი მთვარის დაბნელება უპირისპირდება ქალწულის მზეს, ამიტომ თევზები ამ დაბნელებას სხვა ნიშნებზე უფრო მეტად და ემოციურად შეიგრძნობენ. მისი მთავარი თემაა საკუთარი თავის ახალი ვერსიის შექმნა და ეს დაბნელება მოითხოვს თქვენგან დაფიქრდეთ, ვინ ხართ ახლა და როგორი ცხოვრება გინდათ, რომ გქონდეთ მომავალში. შეიძლება დასრულდეს ძველი ცხოვრების წესი, დამოკიდებულებები, ჩვევები ან ისეთი ურთიერთობების ფორმები, რომელიც უკვე აღარ შეესაბამება თქვენს რეალობას. ა

სტროლოგიურად თევზებში დაბნელება უკავშირდება დასრულებას, გათავისუფლებას და ახალი ციკლისთვის თავისუფალი ადგილის შექმნას.

სიყვარული და ურთიერთობები:

სიყვარულში ეს შეიძლება იყოს სიმართლის გამოჩენის პერიოდი. ზედაპირზე ამოვა დამალული ემოციები, დაფიქრდებით, გინდათ თუ არა, კონკრეტული ურთიერთობების გაგრძელება და თუ დიდი ხანია არსებობს გაურკვევლობა, ეს დაბნელების პერიოდში მიიღებთ სწორ პასუხებს, ხოლო თუ გაქვთ სტაბილური კავშირი იგრძნობთ უფრო ღრმა ემოციურ სიახლოვეს. მარტოხელა თევზები შეხვდებიან მნიშვნელოვან ადამიანს, ასევე მოსალოდნელია გააქტიურდეს ძველი გრძნობები ან ადამიანი თქვენი წარსულიდან. ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარი სურვილები, სხვისი სურვილების გამო არ დაკარგოთ.

სამსახური და კარიერა:

ქალწული–თევზების ღერძი აპირისპირებს ყოველდღიურ სამუშაოს, მოვალეობებსა და პირად ცხოვრებას. ამიტომ შეიძლება მიხვდეთ, რომ სამუშაოს არსებული რეჟიმი აღარ გიწყობთ ხელს. შესაძლებელია: გრაფიკის შეცვლა; ახალი პასუხისმგებლობის აღება ან ძველი ვალდებულების დასრულება; სამსახურის შეცვლის სურვილის გაძლიერება; პროფესიული მიმართულების გადახედვა; სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ახალი ბალანსის შექმნა.ამ დაბნელების მთავარი მოთხოვნაა: სისტემა უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი სისტემას.

ფინანსები:

ამ პერიოდმა შეიძლება დაგაფიქროთ, სად ხარჯავთ ენერგიას და რას იღებთ სანაცვლოდ. შესაძლოა: დაასრულოთ ძველი ფინანსური ვალდებულება; შეიცვალოს შემოსავლის წყარო; გაგიჩნდეთ ახალი შესაძლებლობები; მოგიწიოთ ხარჯების გადახედვა; უარი თქვათ ისეთ ფინანსურ პასუხისმგებლობაზე, რომელიც ზედმეტად დაგამძიმებთ.

ნუ იჩქარებთ დიდი ფინანსური გადაწყვეტილების მიღებას 27–30 აგვისტოს პერიოდში. ამ პერიოდში შესაძლებელია მოულოდნელი ინფორმაციის მიღება ან გეგმების ცვლილება, ამიტომ მნიშვნელოვანია დეტალების გადამოწმება.

ჯანმრთელობა და ენერგია:

თევზებისთვის ეს არის დასვენებისა და ენერგიის აღდგენის მნიშვნელოვანი პერიოდი. შეიძლება იგრძნოთ, რომ: ზედმეტად გადაიღალეთ; ბევრ ადამიანს და პრობლემას საკუთარ თავზე იღებდით; აუცილებელია ძილისა და დასვენების რეჟიმის შეცვლა და საჭიროა ემოციური საზღვრების დაწესება. ეს არ ნიშნავს, რომ შეგექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემები, უბრალოდ ეს დაბნელება გიბიძგებთ მეტი ყურადღება მიაქციოთ, საკუთარ სხეულსა და ემოციურ მდგომარეობას. ამ პერიოდის ყველაზე ძლიერი მხარე უკავშირდება ემოციურ გათავისუფლებას და შეძლებთ საბოლოოდ გაუშვათ: ძველი წყენები; წარსული ურთიერთობები; დანაშაულის განცდა; მუდმივი თვითკრიტიკა; სხვისი პრობლემების საკუთარ თავზე აღება; ისეთი სიტუაცია, რომელსაც დიდი ხანია ვეღარ ცვლით.

რას უნდა ერიდოთ:

განსაკუთრებით 27–29 აგვისტოს ნუ მიიღებთ ემოციის ფონზე გადაწყვეტილებებს; ნუ ეცდებით ყველას გადარჩენას; ნუ დაიჯერებთ დაუდასტურებელ ინფორმაციას; მოერიდეთ ძველი კონფლიქტების იმპულსურად გამწვავებას; ნუ აიღებთ ახალ ვალდებულებებს მხოლოდ იმიტომ, რომ გიჭირთ ვინმეზე უარის თქმა. ამ დაბნელების პერიოდს უკავშირდება ურანის ნეგატიური ასპექტიც, რამაც შეიძლება მოულოდნელი ინფორმაცია, შეტყობინება ან გეგმების ცვლილება გამოიწვიოს.

ყველაზე დადებითი შემთხვევაში დაიწყება თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპი და იტყვით, რომ აღარ გსურთ ძველებურად ცხოვრება. სწორედ აქედან იწყება ცვლილებები: ურთიერთობაში, სამსახურში, ცხოვრების წესში ან საკუთარ თავთან დამოკიდებულებაში.ამ პერიოდის მთავარი გზავნილი თქვენთვის მდგომარეობს იმაში, რომ გაუშვათ ის, რაც დასრულდა და აღარ დაკარგოთ საკუთარი თავი სხვისი მოლოდინების გამო. ეს არის პირადი გარდაქმნის, ემოციური გათავისუფლების და ახალი ცხოვრების ეტაპისთვის მომზადება, რადგან დაბნელება უშუალოდ თქვენს ნიშანში ხდება, მისი გავლენა განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება იმ თევზებისთვის, ვისი მზე, მთვარე, ASC ან სხვა მნიშვნელოვანი წერტილები მოხვდება თევზების 0–10° გრ-ში.

თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია 27 აგვისტოდან – 2 სექტემბერის ჩათვლით. დაბნელების თემები კი შეიძლება მომდევნო თვეებშიც განვითარდეს.

ავტორი: ზმნა

08/27/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024