Logo

3 მითი ნებისყოფის შესახებ - ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე

3 მითი ნებისყოფის შესახებ - ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე

12/15/2025

ტექსტის ზომა

ნებისყოფა მიზნის მისაღწევად დაბრკოლების გადალახვის უნარია, რომელზეც ჩვენი წარმატება ამა თუ იმ საქმეში, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული.

ფსიქოლოგმა ირმა კვაჭაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ნებისყოფის შესახებ გავრცელებული სამი მითი დაასახელა.

3 ყველაზე გავრცელებული მითი ნებისყოფის შესახებ

  1. თუ მოინდომებ გააკეთებ თუ ვერ აკეთებ ე.ი. არ გინდა.

ეს ასე არ არის, რადგან ჩვენი კეთების ენერგია ანუ ჩვენი შემოქმედებითი ძალა დამოკიდებულია ჩვენის შინაგან რესურსზე, საზრისზე, ენერგიაზე და იმაზე,თუ რამდენად გაცნობიერებულად გვინდა ამა თუ იმ საქმის კეთება.

  1. ნებისყოფა ეს არის მოთმენა.

მოთმენა არის ძალადობა და არცერთი მოთმენილი საქმე ეკოლოგიური არ არის.

  1. ნებისყოფა ან გაქვს ან არა და ის შეგვიძლია ჩავრთოთ ან გამოვრთოთ.

სინამდვილეში ნებისყოფა ეს არის უნარი, რომელსაც ვარჯიში, შრომა და გამომუშავება სჭირდება.

გავრცელებული მითების გარდა, ფსიქოლოგი გამომწერებს კიდევ ერთ საინტერესო მოსაზრებას უზიარებს იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გახდეს ნებისყოფის გამომუშავებაში მნიშვნელოვანი ფაქტორი.

ნებისყოფა

„ნებისყოფა არ არის თანდაყოლილი უნარი და მისი გამომუშავება გავარჯიშება არის და მნიშვნელოვანი ფაქტორი ნებისყოფის გამომუშავებაში არის უსაფრთხო გარემო. ანუ თუ მშობლები თავის დანაპირებს ასრულებდნენ ბავშვთან მიმართებაში, ბავშვს უყალბდება ნებისყოფის უნარი, რაც მას იმპულსის გადავადებაში ეხმარება, ხოლო თუ მშობლები არა ასრულებდნენ რასაც ბავშვს ჰპირდებოდნენ, ბავშვს აღარ სჯერა იმის, რომ შედეგი დადგება და ამით ნებისყოფის ჩამოყალიბება ფერხდება,“ამბობს ფსიქოლოგი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

მითებინებისყოფაფსიქოლოგია
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026