Logo

3 ფილმი, რომელიც გჭირდება მაშინ, თუ გრძნობ, რომ გადაიღალე

3 ფილმი, რომელიც გჭირდება მაშინ, თუ გრძნობ, რომ გადაიღალე

09/06/2026

ტექსტის ზომა

თანამედროვე სამყაროს აჩქარებულ რიტმში ხშირად ვდგებით მომენტის წინაშე, როდესაც შინაგანი რესურსი სრულიად იწურება, გონება გადაიტვირთება და ჩვეულებრივი ყოველდღიურობა მძიმე ტვირთად გვაწვება. ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი არა წინ გაქცევა, არამედ შეჩერება, გააზრება და საკუთარ თავთან დროის გატარებაა.

კინომცოდნე მეკო გელაშვილი გვიზიარებს სამ კინემატოგრაფიულ ნამუშევარს, რომლებიც ზუსტად ამ შინაგან პაუზასა და სულიერ თერაპიაში დაგვეხმარება.

კინო

„მინდა გაგიზიარო 3 ფილმი, რომელიც გჭირდება მაშინ, თუ გრძნობ, რომ გადაიღალე.

თუ გრძნობ, რომ შინაგანი რესურსი ამოგეწურა, სამყარო ძალიან აჩქარდა და გონება გადაგეტვირთა, უბრალოდ შეჩერდი, ამოისუნთქე და უყურე ამ სამ ფილმს.

ეს ნამუშევრები ჩვენი მეგობრები არიან და გვახსენებენ, რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა არ ნიშნავს მარტოობას.

„იდეალური დღეები“ (Perfect Days)

ფილმი

ვიმ ვენდერსის ფილმი ნამდვილი გზამკვლევია იმისა, რომ ჭეშმარიტება წვრილმანების გაცნობიერებაშია. ჰირაიამა საზოგადოებრივ ტუალეტებს ალაგებს. ეს მისთვის შინაგანი რიტუალია, ყოფნის ესთეტიკა. ის უსმენს მუსიკას, კითხულობს წიგნებს, იღებს ხის ფოტოებს...

ეს ფილმი მეგობარია მათთვის, ვისაც უხარია, რომ ცოცხლობს. ის გვაბრუნებს აწმყოში და გვიჩვენებს, რომ კეთილი და სიმშვიდე ერთად ცხოვრობენ.

„პატერსონი“ (Paterson)

ფილმი

ეს ფილმი გვიჩვენებს, რომ რუტინა რიტმია და არა მახე, ხოლო თითოეული უბრალო ჟესტი შეიძლება პოეზიად იქცეს. ავტობუსის მძღოლი პატერსონი ყოველდღე ავსებს თავის საიდუმლო რვეულს. როდესაც ძაღლი ამ რვეულს დაფლეთს, ის ხმამაღლა არ გლოვობს, უბრალოდ ზის ჩანჩქერის წინ, უყურებს წყლის დინებას და ხვდება, რომ ყოველი დასასრული ახალი დასაწყისია.


ეს ფილმი გვასწავლის მადლიერებას იმის მიმართ, რაც უკვე გვაქვს და გვეუბნება: შეჩერდი, დაინახე ხე ფანჯრიდან, ისუნთქე და სილამაზე შეამჩნიე.

„პატარა ტყე“ (Little Forest)

ფილმი

კორეული ფილმი გოგონაზე, რომელიც ქალაქის ხმაურსა და სოციალურ წნეხს სოფლის სიმშვიდეში გაურბის. აქ კერძების მომზადება, ურთიერთობები, წყენის დავიწყება და სულის მკურნალობის გზაა.
ეს ფილმი გვახსენებს, რომ პაუზა შეჩერებას არ ნიშნავს, ეს არის საკუთარი თავის გაფრთხილება, რათა წინსვლა შინაგანი სიმშვიდით შეძლო. ეს ფილმები გვაბრუნებენ აწმყოში და შეგვახსენებენ, რომ ჩვენი გზა გრძელდება, მაგრამ წინსვლისთვის ხანდახან საჭიროა შეჩერდე, ამოისუნთქო,“ - გვიჩევს კინომცოდნე.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

კინომცოდნემეკო გელაშვილირჩევებიფილმები
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026