
09/23/2026
მამისა და შვილის ურთიერთობა ბავშვის ემოციური და სოციალური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საძირკველია.
როდესაც მამა აქტიურად არის ჩართული შვილის ყოველდღიურობაში, თამაშსა და აღზრდაში, ბავშვი უფრო თავდაჯერებულად იზრდება, უყალიბდება უსაფრთხოების განცდა და ჯანსაღი თვითშეფასება.
ფსიქოლოგი თამარ ცირამუა სწორედ ამ კავშირის გამყარების პრაქტიკულ გზებზე საუბრობს და გვთავაზობს 3 ძირითად აქტივობას, რომელიც ბავშვმა მამასთან ერთად უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მათი ურთიერთობა კიდევ უფრო ღრმა, მეგობრული და სანდო გახდეს.
" 3 რამ, რაც ბავშვმა მამასთან ერთად უნდა გააკეთოს:
ერთობლივი შემოქმედება და თამაში
ბავშვმა და მამამ ერთად უნდა ითამაშონ, შექმნან რაღაც ერთად, ააწყონ, დახატონ ან მოამზადონ რაიმე.

გულახდილი საუბრები
მნიშვნელოვანია უბრალო საუბარი, რომელიც არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ სკოლაზე, ნიშნებსა და წესებზე საუბრით.

ემოციების განხილვა
აუცილებელია საუბარი ემოციებზეც. იმაზე, თუ როგორ გრძნობს ბავშვი თავს, რა უყვარს ყველაზე მეტად, რისი ეშინია და ა.შ.

პატარას მამასთან და ზოგადად მშობლებთან ერთად გატარებული დრო განსაკუთრებით ამახსოვრდება და ეხმარება თავი იგრძნოს მნიშვნელოვან და საყვარელ ადამიანად," - გვირჩევს ფსიქოლოგი.
გააზიარე სტატია