ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნუკი კოშკელიშვილმა ახლახან მეორე შვილი გააჩინა. როგორც მსახიობი ამბობს, სამშობიაროდან შინ დაბრუნებულ პატარა შიოს, უფროსი ძმა, ოლივერი გაგებითა და სიყვარულით დახვდა.
ნუკი მიიჩნევს, რომ ეს მშობლების მიერ სწორად გადადგმული ნაბიჯების დამსახურებაა და გამომწერებს იმ რჩევებს უზიარებს, რომლებიც ოჯახმა ფსიქოლოგისგან მიიღო და გაითვალისწინა.
"ვერასდროს წარმოვიდგენდი 7 წლის ბავშვი ასეთი გაგებით და სიყვარულით თუ დახვდებოდა ახალი ოჯახის წევრს. ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა მშობლების მხრიდან სწორი რაღაცების გაკეთება პირველ ეტაპზე.

ჩვენ რამდენიმე რამ გვირჩიეს, თუ თქვენს ელოდებით მეორე ბავშვს შეგიძლიათ გაითვალისწინოთ და გამოიყენოთ.
1. პირველი შეხვედრისას აუცილებლად ბავშვი უნდა დაიჭიროს მამამ ან ვინმე სხვამ, პირველი შეხვედრისას უფროსმა ბავშვმა არ უნდა დაინახოს პატარა დედის ხელში, ეს იწვევს ცუდ ასოციაციას და შოკს.
2. აუცილებლად აგრძნობინეთ უფროსს, რომ ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომც ტიროდეს პატარა და რაღაც გთხოვოთ უფროსმა, აუცილებლად მიხედეთ, ცოტა ხანში თავად გეტყვით, მერე მომხედე, ხომ ხედავ ტირის ბავშვიო.
3. აუცილებლად მოიმარაგეთ საჩუქარი უმცროსი ბავშვისგან უფროსისთვის. სამშობიაროდან დაბრუნებისას უთხარით, რომ ეს საჩუქარი პატარამ მოუმზადა. ეს იწვევს მომენტალურ პოზიტიურ ასოციაციას.
ეს სამი ძირითადი რჩევაა, რაც ყველა ექიმმა და ფსიქოლოგმა გვირჩია. მე მგონია, რომ ძალიან კარგი რჩევებია, გამოგადგებათ,"- წერს ნუკი კოშკელიშვილი.
01/10/2026