ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
სიმშვიდე არ ნიშნავს იმას, რომ გარშემო ყველაფერი იდეალურადაა. ეს არის უნარი, მართო საკუთარი რეაქციები იმაზე, რაც გაარშემო ხდება.
ჰიპნოთერაპევტი თემო ნემსიწვერიძის ეს 3 რჩევა დაგეხმარებათ, გამოხვიდეთ მსხვერპლის როლიდან და გახდეთ საკუთარი ცხოვრების აქტიური შემოქმედი.
გაიგეთ, რატომ არის სიტყვებსა და ფორმულირებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენი ბედნიერებისთვის.

თემო ნემსიწვერიძე:
"3 ყველაზე მნიშვნელოვანი შთაგონება, რომელიც მეხმარება სიმშვიდის შენარჩუნებაში, უნარი, რომელიც დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და აქტუალურია ყველასთვის.
1. რაც ხდება, ყველაფერი უკეთესობისთვისაა
ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მარტივი ან სასიამოვნოა. ნიშნავს, რომ ნებისმიერ გამოცდილებას აქვს პოტენციალი გვასწავლოს, გაგვზარდოს და გაგვაძლიეროს. როცა ამ ხედვას ვირჩევთ, აღარ ვიღებთ ნეგატიურ გამოცდილებას, როგორც კატასტროფას (რასაც ხშირად ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე). შედეგად კი ნაკლებად ვებრძვით რეალობას და უფრო სწრაფად ვადაპტირდებით რთულ სიტუაციებშიც და იქაც კი ვხედავთ აზრს და განვითარების საშუალებას.

2. სამყაროში მოვლენები თავისი არსით ნეიტრალურია
ჩემო ძვირფასებო, არ დაგავიწყდეთ, მოვლენებს მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენ. ერთი და იგივე სიტუაცია შეიძლება აღიქვას ერთმა როგორც კატასტროფა, ხოლო მეორემ - როგორც განვითარების შანსი.
როდესაც აცნობიერებ მოვლენის ნეიტრალურობას, ის ავტომატური ნეგატიური ინტერპრეტაციები, რომლის მიწებებაც ასე გვიყვარს ყველაფერზე, ქრებიან, რის შედეგადაც აუცილებლად მცირდება შფოთვა, ჩნდება მომხდარის ჯანსაღი აღქმა და რაც მთავარია, იზრდება შინაგანი თავისუფლება.
სასიამოვნოა, როცა უკვე შეგიძლია აირჩიო, როგორ შეხედო მოვლენას და არ რეაგირებდე ბოჩოლასავით იმპულსურად.
3. არ არსებობს პრობლემები, არსებობს გამოწვევები
სიტყვა "პრობლემა", ჩვენთვის ბავშვობიდან ასოცირდება რაღაც მძიმესთან, ტანჯვასთან, სიძნელესთან და ნებისმიერ სიტუაციაში, როცა მოვლენას "პრობლემას" ვარქმევთ, ის ავტომატურად ხდება ზუსტად იმ სიძნელის, რაც მასზე შთაგონება გვაქვს, შესაბამისად ის ხდება დაბრკოლება. ხოლო ამ სიტყვისთვის უბრალოდ სახელის გადარქმევა „გამოწვევად“, უკვე დიდ ცვლილებას გვაძლევს.

წარმოიდგინეთ, რა მაგრად ჟღერს: „ცხოვრების გამოწვევა“. რაღაც სიძნელის წინაშე აღმოჩნდით და დაარქვით მას "ცხოვრების გამოწვევა". უკვე ისეთია, რისი გადალახვაც კი გინდება, აზარტს გაძლევს. ეს არის ზუსტად ის ფოკუსის ცვლილება, გადასვლა მსხვერპლის პოზიციიდან აქტიურ მოქმედ პოზიციაში, რის შედეგადაც იზრდება პასუხისმგებლობის აღქმა, ქმედითობა და ეფექტიანობის განცდა.
საბოლოო ჯამში კი, ამ სამი შთაგონებით, ცხოვრება აყალიბებს იმ სტაბილურ შინაგან მდგომარეობას, სადაც სიმშვიდე არ არის დამოკიდებული გარე მოცემულობაზე. შენ აღარ იღებ კონტროლს ყველაფერზე, შენ იღებ კონტროლს საკუთარ აღქმაზე, რეაქციაზე, არჩევანზე და სწორედ ეს არის შინაგანი სიმტკიცის ბირთვი," - ამბობს ჰიპნოთერაპევტი.
05/18/2026