Logo

3 წიგნი, რომელიც ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს წაკითხული - გიორგი კეკელიძე გვირჩევს

3  წიგნი, რომელიც ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს წაკითხული - გიორგი კეკელიძე გვირჩევს

07/22/2026

ტექსტის ზომა

ლიტერატურა მხოლოდ გასართობი ან დროის გასაყვანი საშუალება არ არის. იგი ჩვენი ეროვნული იდენტობის, კულტურისა და სულიერი სიმდიდრის საძირკველია.


რომელი წიგნები ქმნის ქართული აზროვნების ბირთვს და რატომ არის მნიშვნელოვანი მათი არა ზედაპირული, არამედ გააზრებულად წაკითხვა?


მწერალი გიორგი კეკელიძე, იმ აუცილებელ ნაწარმოებებს ასახელებს, რომლებიც თითოეულ ქართველს სიღრმისეულად უნდა ჰქონდეს გააზრებული.


გიორგი კეკელიძე:

„ქართველს აუცილებლად უნდა ჰქონდეს წაკითხული „ვეფხისტყაოსანი“. ოღონდ მართლა წაკითხული და არა ზედაპირულად, ან რამდენიმე საზეპიროს ცოდნით, ასე ვთქვათ, ფონზე გასვლისთვის.

ასევე ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაურს“ შევთავაზებდი აუცილებლად.

და იმისათვის, რომ იგრძნოს, რა არის ქართული ლექსი (და ჩვენ პოეზიის ჩემპიონები ვართ, შეიძლება მსოფლიო ჩემპიონებიც კი... უბრალოდ ერთი რაღაცით არ გაგვიმართლა, რომ დიდი ქვეყანა არა ვართ; დიდი ენა გვაქვს, მაგრამ არ არის მსოფლიო ენა და ამიტომ ამ ადამიანებს დღეს მსოფლიო ჯეროვნად არ იცნობს) წავაკითხებდი, მაგალითად, გალაკტიონ ტაბიძის ლექსს "ქარი დაცხრა სიბობოქრის."

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

გიორგი კეკელიძენაწარმოებირჩევებიწიგნები
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026