Logo

ყველაფერი ბავშვებზე

4 ხილი, რომელიც ბავშვებში შეკრულობასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ

4 ხილი, რომელიც ბავშვებში შეკრულობასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ბავშვთა ასაკში შეკრულობა (ყაბზობა) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ხშირად მშობლების დიდ შეშფოთებას იწვევს.

თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ეს მდგომარეობა რაიმე სერიოზულ დაავადებასთან კი არ არის დაკავშირებული, არამედ ბავშვის კვების რაციონითა და დიეტით არის განპირობებული.

ბავშვი

პედიატრები გვირჩევენ, რომ სანამ მედიკამენტურ მკურნალობას მივმართავდეთ, პირველ რიგში პატარას კვების რაციონს გადავხედოთ.

პედიატრი ძმები დავით და კონსტანტინე ჩახუნაშვილები 4 საუკეთესო ხილს ასახელებენ, რომლებიც მდიდარია უჯრედისით, ფრუქტოზითა და სასარგებლო ფენოლური ნაერთებით.
პედიატრი ძმები იმასაც გვირჩევენ, თუ როგორ უნდა მივაწოდოთ ხილი ბავშვს მაქსიმალური შედეგის მისაღწევად.


„შეკრულობა საკმაოდ ხშირი პრობლემაა ბავშვებში. თუმცა შემთხვევათა უმეტესობა, რაიმე კონკრეტული დაავადებით გამოწვეული არ არის, არამედ დაკავშირებულია დიეტასთან...

და თუ ჩვენ ბავშვის კვების რაციონს გადავხედავთ, პრობლემა მარტივად მოგვარდება.

ბავშვი

ბავშვის კვებაში სასურველია ჩართოთ ხილი. კონკრეტულად კივი, ქლიავი, ვაშლი და მსხალი.
ხილის ყველა ეს სახეობა, ძალიან მდიდარია უჯრედისით, ფრუქტოზით, ფენოლის ნაერთებით და ყველა იმ ინგრედიენტით, რომელიც კუჭის მოქმედებისთვის არის საჭირო.

ბავშვი

კიდევ ერთი რჩევა, რაც შეეხება მსხალს, ქლიავს და ვაშლს, საუკეთესო შედეგისთვის, სასურველია ეს ხილი ბავშვს კანთან ერთად მისცეთ," - გვირჩევენ პედიატრი ძმები.

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

08/27/2026