ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მსახიობი და იუმორისტი ნიკა ქავთარაძე რამდენიმე წლის წინ ემიგრაციაში გაემგზავრა და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყო. როგორია მისი ემიგრაციული დღეები და რაზე წყდება გული მსახიობს?
საკუთარი ემოციებისა და განცდების შესახებ ნიკა ქავთარაძე გამომწერებს სოციალური ქსელის საშუალებით ხშირად ესაუბრება. ამჯერად მსახიობმა საკუთარ მარტოობაზე და ამ მარტოობის მიზეზებზე ისაუბრა.
„რაც ზრდასრული გავხდი, თითქმის არასდროს ვყოფილვარ(მიცხოვრია) მარტოს. ნებისმიერი ურთიერთობის დასრულებიდან, მალევე იწყებოდა ახალი. არ გეგონოთ,რომ უამრავ ურთიერთობაზეა საუბარი - სამი დიდი ამბავი მქონდა. მაგრამ ეს სამი ამბავი 20 წელი გრძელდებოდა.
არსებობენ ადამიანები, ვინც თავისუფლებას მარტოობაში გრძნობს, მე კი პირიქით ვარ - ჩემი თავისუფლება მიბმულია ურთიერთობებზე.
45 წლისამ დავიწყე მარტოობა. ამ ასაკში ყველაფერი პირიქით უნდა იყოს. მაგრამ ასე მომიწია. ამას ემიგრაციაც დაემთხვა. ანუ მიწევს ვისწავლო მარტო ცხოვრება, თან სრულიად უცხო გარემოში. ეს კი იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ნებისმიერი ერთ-ერთი ამ ორიდან.
ხშირად, ვერც კი ვიაზრებ, სად ვარ და უცებ, რაღაც წამში ვფხიზლდები და აღვიქვამ სად ვარ - მივარდება სიცილი, რომელსაც თავისთავად ცრემლებიც მოსდევს.
არ მიცხოვრია ცუდი ადამიანის ცხოვრებით, მაგრამ წარსული იმდენად მძაფრი ემოციებითაა სავსე, რომ არ მიშვებს, არ მაცდის აწმყოზე გადმოვერთო... არადა, ერთი შეხედვით, მარტივი ადამიანი ვიყავი. მარტივად, იუმორით ვუყურებდი ნებისმიერ პრობლემას. მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ამას სხვებისთვის ვაკეთებდი, მათ რომ არ ენერვიულათ.
არ მიყვარს საკუთარი თავის დადანაშაულება და გვემა. მაგრამ ალბათ, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ახლა ამ პოსტის დაწერა მიწევდეს.
გაუფრთხილდით ადამიანებს, ვისაც უყვარხართ და ვისაც ყველას ურჩევნიხართ. მაგრამ არასდროს დაკარგოთ საკუთარი თავი და ღირსება - არც ერთი ადამიანის გამო. რამდენად ძვირფასიც უნდა იყოს ის.
მე ეს არ გამომივიდა - თეორიაში ვარ მაგარი,“- წერს ნიკა ქავთარაძე.
02/07/2026