Logo

სასარგებლო რჩევები

5 ბიუჯეტური იდეა სადღესასწაულო სუფრის გასალამაზებლად

5 ბიუჯეტური იდეა სადღესასწაულო სუფრის გასალამაზებლად

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ლამაზი სადღესასწაულო სუფრა სულაც არ ნიშნავს დიდ ხარჯს. ცოტა ფანტაზია და სწორი დეტალები საკმარისია, რომ სუფრა ელეგანტური გახდეს და მნახველების გული დაიპყროს.

1.სანთლები - ყველაზე იაფი ეფექტი

სანთლები

რამდენიმე უბრალო სანთელი მყისიერად ქმნის დღესასწაულის განწყობას. სხვადასხვა სიმაღლის სანთლები სასანთლეებში ან გამჭვირვალე ჭიქებში მოთავსებული სანთლები, სუფრას სითბოსა და ელეგანტურობას მატებს.

2.ბუნებრივი ელემენტები

ბუნებრივი

მწვანე ტოტები, დაფნის ფოთლები, როზმარინი ან ლიმონის ნაჭრები - ყველაფერი, რაც ბუნებრივია, ეფექტს აძლიერებს. ასეთი დეკორი იაფიცაა და ვიზუალურად ძალიან ეფექტური.

3.ერთი ფერის პრინციპი

ფერი

არ არის საჭირო ძვირადღირებული ჭურჭელი. აირჩიე ერთი ძირითადი ფერის თეფშები (თეთრი, მწვანე, ოქროსფერი დეტალები) და სუფრა ავტომატურად უფრო ორგანიზებული და დახვეწილი გამოჩნდება.

4.უბრალო, მაგრამ ლამაზი ტექსტილი

ხელსახოცი

უბრალო თეთრი, ან ნეიტრალური სუფრა ბევრად სჯობს ჭრელ გადასაფარებელს. ძალიან უხდება სუფრას ქსოვილის ხელსახოცები, რომლებიც სასურველია ძაფით ან ლენტით შეკრათ. ზოგჯერ ასეთი პატარა დეტალი დიდ ეფექტს ქმნის.

5.მინიმალური დეკორი საკვებით

დაფა

ლამაზად დაჭრილი ხილი, ყველი ან პური თავად ხდება დეკორაცია. არ არის აუცილებელი ზედმეტი აქსესუარები. სწორად წარმოდგენილი საკვები, სუფრის საუკეთესო გაფორმებაა.

გაითვალისწინეთ, სუფრა, რომელიც მსუბუქადაამორთული და არ არის გადატვირთული, ავტომატურად უფრო ძვირადღირებული სუფრის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ავტორი: ზმნა

12/30/2025

ბიუჯეტურიიდეასუფრა
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024