ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ქოლესტერინი ორგანიზმისათვის აუცილებელ ბიოლოგიური კომპონენტია, რომელიც მონაწილეობს უჯრედული მემბრანების სტრუქტურის შენარჩუნებაში, ჰორმონების სინთეზში, ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში და D ვიტამინის წარმოქმნაში. მისი დონის დარღვევა, განსაკუთრებით დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებთან დაკავშირებული მატება, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ერთ-ერთ მთავარ რისკფაქტორს წარმოადგენს.
სწორედ ამიტომ, ქოლესტერინის მართვის ეფექტური და უსაფრთხო მეთოდების განვითარება, მათ შორის ცხოვრების წესის ცვლილება და კვებითი ინტერვენციები, თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს.
ჯანდაცვის ექსპერტი, ექიმი გიორგი ფხაკაძე პლატფორმაზე „შენი ექიმი“ 5 მარტივ რჩევას აქვეყნებს მათთვის, ვისაც ქოლესტერინის დონის მართვა და ორგანიზმის ჯანმრთელობის შენარჩუნება, მედიკამენტოზური ჩარევების გარეშე სურს.
5 მარტივი ნაბიჯი ჯანმრთელობისთვის

1. მიირთვით შვრია
ის შეიცავს ბეტა-გლუკანს, ბოჭკოს, რომელიც ქოლესტერინს შლის და გამოდევნის მას ორგანიზმიდან. შვრიის ფაფის რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება შეამციროს “ცუდი” ქოლესტერინის დონე 8-23%-ით.

2. ჩართეთ რაციონში კვერცხი და ჯანსაღი იოგურტი
ეს საკვები მდიდარია ნუტრიენტებით და შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი ჯანმრთელობა. საკვებიდან მიღებული ქოლესტერინი ყოველთვის საზიანო არ არის – მთავარია ბალანსის დაცვა.

3. პომიდვრის წვენი
პომიდვრის წვენი მდიდარია ლიკოპენით, ანტიოქსიდანტით, რომელიც იცავს გულსა და სისხლძარღვებს. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს “ცუდი” ქოლესტერინის დონის შემცირებას და აუმჯობესებს სისხლძარღვების ელასტიკურობას.

4. არ თქვათ უარი ცხიმებზე
ცხიმების სრულად ამოღებამ რაციონიდან, შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ჭარბი სინთეზი. მნიშვნელოვანია ბალანსის შენარჩუნება ზომიერად, სწორი ცხიმების მიღებით.

5. დაამატეთ ტაურინის შემცველი საკვები თქვენს რაციონში
ტაურინი, რომელიც გვხვდება ტუნასა და ფრინველის მუქ ხორცში, ხელს უწყობს ქოლესტერინის შემცირებას, უჯრედის მემბრანების სტაბილიზაციას და აუმჯობესებს ქოლესტერინის საერთო პროფილს.
ამ მარტივი რეკომენდაციების დაცვით, შეგიძლიათ მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ თქვენი ჯანმრთელობა მედიკამენტების გამოყენების გარეშე. ქოლესტერინის ბუნებრივად შემცირება არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ უფრო უსაფრთხოც.
02/23/2026