Logo

5 მარტივი რჩევა დღესასწაულების შემდეგ ფორმაში დასაბრუნებლად

5  მარტივი რჩევა დღესასწაულების შემდეგ ფორმაში დასაბრუნებლად

01/05/2026

ტექსტის ზომა

დღესასწაულები ხშირად ასოცირდება გემრიელ კერძებთან, დაგვიანებულ ვახშმებთან და რეჟიმის დარღვევასთან.

თუმცა რამდენიმე ასეთი დღე არ ნიშნავს, რომ ფორმაში დაბრუნება რთულია. მთავარი მონდომება და სწორი მიდგომაა. სპეციალისტები ამბობენ, რომ საკმარისი რაოდენობით წყალი, ზომიერად მოძრაობა და მოწესრიგებული ძილი ზოგჯერ სრულიად საკმარისია.

გთავაზობთ 5 მარტივ რჩევას მათთვის, ვისაც სადღესასწაულო დღეების შემდეგ ფორმაში დაბრუნება სურს.

1. დაიწყე წყლით

დღესასწაულების შემდეგ ორგანიზმი ხშირად სითხეს აკავებს. დღის დაწყება წყლით ხელს უწყობს დეტოქსიკაციას და ამცირებს შეშუპებას.

2. უარი თქვი მკაცრ დიეტებზე

შიმშილი პრობლემას არ აგვარებს. სჯობს დაუბრუნდე ჩვეულ კვების რეჟიმს და შეამცირო მძიმე, ცხიმიანი და ტკბილი საკვები.

3. იმოძრავე ყოველდღე

ინტენსიური ვარჯიში აუცილებელი არ არის. სეირნობა, მსუბუქი მოძრაობა ან გაწელვები საკმარისია მეტაბოლიზმის გასააქტიურებლად.

4. ნუ დაივიწყებ ძილს

უძილობა ზრდის მადას და ამცირებს ენერგიას. ხარისხიანი ძილი ორგანიზმს დაკარგული ენერგიის აღდგენაში ეხმარება.

5. იყავი მომთმენი საკუთარი თავის მიმართ

ფორმაში დაბრუნება ის პროცესია,რომლის დროსაც სტრესი და თვითკრიტიკა შედეგს აფერხებს, ხოლო სტაბილურობა წარმატების გასაღებია.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

დიეტავარჯიშიფორმაში დაბრუნება
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026