Logo

5 მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბავშვებში სწორი კვების ჩვევების ჩამოყალიბებისათვის - პედიატრი ძმების რჩევები

5 მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბავშვებში სწორი კვების ჩვევების ჩამოყალიბებისათვის - პედიატრი ძმების რჩევები

01/10/2026

ტექსტის ზომა

ბავშვებში სწორი კვების ჩვევების ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მშობლების უმეტესობა ჩივის, რომ პატარებს სწორი კვების წესებთან დამეგობრება უჭირთ. ეს შედეგი, სხვა უამრავ მიზეზთან ერთად, შესაძლოა მშობლების მიერ გაუცნობიერებლად დაშვებულ შეცდომებთანაც იყოს დაკავშირებული.

პედიატრი ძმები დავით და კონსტანტინე ჩახუნაშვილები გამომწერებს უზიარებენ 5 წესს, რომელთა გათვალისწინებაც მომავალში კვებითი პრობლემებს წარმოშობას უშლის ხელს.

„იმისათვის რომ ბავშვს მომავალში კვებითი პრობლემები არ აწუხებდეს, საჭიროა რამდენიმე წესის გათვალისწინება," - ამბობენ პედიატრი ძმები.

ბავშვის კვება

1. რა თქმა უნდა დედის რძე შეუცვლელია და 4-6 თვემდე ბავშვი მხოლოდ დედის რძით შეიძლება იკვებებოდეს, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია მყარი კვების სწრაფი ინიციირება.რაც დამოკიდებულია კრიტერიუმებზე და თუ ბავშვი აკმაყოფილებდათ კრიტერიუმებს, 4-6 თვიდან შეგვიძლია მას მყარი საკვები მივაწოდოთ

ბავშვის კვება

2. ძალიან მნიშვნელოვანია თვითკვებაზე დროული გადასვლაც. თვითკვება, კლასიკური მეთოდის დროს იწყება „ფინგერფუდებით“ ანუ თითის ფორმის საკვებით 8-10 თვის შუალედში, თუმცა ზოგიერთი მშობელი თავიდანვე თვითკვების მეთოდით იწყებს საერთოდ კვებას. ანუ მყარ საკვებს, 6 თვიდანვე, თვითკვების მეთოდით აძლევს.

ბავშვის კვება

3. შეგიძლიათ თვითკვების მეთოდი სახალისო გახადოთ. თეფშზე დაალაგეთ სხვადასხვა ფერის მყარი საკვები და მიეცით ბავშვს საშუალება თვითონ აირჩიოს.

ბავშვის კვება

4. შეგიძლიათ ბავშვთან ერთად თქვენც მიირთვათ საკვები, რომ მივცეთ მას მაგალითი.

ბავშვის კვება

5. ასევე გაითვალისწინეთ, რომ არასოდეს მოატყუოთ ან დააძალოთ ბავშვს საკვები, რადგან ესეც მომავალში პრობლემად შეიძლება გარდაიქმნას.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ბავშვის კვებაკვებითი ჩვევებიპედიატრი ძმებირჩევები
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026