Logo

სასარგებლო რჩევები

5 პროდუქტი, რომელიც ყველაზე ხშირად გვიშლის ხელს წონის კლებაში

5 პროდუქტი, რომელიც ყველაზე ხშირად გვიშლის ხელს წონის კლებაში

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ჭარბი წონა და მასთან დაკავშირებული პრობლემები 21- ე საუკუნის 20-იანი წლებში სოციალური ქსელების და სამედიცინო პორტალების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური განხილვის საგანი გახდა.

ადამიანები ინტერესდებიან როგორ შეარჩიონ საჭირო დიეტა, როგორ შეუწყონ ხელი წონაში კლებას და იყონ მათთვის სასურველ ფორმაში.

სპეციალისტები ერთხმად თანხმდებიან, რომ წონის კონტროლი ჯანსაღი კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესთანაა დაკავშირებული და კვების პროდუქტების სწორად შერჩევა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

წონის კლებისთვის ხელის შემშლელ 5 ყველაზე მავნე პროდუქტს ასახელბს კვების ინსტრუქტორი დალი ბედოშვილი.

„ხშირად მეკითხებიან: - „სწორად ვჭამ, მაგრამ წონა არ იკლებს… რატომ?“ პრაქტიკაში ყველაზე ხშირად პრობლემა არა რაოდენობა, არამედ შერჩეული პროდუქტებია.

აი 5 პროდუქტი, რომელიც თითქოს „უვნებელია“, მაგრამ რეალურად ბლოკავს წონის კლებას.

თეთრი პური და ფუნთუშეული

პურფუნთშეული

სწრაფად ზრდის შაქარსა და ინსულინს აძლიერებს მადას და ცხიმის დაგროვებას განსაკუთრებით საშიშია საღამოს.

დამუშავებული რძის პროდუქტები (ტკბილი იოგურტები, დესერტები)

იოგურტი

შეიცავს დამალულ შაქარს აჩერებს ცხიმის წვას ხშირად იწვევს შებერილობას.

ძეხვეული, სოსისი, შებოლილი ხორცი

ძეხვეული

მაღალი მარილი და ტრანსცხიმები იწვევს წყლის შეკავებას აზიანებს მეტაბოლიზმს.

წვენები (თუნდაც „ნატურალური“)

წვენები

პრაქტიკულად სუფთა შაქარია, არ შეიცავს უჯრედისს, არ იძლევა დანაყრების შეგრძნებას,

„დიეტური“ ტკბილეული და ბატონი

დიეტური

ხშირად შეიცავს შაქრის შემცვლელებს, ზრდის ტკბილზე დამოკიდებულებას, აფერხებს ჰორმონალურ ბალანსს,

გახსოვდეთ, რომ: წონის კლება არ არის შიმშილი. წონის კლება არის სწორი არჩევანი სწორ დროს. თუ გინდა წონა იკლებდეს, მადა კონტროლში იყოს, შედეგი შენარჩუნდეს - საჭიროა არა აკრძალვები, არამედ გონიერი კვებითი სტრატეგია.

ავტორი: ზმნა

12/24/2025

5 პროდუქტიდალი ბედოშვილიკვების ინსტრუქტორიწონაში კლება
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024