
09/16/2026
ბაღთან შეგუების პერიოდი ბავშვისთვის მნიშვნელოვანია და მშობლის ქცევას ამ პროცესზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია.
ზოგჯერ სრულიად კეთილი განზრახვით ნათქვამმა ფრაზამ ან მოქმედებამ შესაძლოა განშორება უფრო გაართულოს და ბავშვის შფოთვა გაზარდოს.
ინკლუზიური განათლების სპეციალისტი თინათინ გობაძე გვირჩევს, რას უნდა მოვერიდოთ მაშინ, როცა ბავშვს ბაღში ვტოვებთ.
ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მიდიხარ. ჩუმად გაპარვამ შეიძლება უნდობლობა და შიში გამოიწვიოს თქვენსა და გარემოს მიმართ.

2. არ შეადარო სხვა ბავშვებს
„ნახე, ის არ ტირის“ ან „სხვა ბავშვები როგორ მშვიდად შედიან“ - ეს ფრაზები ბავშვის შფოთვას არ ამცირებს. შეიძლება პირიქით, თავი „ცუდად“ აგრძნობინოს.
3. არ უთხრათ ფრაზა - „ნუ იტირებ, მტირალას დაგიძახებენ“
ამით ბავშვი სწავლობს, რომ ტირილი სირცხვილია და ემოციის გამოხატვა არ შეიძლება.
ბავშვს უნდა შეეძლოს თქვას: „მომენატრე“ და ამის გამო თავი ცუდად არ იგრძნოს.

4. არ შეჰპირდეთ საჩუქარს
„არ იტირო, ბაღის შემდეგ ამას გიყიდი“ - ბავშვის დამშვიდება საჩუქრით მის ემოციასთან გამკლავებას არ ასწავლის. მნიშვნელოვანია, ჯილდოს ნაცვლად მივცეთ მხარდაჭერა და ვასწავლოთ, როგორ გადაიტანოს განშორება.

5. არ დაჰპირდეთ გართობას
„ბაღში ისეთი მაგარია, სულ გაერთობი!“ ბავშვს ნუ შევუქმნით მოლოდინს, რომ ბაღში აუცილებლად მხოლოდ სასიამოვნო ემოციები ექნება.
შეიძლება გაერთოს, მაგრამ შეიძლება მოიწყინოს, შეეშინდეს ან მშობელი მოენატროს და ესეც ნორმალურია.
ბაღში ადაპტაცია ბავშვისთვის დიდი ცვლილებაა. ჩვენი მიზანი არ უნდა იყოს, ბავშვმა არ იტიროს - ჩვენი მიზანია, იცოდეს, რომ მისი ემოციები მისაღებია, ის უსაფრთხოდ არის და მშობელი აუცილებლად დაბრუნდება," - გვირჩევს სპეციალისტი.
გააზიარე სტატია