Logo

5 რამ, რაც გინეკოლოგთან მისვლამდე უნდა იცოდეთ

5 რამ, რაც გინეკოლოგთან მისვლამდე უნდა იცოდეთ

09/04/2026

ტექსტის ზომა

ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა ხშირად იწყება ნაბიჯით, რომელსაც თან ახლავს უხერხულობა, უსაფუძვლო შიშები თუ საზოგადოებაში გავრცელებული მითები. ბევრი ქალი გინეკოლოგთან ვიზიტამდე გადაჭარბებულად ნერვიულობს ბუნებრივ ფიზიოლოგიურ პროცესებზე, ეძებს სპეციალურ ჰიგიენურ საშუალებებს, ზოგჯერ კი ტკივილის შიშის ან მორცხვობის გამო გადადებე ხოლმე აუცილებელ შემოწმებას.

სინამდვილეში, ექიმთან ვიზიტი მაქსიმალურად კომფორტული და ეფექტური უნდა იყოს, რისთვისაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა არის სინამდვილეში საჭირო და რა არის ზედმეტი.

გინეკოლოგი

გინეკოლოგი-რეპროდუქტოლოგი სტელა ძოწენიძე გვიზიარებს 5 ოქროს წესს, რომლებიც დაგეხმარებათ, მოიხსნათ უხერხულობა, სწორად მოემზადოთ კონსულტაციისა და გამოკვლევისთვის და გააცნობიეროთ, რომ სამედიცინო სივრცეში მთავარი პრიორიტეტი თქვენი ჯანმრთელობა და კომფორტია.

სტელა ძოწენიძე

ის რაც გინეკოლოგთან მოსვლამდე უნდა იცოდეთ - სტელა ძოწენიძის 5 რჩევა:

პირველი: არ იდარდოთ ვულვის სუნზე და არ გამოიყენოთ ინტიმური დეოდორანტები.

მეორე: თმის მოცილება საჭირო საერთოდ არ არის.

მესამე: ვიზიტამდე 24 საათით ადრე სასურველია სქესობრივი კავშირისგან თავი შეიკავოთ.

მეოთხე: თუ მოულოდნელად მენსტრუაცია მოგივიდათ, ვიზიტი არ გააუქმოთ.

მეხუთე: და ყველაზე მთავარი - ნუ გრცხვენიათ ჩვენი, ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ.

გააზიარე სტატია

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026