სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ხშირად ხდება, როცა არაფრის გაკეთების სურვილი არ გვაქვს და ამის გამო თავს დათრგუნულად ვგრძნობთ. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური გადაღლილობა არ გვაწუხებს, შესაბამისი განწყობის არარსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი საქმის კეთება უსიამოვნოა.
ზოგჯერ დაღლილობა არა სხეულიდან, არამედ ემოციებიდან მოდის. ასეთ დროს საკუთარ თავზე ზეწოლა პრობლემას მხოლოდ ამძაფრებს.

ემოციური გადაღლა ზოგჯერ ფიზიკურ გადაღლაზე უფრო რთულია და ამის გამო საკუთარი თავის დადანაშაულება არ ღირს.
ფსიქოლოგები გვირჩევენ, გავითვალისწინოთ რამდენიმე მარტივი რჩევა და პრობლემის მოგვარებას ასე შევეცადოთ.
1. დაარქვი ამ მდგომარეობას სახელი
როცა ვაღიარებთ, რომ უბრალოდ გადაღლილები ვართ, თავის მართვა უფრო მარტივდება.
2. ნუ მოსთხოვ საკუთარ თავს მაქსიმუმს
ნუ მოინდომებთ ერთბაშად მთების გადადგმას. ზოგჯერ მინიმუმი საკმარისია. პირველ ეტაპზე ერთი პატარა ნაბიჯის გადადგმაც დიდ შვებას იძლევა.

3. ნუ შეადარებ თავს სხვებს
ნუ გადაწყვეტთ, რომ ასე მხოლოდ თქვენ ხართ და გარშემომყოფები ენერგიას აფრქვევენ.
სოციალური ქსელები ზოგჯერ რეალურ ცხოვრებას სულაც არ ასახავს. 4. მიეცი თავს დასვენების უფლება ნუ იფიქრებთ, რომ დასვენების დრო არ გაქვთ. დასვენება ყოველთვის სიზარმაცე არ არის. ის ზოგჯერ უბრალოდ აუცილებელია.
5. გახსოვდეს: ეს მდგომარეობა დროებითია
ეს პუნქტი ყველაზე მნიშვნელოვანია. არ დაგავიწყდეს, რომ ნებისმიერ პრობლემას როგორც დასაწყისი, ასევე დასასრული აქვს და „რაც არ გვკლავს - გვაძლიერებს“.
01/23/2026