
09/16/2026
პირის ღრუს ჯანმრთელობა და სტომატოლოგია ბევრად უფრო საინტერესო და სიურპრიზებით სავსე თემაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
იცოდით, რომ თქვენი ენა ისეთივე უნიკალურია, როგორც თითის ანაბეჭდი, ან ის, რომ ზოგიერთ დელფინს ასეულობით კბილი აქვს?
სტომატოლოგი ნუცა გედენიძე გვიზიარებს 5 საინტერესო და შემეცნებით ფაქტს სტომატოლოგიის შესახებ.
5 საინტერესო ფაქტი სტომატოლოგიასთან დაკავშირებით
1. გახსოვდეთ, რომ გვაქვს დროებითი და მუდმივი კბილები. დროებითი გვაქვს 20, ხოლო მუდმივი კი 32.“
2. კბილების ფორმირება იწყება მუცლადყოფნის პერიოდში.“
3. წლის განმავლობაში ერთი ადამიანი საშუალოდ 730 ლიტრ ნერწყვს გამოიმუშავებს.“
4. შენი ენის ანაბეჭდი ისეთივე უნიკალურია, როგორც შენი თითის ანაბეჭდი
5. ზოგიერთ დელფინს შესაძლებელია, რომ 230 კბილი ჰქონდეს.
გააზიარე სტატია