სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
Sight & Sound ავტორიტეტული და გავლენიანი ყოველთვიური კინოჟურნალია, რომელსაც ბრიტანეთის კინოს ინსტიტუტი 1934 წლიდან გამოსცემს.
ჟურნალი აქვეყნებს კინომიმოხილვებს, ინტერვიუებს და საინტერესო ანალიზსა და შეფასებებს კინოს თემაზე. თუმცა ფართო აუდიტორიისთვის Sight & Sound ცნობილია ყოველ ათწლეულში ერთხელ გამოქვეყნებული ყველა დროის საუკეთესო ფილმების რეიტინგით. Sight & Sound-ის კრიტიკოსთა გამოკითხვა, კინოს სამყაროში, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პრესტიჟულ რეიტინგად მიიჩნევა.

მაყურებელი ყოველწლიურად დიდი ინტერესით ელოდება Sight & Sound-ის ყოველწლიურ გამოკითხვას, რომელშიც საერთაშორისო კინოკრიტიკოსები, კურატორები და კინოს მკვლევრები მონაწილეობენ. 2025 წლის შედეგების მიხედვით, წლის საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება:

1. "ბრძოლა ბრძოლის შემდეგ" (One Battle After Another)
პირველი ადგილი პოლ ტომას ანდერსონის ფილმმა დაიკავა. სურათში მთავარ როლს ლეონარდო დიკაპრიო ასრულებს. კრიტიკოსებმა ფილმი მასშტაბური სიუჟეტის, პოლიტიკური ქვეტექსტისა და ძლიერი სამსახიობო ნამუშევრების გამო გამოარჩიეს.

2. "ცოდვილნი" (Sinners)
რაიან კუგლერის ფილმი წლის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად ნამუშევრად იქცა. დრამისა და ტრილერის ელემენტებით გამორჩეულმა ისტორიამ კრიტიკოსების მოწონება ატმოსფეროთი და ემოციური სიღრმით დაიმსახურა.

3. "შეთქმულები" (The Mastermind)
კელი რაიჰარდტის ფილმი მესამე ადგილზე გავიდა. მაღალი შეფასების მიზეზი, რეჟისორისთვის დამახასიათებელი მშვიდი თხრობა და პერსონაჟებზე კონცენტრირებული სიუჟეტი გახდა.

4."სირათი" (Sirât)
ოლივერ ლაქსეს დრამა ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ ფილმად დასახელდა. ფილმი ადამიანურ ურთიერთობებს, დანაკარგსა და იმედს იკვლევს და განსაკუთრებული ვიზუალური სტილით გამოირჩევა.

5. "საიდუმლო აგენტი" (The Secret Agent)
ბრაზილიელი რეჟისორის, კლებერ მენდონსა ფილიოს ნამუშევარი პოლიტიკური დაძაბულობითა და დინამიკური სიუჟეტით გამოირჩევა. კრიტიკოსების შეფასებით, ეს 2025 წლის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი საერთაშორისო ფილმია.
06/05/2026