სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ტვინი ადამიანის ყველაზე რთული და ენერგომხარჯველი ორგანოა. ის სხეულის მასის მხოლოდ 2%-ს იკავებს, მაგრამ ჩვენი ენერგიის თითქმის 20%-ს მოიხმარს.
ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ტვინის მუშაობაზე, ჩვენს მეხსიერებაზე, კონცენტრაციის უნარზე, განწყობასა და ზოგადად, ცხოვრების ხარისხზე, კვება და საკვები პროდუქტები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
გაგაცნობთ 5 პროდუქტს, რომლებიც მეცნიერების აზრით ტვინის ყველაზე ძლიერ "საწვავად" ითვლება.
1.ცხიმიანი თევზი

ცხიმიანი თევზი: ქაშაყი, ორაგული, სკუმბრია, სარდინია - ომეგა 3-ის ყველაზე მდიდარი წყაროა.
ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა აუმჯობესებს მეხსიერებას, აზროვნების სისწრაფეს და მკვეთრად ამცირებს სტრესს. ომეგა3-ის ნაკლებობამ შესაძლოა უენერგიობა, აგრესია და დეპრესიაც კი გამოიწვიოს.
კვირაში 2–3 ულუფა ცხიმიანი თევზი — საუკეთესო ინვესტიცია ტვინის ჯანმრთელობისათვის
2. მოცვი

მოცვი ფაქტობრივად ანტიოქსიდანტების ბომბია. ის იცავს ტვინს ანთებებისგან და უჯრედების დაზიანებისგან, აუმჯობესებს წვრილ მოტორიკას და კონცენტრაციას, აღადგენს მეხსიერებას. ამიტომაც აჭმევენ მოცვის ექსტრაქტს მეხსიერების პრობლემების მქონე პაციენტებს.
ერთი მუჭა მოცვი დღეში ტვინისთვის იგივეა, რაც ფიზკულტურა სხეულისთვის.
3. კაკალი

არ არის შემთხვევითი, რომ კაკლის ლებანი ფორმით სწორედ ადამიანის ტვინის ფორმას წააგავს. მისი შემადგენლობაც ზუსტად ტვინის სრულყოფილ მუშაობას ემსახურება.
ნიგოზი მდიდარია ომეგა-3-ით, შეიცავს ვიტამინ E-ს და ანტიოქსიდანტებს. ის იცავს ტვინს დაღლილობისგან, აუმჯობესებს კოგნიტიურ უნარებს და სისხლის მიმოქცევას.
კვირაში 4–5-ჯერ ერთი მუჭა კაკალი ამცირებს ალცჰაიმერის განვითარების რისკს.
4. შავი შოკოლადი

ყველას შეგვიმჩნევია, რომ როცა ტვინი იღლება, ორგანიზმი ტკბილს განსაკუთრებულად ითხოვს. ასეთ დროს შავი შოკოლადი უალტერნატივოა. ის შეიცავს ფლავონოიდებს, რომლებიც ზრდიან ტვინის სისხლმომარაგებას, აუმჯობესებს განწყობას, ამცირებს სტრესს და აჩქარებს აზროვნებას, აძლიერებს ყურადღების ფოკუსს და გვეხმარება სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაში.
დღეში 1–2 პატარა ნაჭერი შავი შოკოლადის მიღება სრულიად საკმარისია.
5. კვერცხი

კვერცხი ერთ-ერთი ყველაზე სრულფასოვანი პროდუქტია ტვინისთვის. ის შეიცავს ქოლინს — ნივთიერებას, რომელიც აუცილებელია მეხსიერების ჰორმონის (აცეტილქოლინის) წარმოსაქმნელად. ის მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც იცავენ ტვინს სტრესისგან და ნერვული სისტემის გადაღლისგან.
კვერცხი საუკეთესოა მათთვის, ვინც ინტენსიურად მუშაობს, სწავლობს ან ბევრს ფიქრობს (ანუ, პრაქტიკულად ყველასთვის).
დღეში 1 კვერცხი საკმარისია, რომ ტვინი მუდმივად ფორმაში იყოს.

მოკლედ შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ ტვინის ჯანმრთელობა მხოლოდ გენეტიკისა და ასაკზე არ არის დამოკიდებული. კვება პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რამდენად სწრაფად, მკაფიოდ და სტაბილურად იმუშავებს ჩვენი გონება.
თუ ამ 5 პროდუქტს ყოველდღიურ რეჟიმში ჩართავ, ცვლილება მინიმუმ ორ კვირაში შესამჩნევი გახდება: ენერგია მოიმატებს, კონცენტრაცია გაუმჯობესდება, აზროვნება გაძლიერდება და განწყობაც შეიცვლება.
11/30/2025