Logo

ყველაფერი ბავშვებზე

5 შეცდომა, რომელსაც მშობლები უშვებენ კბილების ცვლის პერიოდში - ორთოდონტი გვირჩევს

5 შეცდომა, რომელსაც მშობლები უშვებენ კბილების ცვლის პერიოდში - ორთოდონტი გვირჩევს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

იცოდით, რომ ბავშვის ყბა-კბილთა სისტემის სწორი განვითარებისთვის ორთოდონტთან პირველი ვიზიტი 6-7 წლის ასაკშია რეკომენდებული?

ხშირად მშობლებს ჰგონიათ, რომ სანამ სარძევე კბილები მუდმივით სრულად არ ჩანაცვლდება, სანერვიულო არაფერია. რეალურად კი, ბავშვის მომავალ ღიმილსა და სწორ თანკბილვას საფუძველი გაცილებით ადრე ეყრება.

ორთოდონტი ქეთევან ბალაძე იმ შეცდომებზე საუბრობს, რომლებსაც მშობლები კბილების ცვლის პერიოდში ყველაზე ხშირად უშვებენ.

ქეთევან ბალაძე

კბილების ცვლის პერიოდი ბავშვის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია - მაგრამ სწორედ აქ უშვებენ მშობლები ყველაზე ხშირ შეცდომებს.

1. „დაველოდოთ თავისით გასწორდება“ მიდგომა

ბევრი ფიქრობს, რომ მრუდე კბილები თავისით დალაგდება. სინამდვილეში, ხშირად პრობლემა ღრმავდება და შემდეგ უფრო რთულ მკურნალობას საჭიროებს.

2. ორთოდონტთან დაგვიანებული ვიზიტი

პირველი კონსულტაცია ხშირად იგვიანებს. იდეალური დროა 6-7 წლის ასაკი, როცა ყბების განვითარება აქტიურ ფაზაშია.

ორთოდონტი

3. პირით სუნთქვის უგულებელყოფა

პირით სუნთქვა მხოლოდ ჩვევა არ არის - მას შეუძლია შეცვალოს ყბების და სახის განვითარების მიმართულება.

4. „სარძევე კბილები არ არის მნიშვნელოვანი“

ეს დიდი შეცდომაა. სარძევე კბილები ხელს უწყობს მუდმივი კბილების სწორ ამოსვლას.

კბილები

5. თვითნებური მკურნალობა ან რჩევები ინტერნეტიდან

ინდივიდუალური შეფასების გარეშე გაკეთებული რჩევები ხშირად აუარესებს მდგომარეობას.

თუ გინდა ბავშვის სწორი განვითარება, საუკეთესო ნაბიჯი არის დროული ორთოდონტიული შეფასება," - გვირჩევს ორთოდონტი.

ავტორი: ზმნა

06/22/2026

ექიმიკბილებიორთოდონტიქეთევან ბალაძე
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024