Logo

5 შეცდომა, რომელსაც სადღესასწაულო სუფრის გაწყობისას ვუშვებთ

5 შეცდომა, რომელსაც სადღესასწაულო სუფრის გაწყობისას  ვუშვებთ

12/22/2025

ტექსტის ზომა

მიუხედავად იმისა, რომ სადღესასწაულო სუფრას მთელ ჩვენს ენერგიას, ფინანსებსა და ფანტაზიას დაუზოგავად ვახმართ, ზოგჯერ შედეგი ისეთი არ გამოდის, როგორსაც ველოდებოდით. ამის მიზეზი ხშირად ის პატარა შეცდომებია, რომელსაც სათანადო ყურადღება არ მივაქციეთ და საერთო სურათის გაფუჭების უფლება მივეცით.

გაგაცნობთ ყველაზე გავრცელებულ ხუთ შეცდომას, რომელთა უგულებელყოფასაც დიზაინერები სადღესასწაულო სუფრაზე დაუშვებლად მიიჩნევენ.

1️⃣პირველი შეცდომა სუფრის გადატვირთვაა

სუფრა

სუფრაზე უხვად დალაგებული საჭმელ-სასმელი მდიდრულ შთაბეჭდილებას ყოველთვის არ ქმნის. ძალიან ბევრი თეფში, დეკორი და ფერი სუფრას ზედმეტად ტვირთავს. თავისუფალი სივრცე კი - უფრო ელეგანტურს ხდის.

2️⃣ სხვადასხვა სტილის არევა

სუფრა

სასურველია სუფრის დეტალები ერთმანეთთან შეხამებული იყოს, კლასიკური ჭურჭელი + პლასტმასის დეკორი + ფერადი ხელსახოცები — ეს კომბინაცია ვიზუალურ ქაოსს ქმნის და სუფრას სილამაზეს უკარგავს.

3️⃣ განათების უგულებელყოფა

სუფრა

მნიშვნელოვანია განათების სწორად შერჩევაც. ცივი, ძლიერი ნათება სუფრას უხეშ და მკაცრ იერ-სახეს აძლევს, თბილი განათება და სანთლები ატმოსფეროს მთლიანად ცვლის.
თუ გსურთ სტუმრებმა თავი შინაურულად იგრძნონ, ყურადღება მიაქციეთ განათებას.

4️⃣ დეკორის გადამეტება

სუფრა

სუფრა ბუნებრიობას კარგავს მაშინაც, როცა დიასახლისმა დეკორზე ზედმეტად ბევრი იფიქრა.
მოერიდეთ ზედმეტ აქსესუარების, სათამაშოებისა და კვებისათვის გამოუსადეგარი სხვა ნივთების განლაგებას მაგიდაზე. როცა დეკორი საჭმელზე მეტ ყურადღებას იპყრობს, სუფრა სრულყოფილი აღარ არის.

5️⃣ დეტალების იგნორირება

სუფრა

მნიშვნელოვანია წვრილმანი დეტალების გათვალისწინება. ერთმა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალმა - დასაუთოებელმა სუფრამ ან არასწორად დალაგებულმა ხელსახოცებმა, შესაძლოა ყველაფერი გააფუჭოს. პატარა დეტალებს ზოგჯერ დიდი შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლიათ.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

დიზაინისაახალწლო სუფრასუფრაშეცდომები
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026