Logo

სასარგებლო რჩევები

5 წესი ბანანის მოყვარულებს - გიორგი ღოღობერიძე გვირჩევს

5 წესი ბანანის მოყვარულებს - გიორგი ღოღობერიძე გვირჩევს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

"თუ თქვენ ბანანი გიყვართ, მაშინ ეს ხუთი ფაქტი სწორედ რომ თქვენთვისაა,”- ამბობს ექიმი გიორგი ღოღობერიძე და ჩვენში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხილის, ბანანის ისეთ თვისებებზე ამახვილებს ყურადღებას,რომელთა შესახებაც შესაძლოა არ იცოდეთ.

პირველი რასაც ექიმი გვირჩევს, ბანანის გარეცხვაა.

"1. ბანანი არასდროს არ მიირთვათ გაურეცხავად.

ბანანი

შეიძლება ვიღაცას გაეცინოს აი, ბანანი რაღატომ უნდა გავრეცხოო, მაგრამ შეგახსენებთ, რომ რაც უფრო მეტად მწიფდება ხილი, მასზე მით უფრო მეტად გროვდება ხილის ბუზის კვერცხები. შეიძლება ახლა ვიღაცამ თქვას, რომ „ მე ისე ვარჩევ ამ ბანანს, შიგთავსს არც კი ვეხებიო“. კი, შიგთავსს არ ეხებით, მაგრამ ხომ არჩევთ? გარსს ხომ კიდებთ ხელს? და მერე მაგ ხელებით ეხებით კლავიატურას, ტელეფონს, იქ ტელევიზორის პულტს, მაცივარს, კარადას, სახლის კარს და სხვა... შენ თუ გინდა ხილის ბუზის კვერცხების მირთმევა, სხვებმა რა დააშავეს? ასე რომ დაიმახსოვრეთ, ბანანი ყოველთვის კარგად გარეცხეთ.

2. მეორე წესი ბანანის შენახვას ეხება.

ბანანი

ბანანი არასდროს არ შეინახოთ ვაშლთან, ავოკადოსთან, პომიდორთან და ზოგადად სხვა ხილ-ბოსტნეულთან. ეს იმიტომ, რომ ეს ხილი და ბოსტნეული გამოყოფს ეთილენს და ეთილენი ბანანს ძალიან სწრაფად ამწიფებს.

3. ბანანის ყუნწი ყოველთვის დაფარეთ ცელოფნით ან ფოლგით.

ბანანი

ეს იმიტომ, რომ სწორედ ყუნწიდან გამოიყოფა ეთილენი. და თუ ყუნწს დაფარავთ, ეთილენი უკვე შედარებით ნაკლებად გამოიყოფა და ნაკლებად დამწიფდება დროის მცირე მონაკვეთში. თუ უფრო კარგი გინდათ, სჯობს რომ თითოეული ბანანი ცალ-ცალკე დაფაროთ ხოლმე ყუნწის არეში. ასე3-5 დღით მეტ ხანს შეინახება.

4. ბანანი ჩამოკიდეთ.

ბანანი

ასე უფრო დიდხანს ინახება, იმიტომ რომ მას არ ეძლევა ეთილენის დაგროვების საშუალება.

5. ბანანი არასდროს არ შეინახოთ ცელოფნის პარკში.

ბანანი

წინააღმდეგ შემთხვევაში, ეთილენი შიგნით დაგროვდება და ბანანი რამდენიმე საათში გადასაგდები იქნება და ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ მაცივარში ბანანს არ ინახავენ თუ ის კარგად მწიფე არ არის,” - გვირჩევს ექიმი.

ავტორი: ზმნა

04/23/2026

ბანანიგიორგი ღოღობერიძეშენახვაწესები
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024