სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
წამლის მიღებისას, ხშირად ყურადღებას მხოლოდ დოზირებასა და ინტერვალს ვაქცევთ, თუმცა გვავიწყდება უმნიშვნელოვანესი დეტალი, მივირთვით თუ არა საკვები აბის გადაყლაპვამდე.
არსებობს მედიკამენტების ჯგუფი, რომელთა უზმოზე დალევა,მ შესაძლოა არა მხოლოდ შეამციროს მათი ეფექტურობა, არამედ სერიოზული ზიანი მიაყენოს ჩვენს საჭმლის მომნელებელ სისტემას, გამოიწვიოს კუჭის ლორწოვანის დაზიანება ან შაქრის დონის მკვეთრი ვარდნა.

ექიმი გიორგი ღოღობერიძე განმარტავს, თუ რომელი პოპულარული პრეპარატები მოითხოვენ “დაცულ კუჭს” და რატომ არის მათი თვითნებური მიღება სახიფათო.
“ამ მედიკამენტების გამოყენება მშიერზე არ შეიძლება... და თუ მაინც გამოიყენებ, ამან შეიძლება გამოიწვიოს კუჭიდან სისხლდენებიც კი,” - ამბობს ექიმი.
1.კარდიომაგნილი
არ დალიოთ მშიერზე, მით უმეტეს, თუ უკვე გაწუხებთ გულძმარვა, გასტრიტი, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. მიიღეთ მხოლოდ საკვების მიღების შემდეგ.
2.ტკივილგამაყუჩებლები და სიცხის დამწევები
ნებისმიერი ტიპის ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ან ნებისმიერი სიცხის დამწევი საშუალება. მით უმეტეს, თუ ხართ ასაკში, სვამთ მათ ხანგრძლივი დროის განმავლობაში და მაღალ დოზებში. ამ მედიკამენტების შემთხვევაში უფრო ხშირია ხოლმე გვერდითი მოვლენები მშიერზე მიღებისას.
3.სტეროიდები
სტეროიდები (ჰორმონალური პრეპარატები) აუცილებლად უნდა მიიღოთ საკვების მიღების შემდეგ.
4.შაქრის დამწევი საშუალებები
მეტფორმინმა, რომელიც იყიდება სიოფორის, გლუკოფაჟის და ბევრი სხვა სახელწოდებით, მშიერზე გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია, ანუ შაქრის რაოდენობის მკვეთრი ვარდნა.
5. C ვიტამინი
მაღალ დოზებში მიღებული C ვიტამინი მშიერ კუჭს აღიზიანებს.
6. დოქსიციკლინი
ეს არის ანტიბიოტიკი, რომელიც მშიერზე იწვევს ღებინებას,” - ამბობს გიორგი ღოღობერიძე
04/04/2026