Logo

სასარგებლო რჩევები

6 პროდუქტი, რომელიც ბუნებრივად ამცირებს სტრესს და ამაღლებს განწყობას

6 პროდუქტი, რომელიც ბუნებრივად ამცირებს სტრესს და ამაღლებს განწყობას

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

1.ბანანი

ბანანი

ალბათ ყველას გაგვიგია, რომ ბანანი ადამიანს განწყობის ამაღლებაში ეხმარება. ეს ნივთიერება ტრიპტოფანის დამსახურებაა, რომელსაც ბანანი შეიცავს.

ტრიპტოფანი ამინომჟავაა, რომელსაც განწყობის ბუნებრივ რეგულატორს უწოდებენ. ეს იმიტომ რომ, მას აქვს უნარი დაეხმაროს ორგანიზმს გარკვეული ჰორმონების ბუნებრივად გამომუშავებასა და დაბალანსებაში.

ამიტომაც დღეში ერთი ბანანის მიღებაც კი ხელს უწყობს დაძაბულობის შემცირებას, სწრაფად ზრდის ენერგიას და ამცირებს ნერვიულ შიმშილს.

2. მწვანე ჩაი

მწვანე ჩაი

მწვანე ჩაი შეიცავს L-თეანინს — ამინომჟავას, რომელიც ამშვიდებს, მაგრამ მოდუნებას კი არ იწვევს, პირიქით, ფოკუსს აუმჯობესებს.

ერთი ფინჯანი მწვანე ჩაის დალევა საგრძნობლად ამცირებს შფოთვას და ხელს უწყობს კონცენტრაციის გაზრდას.

3. შავი შოკოლადი

შავი შოკოლადი

შავი შოკოლადი ზრდის ენდორფინებს — „ბედნიერების ჰორმონებს“. შოკოლადის რამდენიმე ფილით თავის განებივრება აუმჯობესებს განწყობას, ამცირებს დაღლილობას და სტრესს, ააქტიურებს ტვინის მუშაობას.

4. ნუში

ნუში

ნუში მდიდარია მაგნიუმით — მინერალით, რომელიც პირდაპირ ამცირებს ნერვული სისტემის

ზოგჯერ ერთ მუჭ ნუშს სასწაულის მოხდენა შეუძლია. ის სრულიად ამშვიდებს კუნთებს, ამცირებს პანიკური შეტევების რისკს, ხელს უწყობს ღრმა ძილს.

5. ავოკადო

ავოკადო

ავოკადო სავსეა B ჯგუფის ვიტამინებით და ჯანმრთელი ცხიმებით, რომლებიც გვიცავს ნერვული გადაღლისგან.

საუზმეზე მიღებული 1 ცალი ავოკადო აუმჯობესებს ჰორმონულ ბალანსს, ამცირებს გაღიზიანებას.

6. მოცვი

მოცვი

მოცვის ანტიოქსიდანტები პირდაპირ ებრძვის სტრესის ჰორმონ კორტიზოლს.

ყოველ საღამოს პატარა თეფშით მოცვის მიღებას შეუძლია შეამციროს შინაგანი დაძაბულობა, გააუმჯობესოს მეხსიერება და ყურადღების კონცენტრაცია.

ავტორი: ზმნა

12/03/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024